ინფეზოლი 100 500მლ ფლ

ინფეზოლი 100
Infesol 100
 
 
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - Comb. drug. aminoacid solution

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი -
საშუალებები პარენტერალური კვებისათვის >> ამინომჟავებისა და ელექტროლიტების ხსნარები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინფ. ხსნ. 10%: 500 მლ ფლაკ.

1 ლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს მოქმედ სამკურნალო კომპონენტებს:
იზოლეიცინი 5.85 გ
ლეიცინი 6.24 გ
ლიზინის აცეტატი
(შეესაბამება 7.1 გ ლიზინს) 10.02 გ
მეთიონინი 4.68 გ
აცეტილცისტეინი
(შეესაბამება 0.50 გ ცისტეინს) 0.673 გ
ფენილალანინი 5.400 გ
N - აცეტილთიროზინი
(შეესაბამება 1.62 გ თიროზინს) 2.000 გ
ტრეონინი 5.00 გ
ტრიფტოფანი 2.00 გ
ვალინი 5.00 გ
არგინინი 9.66 გ
ორნიტინის ჰიდროქლორიდი
(შეესაბამება 1.90 გ ორნიტინს) 2.42 გ
ჰისტიდინი 3.30 გ
ალანინი 15.50 გ
ასპარაგინის მჟავა 1.91 გ
გლუტამინის მჟავა 5.00 გ
გლიცინი 7.55 გ
პროლინი 7.50 გ
სერინი 4.30 გ
ვაშლის მჟავა 3.00 გ
ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი 3.456 გ
ნატრიუმის ქლორიდი 0.625 გ
ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1.324 გ
კალიუმის ქლორიდი 3.355 გ
კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი 0.735 გ
მაგნიუმის ქლორიდ-ჰექსაჰიდრატი 1.017 გ

სხვა კომპონენტები:
საინექციო წყალი 921.735 გ
ნატრიუმი 69.0 მოლი
კალიუმი 45.0 მოლი
კალციუმი 5.0 მოლი
მაგნიუმი 5.0 მოლი
ქლორიდი 90.0 მოლი
აცეტატი 74.0 მოლი
მალატი 22.4 მოლი
ამინომჟავები, სულ: 100 გ
აზოტის საერთო შემცველობა: 15.6 გ
ენერგეტიკული ფასეულობა: 1700 კჯ/400 კკალ
pHდონე: 5.9-6.3
თეორიული ოსმოლარობა: 1145 მოსმ

ჩვენებები
გამოიყენება პარენტერალური კვების (ხელოვნური კვების) დროს როგორც პროტეინების სინთეზისათვის აუცილებელი კომპონენტების წყარო (ცილის წარმოქმნა).
ამინომჟავების ხსნარების გამოყენება აუცილებელია სამკურნალო პარენტერალური კვების დროს ძირითადად შესაბამის საინფუზიო ხსნარებთან კომბინაციაში, რომლებიც წარმოადგენს ენერგიის წყაროს (ნახშირწყლები).

მიღების წესები და დოზები

დოზირება განისაზღვრება ამინომჟავების, ელექტროლიტებისა და სითხის მოთხოვნილების სესაბამისად პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით (კვების მდგომარეობა და დაავადებით განპირობებული კატაბოლიზმის გამოხატულობა). მეტაბოლური მდგომარეობების დროს საჭიროა მაქსიმალური დოზირების შერჩევა.
ინფუზია შეყვანის დაბალი სიჩქარით უნდა დაიწყოს და პირველი საათის განმავლობაში თანდათან საჭირო დონემდე უნდა იქნას დაყვანილი.
10-20 მლ სხეულის წონის კგ-ზე
- 1.0-2.0 გ ამინომჟავა სხეულის წონის კგ-ზე
- 700-1400 მლ 70 კგ სხეულის წონისას
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა:
20 მლ სხეულის წონის კგ-ზე - 2.0 გ ამინომჟავა სხეულის წონის კგ-ზე
- 140 გ ამინომჟავა 70 კგ სხეულის წონისას
- 1400 მლ 70 კგ სხეულის წონისას
ინფუზიის ან წვეთოვანი შეყვანის მაქსიმალური სიჩქარე:
1 მლ სხეულის წონის კგ-ზე საათში  0.1 გ ამინომჟავა სხეულის წონის კგ-ზე საათში.
70 მლ 70 კგ სხეულის წონისას საათში = 7 გ ამინომჟავა 70 კგ სხეულის წონისას საათში.
აღნიშნული მაქსიმალური დოზირება არ აღემატება სადღეღამისო დოზის ზღვრულ მნიშვნელობებს (2.0 გ სხეულის წონის კგ-ზე დღეში) და შეყვანის სიჩქარეს (0.1 გ სხეულის წონის კგ-ზე საათში) ამინომჟავებისათვის.
მოზრდილებში პარენტერალური კვების ფარგლებში სითხის ზოგადი მიღება არ უნდა აღემატებოდეს 40 მლ-ს სხეულის წონის კგ-ზე დღეში.
ბავშვები:
ბავშვებისათვის დოზირების მონაცემები წარმოადგენს საორიენტაციო საშუალო მაჩვენებლებს, რომლებიც უნდა კორექტირდებოდეს ინდივიდუალურად ასაკის, განვითარების დონისა და დაავადების მიხედვით.
სადღეღამისო დოზა 3-5 წლის ასაკის ბავშვებისათვის:
15 მლ სხეულის წონის კგ-ზე  1.5 გ ამინომჟავა სხეულის წონის კგ-ზე
სადღეღამისო დოზა 6-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის:
10 მლ სხეულის წონის კგ-ზე  1.0 გ ამინომჟავა სხეულის წონის კგ-ზე
შეყვანის მაქსიმალური სიჩქარე:
1 მლ სხეულის წონის კგ-ზე  0.1 გ ამინომჟავა სხეულის წონის კგ-ზე საათში.
გამოყენების წესი და ხანგრძლივობა
პრეპარატი შეიყვანება ნელი წვეთოვანი ინფუზიის სახით. მისი კომპონენტების უტილიზება (ათვისება) ნელი შეყვანის პროცესში უფრო ეფექტურია, ვიდრე სწრაფად შეყვანისას.
ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია ცენტრალური ვენოზური შეყვანა.
პრეპარატი გამოიყენება ენტერულ ან პერორალურ კვებაზე (საკვების ჩვეულებრივად მიღება) თითქმის სრულად გადასვლამდე.

გვერდითი მოვლენები
ჩვენების მიხედვით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ არ აღინიშნება.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენება
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- სიცოცხლისათვის საშიში არასტაბილური სისხლის მიმოქცევა (შოკი)
- ფილტვის მწვავე შეშუპება
- უჯრედების ჟანგბადით არასაკმარისი მომარაგება.
ქვემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, სარგებლისა და რისკის ანალიზის შემდეგ:
- ამინომჟავების ცვლის დარღვევა,
- ჰიპერჰიდრატაცია,
- ჰიპერკალიემია,
- ჰიპონატრიემია.
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევისას აუცილებელია დოზირების რეჟიმის ინდივიდუალური კორექცია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულებსა და მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესასწავლი კვლევები არ ჩატარებულა. ამინომჟავების მსგავსი პარენტერალური ხსნარების კლინიკურმა კვლევამ ორსულებისა და მეძუძურებისათვის არანაირი რისკი არ გამოავლინეს.
ოსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნამდე აუცილებელია სარგებლისა და შესაძლო რისკის შეფარდების ანალიზი.

გამოყენება პედიატრიაში

ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მეცნიერული მონაცემები, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება.
ჩვილ ბავშვებში და 1-2 წლის ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია ამინომჟავების სპეციალური ხსნარები.

განსაკუთრებული მითითებები

ღვიძლის, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, გულისა და ფილტვების ფუქნქციის დარღვევისას აუცილებელია დოზირების ინდივიდუალური რეჟიმი. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა შრატის მაღალი ოსმოლარობის დროს.
საინფუზიო ხსნარით ბოთლის გახსნის შემდეგ შიგთავსი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
საინფუზიო ხსნარით გახსნილი ფლაკონების შენახვა შემდგომი გამოყენების მიზნით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
პარენტერალური კვების პერიოდის განმავლობაში აუცილებელია წყლისა და ელექტროლიტების, შრატის ოსმოლარობის, მჟავა-ტუტე ბალანსის, სისხლში შაქრის დონის და ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი. მისი სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის დაავადების სიმძიმესა და კლინიკური გამოკვლევების შედეგებზე.
ჩვეულებრივი გამოკვლევების გარდა, რეგულარული კლინიკური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება განსაკუთრებით აუცილებელია, თუ პაციენტს გააჩნია:
- ამინომჟავების ცვლის დარღვევა,
- ღვიძლის უკმარისობა, ჰიპერამონიემიასთან დაკავშირებული არსებული ნევროლოგიური დარღვევების განვითარების ან გართულების რისკის გამო,
- თირკმლის უკმარისობა, განსაკუთრებით არსებული ჰიპერკალიემიის, მეტაბოლური აციდოზის, განვითარების ან გაუარესების რისკის ფაქტორების არსებობის და თირკმლის კლირენსის დარღვევის შედეგად ჰიპერაზოთერმიის დროს.
გასათვალისწინებელია ის, რომ პრეპარატი წარმოადგენს პარენტერალური კვების მხოლოდ ერთერთ კომპონენტს. სრულყოფილი პარენტერალური კვების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ერთდროულად ელექტროლიტების, ვიტამინების, მიკროელემენტების და იმ ნივთიერებების შეყვანა, რომლებიც წარმოადგენენ ენერგიის წყაროს (ესენციური ცხიმების მჟავებში მოთხოვნილების გათვალისწინებით).
პრეპარატი შეიცავს 5.4 გ ფენილალანინი/ლიტრი და შესაძლოა მავნებელი იყოს პაციენტებისათვის ფენილკეტონურიით.
ამინომჟავების შემცველი ხსნარები, მიკრობული დაბინძურებისა და შეუთავსებლობის საშიშროების გამო, არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო პრეპარატებს.
ხანგრძლივი გამოყენებისას (რამდენიმე კვირა) აუცილებელია სისხლის სურათისა და შედედების განსაკუთრებული კონტროლი.
სიფრთხილის სპეციალური ზომები პრეპარატის პედიატრიაში გამოყენების დროს:
დოზა უნდა განისაზღვროს ასაკის, კვების შესაბამისად და კონკრეტული დაავადების გათვალისწინებით, და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ცილის მიმწოდებელი სხვა პრეპარატების პერორალური ან პარენტერული მიღება.
ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დანიშვნისას აუცილებელია საინფუზიო პრეპარატის იმ მოცულობის შეფუთვის გამოყენება, რომელიც სადღეღამისო დოზას შეესაბამება.
გარდა ამისა, აუცილებელია თერაპიის შევსება იმ პრეპარატების დანიშვნით, რომლებიც წარმოადგენენ ენერგიის, ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროს. ამავდროულად აუცილებელია პედიატრიული დოზირების დაცვა.

ჭარბი დოზირება
ინფუზიის ძალიან დიდი სიჩაქრისას შესაძლოა განვითარდეს პრეპარატის აუტანლობა (ღებინება, გულისრევა, შემცივნება), ასევე ამინომჟავების თირკმელებიდან ელიმინაცია.
ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ამინომჟავებით ინტოქსიკაცია, ჰიპერჰიდრატაცია და ელეტქროლიზური ბალანსის დარღვევები. ძალიან სწრაფად შეყვანამ ან ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია, განსაკუთრებით კალიუმის შემცველი ხსნარების გამოყენებისას. საშიშია შრატში კალიუმის კონცენტრაცია > 6.5 მოლი/ლ.
ჰიპერკალიემიის სიმპტომები შეიძლება იყოს:
კუნთების სისუსტე, მგრძნობელობის დარღვევა, გულის ფუნქციის დარღვევები (სინუსური ბრადიკარდია, არითმია, გამტარობის დარღვევები, QRS კომპლექსის გაფართოვება).
ღონისძიებები ჭარბი დოზის დროს:
შეყვანის სიჩქარის შემცირება და საჭიროების შემთხვევაში შეყვანის შეწყვეტა. ელექტროლიტების დონის შესაბამისი კორექცია.
ოსმოსური დიურეზი (თირკმელების ფუნქციის მომატება).
მძიმე შემთხვევებში დიალიზი (პაციენტის მკურნალობა ხელოვნური თირკმლის მეშვეობით).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ამჟამად მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.
პრეპარატის კომბინირება არ შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან ხსნარებთან, რომლებიც განკუთვნილია პარენტერალური კვებისათვის, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები, რომლებიც შეთავსებას სრულად დაადასტურებდა.

შენახვის პირობები და ვადები
2 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
პრეპარატი გამოიყენება ფლაკონის გახსნისთანავე.
გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი დაუზიანებელ ფლაკონში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, არა უმეტეს 25°Cტემპერატურაზე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
BERLIN-CHEMIE AG

გერმანია