გელი
(Curiosin)
კურიოზინი გელი, მის შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერების - თუთიის ჰიალურონატის ფარმაკოლოგიური თავისებურებების გამო, ეფექტურად გამოიყენება ფერისმჭამელების სამკურნალოდ. ფერისმჭამელების პათოგენეზში მონაწილე ორი ძირითადი ფაქტორის (ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზია და ფოლიკულების გამომტანი სადინარის ჰიპერკერატინიზაცია) გარდა, აკნეს განვითარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც გამომუშავდებიან და გამოთავისუფლდებიან Propianibacterium acnes ზემოქმედებით. ზემოთაღნიშნული პათოლოგიური ცვლილებების შედეგად ქსოვილებში ქვეითდება ჰიალურონის მჟავას კონცენტრაცია და ირღვევა ბალანსი. კურიოზინი გელის ადგილობრივად გამოყენებისას ქსოვილებში კომპენსირდება ჰიალურონის მჟავას მიმართ მომატებული მოთხოვნილება.
ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ბუნებრივ მუკოპოლისაქარიდული ტიპის პოლიმერს, რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია არაუჯრედული ნივთიერების სამშენებლოდ. მაღალი ჰიდროფილურობის გამო იგი წარმოქმნის დისპერსიულ მატრიქსს წყლის მოლეკულებთან; მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის საფარის ტონუსისა და ელასტიურობის ფორმირებაში. პრეპარატს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი.
ჰიალურონის მჟავის კომბინაცია თუთიასთან აძლიერბს პრეპარატის ეფექტურობას. თუთია თრგუნავს Propianibacterium acnes-ით გამოწვეულ ლიპაზურ აქტივობას და ამით წყვეტს პათოლოგიურ პროცესს, რომელიც ხელს უწყობს დაავადებას; აღადგენს ეპიდერმისის დარღვეულ მეტაბოლიზმს. პრეპარატს ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი.
კურიოზინის გელი მოქმედებს როგორც კომედონების წარმოქმნაზე, ასევე ანთებით ელემენტებზე.
პრეპარატით მკურნალობის პროცესში ადგილი აქვს პუსტულების და პაპულების გაწოვას, მცირდება ერითემა და პაპულოზური მოვლენები.
მოქმედი ნივთიერება
15 გ კურიოზინი გელი შეიცავს 15,40 მგ თუთიის ჰიალურონატს.
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ჰიდროჟანგი, კარბომერი.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფერისმჭამელების სამკურნალოდ, უპირველეს ყოვლისა კომედონური და პაპულო-პუსტულოზური ფერისმჭამელების ადგილობრივი მკურნალობისათვის.
წინააღმდეგჩვენება
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელლობა.
დოზირება
დაზიანებული უბნის საგულდაგულოდ გასუფთავების შემდეგ გელის თხელი ფენა დაიტანება კანის ზედაპირზე დღეში 2-ჯერ.
პრეპარატი შეიწოვება გამოყენებიდან რამდენიმე წუთში. დამწოლი ნახვევის გამოყენება არ არის საჭირო.
გვერდითი მოვლენები
მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია წვის შეგრძნება, კანის სიწითლე. მშრალი კანის არსებობისას შესაძლებელია დაჭიმულობის შეგრძნება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის ცნობილი.
განსაკუთრებული მითითებანი
პრეპარატი არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას, არ ღებავს კანსა და თეთრეულს.
შენახვის პირობები: ინახება 15-300C ტემპერატურაზე.
შეფუთვა
15გ ტუბში
მწარმოებელი ფირმა:
გედეონ რიხტერი (უნგრეთი)