ინსტენონი #30ტ

ინსტენონი
INSTENON
 
 
საერთაშორისო დასახელება - etamivan; etoflylline; hexobendine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები
ინსტენონი® წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც აუმჯობესებს ტვინის სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას. იგი შეიცავს სამ სამკურნალო ნივთიერებას, რომლებიც ერთმანეთის ურთიერთქმედებას უწყობენ ხელს. ჰექსობენდინი ხელს უწყობს თავის ტვინისა და გულის სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს დაზიანებულ უჯრედში დაქვეითებულ ნივთიერებათა ცვლას. ეტამივანი ასტიმულირებს სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევას. ეტოფილინი აუმჯობესებს გულის მუშაობას და აფართოებს სასუნთქ გზებს.

ჩვენებები
თავის ტვინის სიხლძარღვოვანი ხასიათის დაავადებანი, ტვინის სისხლით მომარაგების უკმარისობის ნარჩენი მოვლენები, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, ტვინის ფუნქციონალური დარღვევებით გამოწვეული თავბრუსხვევა.

მიღების წესები და დოზები

თუ არ არსებობს სხვა დანიშნულება, საჭიროა დოზების მკაცრი დაცვა. როგოც წესი 1­2 ტაბლეტი 3­ჯერ დღეში, დაუღეჭავად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, წყლის მცირე რაოდენობის მიყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლიობა ­ არანაკლებ 6 კვირისა. მდგომარეობის ახალი გაუარესებისა ან დაავადების რეციდივის თავიდან აცილების მიზნით არ შეიძლება ინსტენონით მკურნალობის შეცვლა ან შეწყვეტა ექიმის მითითების გარეშე, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც დაავადების სიმპტომები შესუსტებულია ან ავადმყოფს აღარ აქვს ჩივილები.
წინააღმდეგ ჩვენებების არსებობისას ან გვერდითი მოვლენების წარმოშობისას საჭიროა ექიმის ინფორმირება. ორსულობის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენები

ცალკეულ შემთხვევვაში პრეპარატის დიდი დოზებით მიღებისას შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია.

უკუჩვენება

ინსტენონი®­ს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში: პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა, კრუნჩხვები, ქალასშიდა წნევის მომატება, სისხლჩაქცევა თავის ტვინში, ეპილეფსია. ათეროსკლეროზით გამოწვეული საძილე არტერიის სტენოზის დროს და მოკლე დროის წინ გადატანილი ინსულტისას საჭიროა სიფრთხილე.

ორსულობა და ლაქტაცია

უსაფრთხოების მიზნით ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინსტენონი®­ს მიღება ხდება ექიმის ინდივიდუალური დანიშნულების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები

მექანიზმებთან მუშაობისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თავის ტკივილს, ტაქიკარდიას და სახის ჰიპერემიას. პირველადი დახმარებაში შედის კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

შესაძლებელია ინსტენონი®­ს ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან. მათ მიეკუთვნებიან: სუბსტანციები, რომლებიც აქვეითებენ თრომბოციტების აქტიურობას მოქმედება (მაგ., სალიცილის მჟავა და სხვა). ამ პრეპარატების მოქმედება ძლიერდება ჰექსობიდინით. კოფეინის დიდმა დოზებმა შეიძლება შეასუსტონ ინსტენონის მოქმედება და ამიტომ თავი უნდა აერიდოს დიდი რაოდენობით ყავისა და ჩაის მიღებას.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! კითხვებით მიმართეთ სპეციალისტს!
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. არ მიიღოთ სამკურნალო საშუალება მისი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ნიკომედი ავსტრია gmbx,
ავსტრია