ფტალაზოლი 0.5გ #10ტ (დარნიცა)

ფტალაზოლი-დარნიცა
 


ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება:
Phthalylsulfathiazolum; 2-(პარა-ფტალილამინო-ბენზოლ-სულფამიდო)-თიაზოლი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან თეთრი მოყვიტალო შეფერილობით ტაბლეტები;

შემცველობა:
1 ტაბლეტი შეიცავს ფტალილსულფათიაზოლს 0.5 გ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი დაბალმოლეკულარული სამედიცინო, აეროსილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ნაწლავური ინფექციების დროს გამოყენებადი საშუალებები. კოდი ATC A07A B02.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. სულფანილამიდური პრეპარატი მოქმედების ფართო სპექტრით, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების – ინფექციური დაავადებების გამაღიზიანებლების მიმართ. ახდენს ბაქტერიოსტატულ ეფექტს, რომლის მექანიზმი, განპირობებული მიკროორგანიზმებში მათი ზრდის ფაქტორების სინთეზის დარღვევით – ფოლისა და დეჰიდროფოლის მჯავები, რომლებიც აუცილებელია პურინებისა და პირიმიდინების სინთეზისათვის.
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატი ნელა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან: მისი ძირითადი რაოდენობა ნაწლავში რჩება, სადაც თანდათან სცილდება მოლეკულას აქტიური სულფანილამიდური ნაწილი. ამგვარად მიღწეული პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია ნაწლავში ნაწლავის ფლორის მიმართ სპეციფიური ბაქტერიოსტატიკული აქტივობის გათვალისწინებით, განპირობებულია ფტალილსულფათიაზოლის ეფექტურობა ნაწლავური ინფექციების დროს.

გამოყენების ჩვენებები. მწვავე დიზენტერია, ქრონიკული დიზენტერია გამწვავების სტადიაში, კოლიტები (მ.შ. წყლულოვანი), ენტეროკოლიტები, გასტროენტერიტები, ამებური დიზენტერია და პარატიფოზური ინფექციები, ოპერაციები ნაწლავზე (ჩირქიანი გართულებები საპროფილაქტიკოდ).

გამოყენების წესი და დოზები. პრეპარატი მიიღება შინაგანად 4-6-ჯერ დღე-ღამეში 30 წთ. ადრე ჭამამდე. დიზენტერიის მწვავე ფორმისას უფროსებში ინიშნება : მკურნალობის 1-2 დღეს – 6 გ დღე-ღამეში (1 გ ყოველ 4 საათში), 3-4 დღეს - 4 გ დღე-ღამეში (1 გ ყოველ 6 საათში). მკურნალობის პირველი კურსიდან 5-6 დღეში ტარდება მეორე კურსი: 1-2 დღეს – 1 გ 4 საათში (ღამე – 8 საათში), სულ 5 გ დღე-ღამეში; 3-4 დღეს – 1 გ 4 საათში (ღამე არ ინიშნება), სულ 3 გ დღე-ღამეში. კურსის დოზა შეადგენს 21 გ (დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას დოზა შეიძლება შემცირდეს 18 გ-მდე).
უმაღლესი დოზები უფროსებისათვის შინაგანად: ერთჯერადი 2 გ, დღე-ღამის 7 გ.
3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთჯერადი დოზით ინიშნება 0.4-0.5 გ, 8-14 წლის – 0.5-0.75 გ. მკურნალობის კურსი – 7 დღე.
სხვა დაავადებების მკურნალობისას ფტალაზოლი ინიშნება უფროსებში პირველი 2-3 დღე 1-2 გ ყოველ 4-6 საათში, შემდგომი 2-3 დღე – 0.5 გ-1 გ ყოველ 4-6 საათში. ბავშვებში პირველ დღეს ინიშნება 0.1 გ/ს.წ.კგ დღე-ღამეში. პრეპარატის მიღება ხდება ყოველ 4 საათში ღამის შესვენებით. შემდგომ დღეებში ინიშნება 0.2-0.5 გ ყოველ 6-8 საათში.

გვერდითი მოქმედება. ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობისას სულფანილამიდების მიმართ შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ბაზედოვის დაავადება, სისხლის დაავადებები, მწვავე ჰეპატიტის. სიფრთხილით ინიშნება ნეფროზებისა და ნეფრიტების დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ფტალაზოლი-დარნიცა შეუთავსებადია სალიცილატებთან, დიფენინთან (ფტალაზოლის ტოქსიკურობის მომატება), ოქსალინთან (ოქსაცილინის აქტივობის სემცირება), ნიტროფურინებთან (ანემიისა და მეტჰემოგლობინემიის განვიტარების რისკი), ქალისა და მამაკაცის სქესობრივი ჰორმონებთან, კალციუმის ქლორიდთან და ვიტამინთან K (სისხლის შედედების შემცირება).

ჭარბი დოზა. ჭარბი დოზის მოვლენები ძალზედ იშვიათან ვლინდება. ასეთ შემთხვევებში წყდება პრეპარატის მიღება და ხდება კუჭის გამორეცხვა ნატრიუმის ჰიდროკარონატის 2% ხსნარით, ფარსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი.

გამოყენების განსაკუთრებულობანი. დაავადების ხასიათის მიხედვით ფტალაზოლი-დარნიცას გამოყენება შეიძლება ანტიბიოტიკებთან შეთანხმებით. პრეპარატთან ერთდროულად მიზანშეწონილია სულფანილამიდების დანიშვნა, რომლებიც კარგად შეიწოვება (სულფადიმეზინი, ეთაზოლი, ეთაზოლ-ნატრიუმი და ა.შ.).
ორსულობა და ლაქტაცია. პრეპარატი ადვილად აღწევს პლაცენტაში, და ნაყოფის გარშემო არსებულ სითხეში, ნაყოფის სისხლში იგი ეფექტური კონცენტრაციებით ვლინდება. დედის რძეში პრეპარატის კონცენტრაცია უდრის სისხლის შრატში მის კონცენტრაციას, და მეძუძურმა ბავშვმა რძესთან ერთად შეიძლება მიიღოს პრეპარატის ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია მისი ორგანიზმისათვის არასასურველი ზეგავლენის მოსახდენად. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვისათვის.

შენახვის პირობები და ვადები. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში.

მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა “დარნიცა”.
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.