გენტამიცინის მალ.0.1% 15გ(ნიჟფ

                                          გენტამიცინი




პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:
გენტამიცინი
საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება: გენტამიცინი
წამლის ფორმა: მალამო 0.1%.
აღწერილობა: თეთრიდან მოყვითალო ფერამდე მალამო.

შემცველობა
100 გ მალამო შეიცავს: გენტამიცინის სულფატს 0.1 გ და დამხმარე ნივთიერებებს (ნავთის მყარი პარაფინი, ვაზელინი) _ 100 გ-მდე.

ფარმაკოთერაპიული
ჯგუფი
ანტიბიოტიკი, ამინოგლიკოზიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გენტამიცინი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკია. მაღალეფექტურია გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Shigella spp., Klebsiella spp., Serratia spp., Proteus ინდოლი-დადებითი და ინდოლი-უარყოფითი, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter spp. პრეპარატი ასევე აქტიურია გრამდადებითი აერობული კოკების მიმართ: Staphylococcus spp. (მ.შ. მდგრადი პენიცილინებისა და სხვა ანტიბიოტიკების მიმართ). პრეპარატის მიმართ მდგრადია: Neisseria meningitis, Treponema pallidum, Streptococcus spp. ზოგიერთი შტამი, ანაერობული მიკროორგანიზმები.

გამოყენების ჩვენებები
მალამო გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
იგი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროფლორის მიერ: პიოდერმია, ზედაპირული ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, პარონიქიები, სიკოზი, სებორეის ინფიცირებული დერმატიტი, ვულგარული ფერის მჭამელები, განმეორებითი ბაქტერიული ინფიცირება კანის სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა გენტამიცინის მიმართ. ორსულობა.

გამოყენების
წესი და დოზები
მალამო თხელ ფენად წაისმევა კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე 2-3-ჯერ დღეში  ჩირქისა და ნეკროზული მასების მოშორების შემდეგ. ფართო დამწვრობებისას მალამოს დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200გ. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება (სიწითლე, ქავილი) და ალერგიული რეაქციები (გამონაყარი). ამ შემთხვევაში მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს.

გამოშვების
ფორმა
გენტამიცინი, მალამო 0.1% 10 ან 15 გ ტუბებში.

ვარგისიანობის
ვადა
3 წელი. კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის
პირობები
სია ბ. არაუმეტეს 200C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან
გაცემის პირობები
რეცეპტით.

მწარმოებელი
:
ღსს “ნიჟფარმი”
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი.
გსპ-459, სალგანსკაიას ქ., 7
ტელ.: (8312) 30-72-28
ფაქსი: (8312) 78-80-88