მედიქრონალ-დარნიცა 2პაკეტი#1კ

მედიქრონალ-დარნიცა



საერთო დახასიათება
:
ძირითადი ქიმიურ-ფიზიკური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი მოყვითალო შეფერილობით გრანულები, უსუნო;
შემცველობა:
პაკეტი N1: მოქმედი ნივთიერება – გლუკოზა – 17.5 გ;
დამხმარე ნივთიერება: პოლივინილპიროლიდონი დაბალმოლეკულარული სამედიცინო.
პაკეტი #N2: მოქმედი ნივთიერებები – ამინოძმარმჟავა – 7 გ, ნატრიუმის ფორმიატი – 3.5 გ.
დამხმარე ნივთიერება: პოლივინილპიროლიდონი დაბალმოლეკულარული სამედიცინო.

გამოშვების ფორმა. პერორალური გამოყენების გრანულები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალო საშუალებები.
კოდი ATC V03AA10.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა: მედიქრონალ-დარნიცა წარმოადგენს ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალო პათოგენეტიკურ საშუალებას. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ალკოჰოლის ცვლაზე გავლენით, კერძოდ ძმრის ალდეჰიდის შეკვრით – ეთანოლის დამჟავების პროდუქტი. პეპარატი აძლიერებს კატექოლამინების, განსაკუთრებით ნორადრენალინის სინთეზს, რაც აუმჯობესებს მედიაციის პროცესებს, სტიმულირებს ლიმბიკო-რეტიკულარულ კომპლექსს, ზრდის თავის ტვინის ფუნქციონალურ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა: აღწერილი არ არის.

მიღების ჩვენებები. მედიქრონალ-დარნიცა რეკომენდებულია მწვავე ალკოჰოლური და აბსტინენტური მდგომარეობების მოსახსნელად და ფიზიკური დამოკიდებულების ასარიდებლად ქრონიკული ალკოჰოლიზმისას. ასევე გამოიყენება ალკოჰოლიზმის მეორადი პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზები. მედიქრონალ-დარნიცას უნიშნავენ უფროსებს შინაგანად ჭამის შემდეგ, ორივე პაკეთის (N1 და N2) შიგთავსის წინასწარ 1/2-3/4 თბილი წყლით ჭიქაში გაზავებით. ერთჯერადი დოზა შეადგენს 28.5 გ (ორივე პაკეტის კომპონენტების საერთო მასა).
მწვავე ალკოჰოლური და აბსტინენტური მდგომარეობების მოსახსნელად პრეპარატს იყენებენ პირველ დღეს 1-2-ჯერ დღეში დოზით 28.5 გ, შემდეგი 2-3 დღე – 28.5 გ ერთხელ დღეში.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის მკურნალობისას და ალკოჰოლიზმის მეორადი პროფილაქტიკის საჭიროებისას პრეპარატს ნიშნავენ ყოველდღიურად თითო შეფუთვა (28.5 გ) 7 დღის განმავლობაში, სულ 3 კურსი მათ შირის შუალედური სამდღიანი შესვენებებით..

გვერდითი მოქმედება.  მედიქრონალ-დარნიცა კარგად აიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს კანის ქავილი, რომლის გამოვლინებისას პრეპარატის დოზას ამცირებენ.

უკუჩვენებები. შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. მედიქრონალ-დარნიცას ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.

ჭარბი დოზა. პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ ცნობილი არ არის.

გამოყენების განსაკუთრებულობანი. პრეპარატის დოზის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის ქვეშ.
კლინიკური მონაცემები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოში პრეპარატის გამოყნების უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადა. შეინახეთ მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა. პოლიეთილენის საფარით პაკეტები ქაღალდისაგან (პაკეტი N1 – 17.8 გ და პაკეტი N2 – 10.7 გ) 1 შეფუთვაში.

მწარმოებელი: დსს “ფარმაცევტული ფირმა “დარნიცა”.
მისამართი: უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.