კიდავიტსი 120მლ სიროფი

კიდავიტსი
Kidavits


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

პოლივიტამინების და მინერალური ნივთიერებების კომპლექსი

შემადგენლობა:

პრეპარატის ყოველი 15 მლ შეიცავს:
ვიტამინი A (პალმიტატის ფორმით)------------------------  1800 სე
ვიტამინი E (ტოკოფეროლის აცეტატი)-------------------- 30 სე
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)-----------------------------  60 მგ
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი)-----------------2.5 მგ
ვიტამინ  B2  (რიბოფლავინის 5-ფოსფატი)---------------1,7 მგ
ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი)  ------------------------------------20 მგ
ვიტამინი  B5 (კალციუმის პანთოთენატი)------------------10 მგ
ვიტამინი B6(პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)----------2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)-----------------------------6 მკგ
ბიოტინი  -----------------------------------------------------------300 მკგ
ვიტამინი D  -----------------------------------------------------------400 სე
იოდი (კალიუმის იოდიდის ფორმით)------------------150 მკგ
რკინა (რკინის გლუკონატის ფორმით)---------------9 მგ
თუთია  (თუთიის გლუკონატის ფორმით)--------------3 მგ
მანგანუმი (მანგანუმის ქლორიდის ფორმით)--------2,5 მგ
ქრომი  (ქრომის ქლორიდის ფორმით)-----------------25 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კიდავიტსის  შემადგენლობაში შედის ძირითადი ვიტამინები და მინერალები, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის. კიდავიტსი აგრეთვე ნაჩვენებია ვიტამინების და/ან მინერალების უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
ვიტამინი  A აუცილებელია ორგანიზმის ზრდისათვის, ხელს უწყობს მხედველობის ფუნქციას, აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელიური ქსოვილების მთლიანობის შენარჩუნებაში.
B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ცვლის მოწესრიგებაში. რკინა და ვიტამინი B12 უზრუნველყოფენ ერითროპოეზს და სისხლის წითელი უჯრედების განვითარებას.
ვიტამინი D და კალციუმი აუცილებელია რაქიტის განვითარების პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე ძვლების და კბილების ჩამოყალიბებისათვის.
ვიტამინი C ასტიმულირებს შემაერთებელი ქსოვილების ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას, აგრეთვე ხელს უწყობს ორგანიზმს დამცავი ძალების გაძლიერებაში.
თუთია წარმოადგენს ნორმალური ზრდისა და ორგანიზმის სქესობრივი განვითარებისათვის აუცილებელ ელემენტს, ამასთან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭრილობების შეხორცებაში. ქრომი უზრუნველყოფს ინსულინის აქტივობის მომატებს, რაც აუცილებელია სრულფასოვანი ფიზიკური აქტივობისათვის.
იოდის ძირითადი როლი ორგანიზმში არის ფარისებრი ჯირკვლის  ჰორმონების თიროქსინის და ტრიიოდთირონინის სინთეზში მონაწილეობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის ფსიქიკურ  და ფიზიკურ განვითარებაში.

გამოყენების ჩვენებები:

ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, დაღლილობა, ასთენია; მალაბსორბციის სინდრომი, კვებითი დარღვევები;
რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ;
მადის დაქვეითება;
ვიტამინებსა და მინერალებზე მომატებული მოთხოვნის მდგომარეობები, მათ შორის ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი, რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადებების და და გრიპის შემდგომ; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხანდაზმულობის ასაკი.
პერიოდი ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ.

გამოყენების წესი და დოზები:

ბავშვებში: 5მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში 2-3 ჯერ.
მოზრდილებში: 10მლ (2 ჩაის კოვზი) დღეში 2-3 ჯერ.

შენახვის წესი და ვარგისიანობის ვადა:

ინახება შეფუთვაში 15-30º C –ზე
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

გამოშვების ფორმა

კიდავიტსის სიროფი 120მლ შუშის ფლაკონში მზომ ჭიქასთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის წესი

III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).
შეინახეთ ყველა სამკურნალო საშუალება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:
Amoun Pharmaceutical Co s.a.e,

ელ-უბურ სიტი, კაირო ეგვიპტე