გლუკანტიმი
(GLUCANTIME)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ 1 ამპ.
მეგლუმინის ანტიმონატი..........................0.3 გ 1.5 გ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიპროტოზოული საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლეიშმანიოზის სამკურნალო საშუალება. წარმოადგენს ხუთვალენტიანი სტიბიუმის შენაერთს.
ფარმაკოკინეტიკა
კუნთებში შეყვანისას პრეპარატის 80% განიცდის ელიმინაციას შარდით მიღებიდან 6 სთ-ის შემდეგ.
ჩვენებები
კანის და ვისცერული ლეიშმანიოზი.
დოზირების რეჟიმი
დღიური დოზა - 60 მგ/კგ წონაზე. პირველ დღეს ღრმად კუნთებში შეჰყავთ დოზის 1/4, მეორე დღეს - 1/2, მესამე - 3/4, მეოთხე დღიდან სრული დოზა. მკურნალობის კურსი - 10-15 ინექცია (აქედან 8-12 სრული დოზით). აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის განმეორება შეიძლება 4-6 კვირის შემდეგ. განმეორებისას შეიძლება დოზის გაზრდა 100 მგ/კგ-მდე.
კანის ლეიშმანიოზის დროს შესაძლებელია ადგილობრივი გამოყენება.
გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში _ სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ღებინება, მიალგიები. კანის ლეიშმანიოზის მკურნალობის დროს შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები.
უკუჩვენებები
ფილტვების ტუბერკულოზი, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა -5 წელი.
Sanofi-Aventis