ანსიმა 20მგ/მლ 200მლ სიროფი

გამოშვების ფორმა

 „20მგ/მლ სიროფი“ 200მლ ბოთლი; 400მგ ტაბლეტები

შემადგენლობა

400მგ ტაბლეტები
თითეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დოქსოფილინი 400მგ
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური უწყლო სილიციუმი, კოლოიდური ჰიდრირებული სილიციუმი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოლივინილპიროლიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა+ ნატრიუმის
კარბოქსიმეთილცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

100მგ/10მლ ინტრავენური ხსნარი
თითოეული 10მლ ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება დოქსოფილინი 100მგ
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი ქ.ს. 10 მლ

200მგ პერორალური ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი (პედიატრიული)
თითოეული საშე შეიცავს:
აქტიური ნივთიერება დოქსოფილინი 200მგ
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ამონიუმის გლიცირიზინატი, პიტნის ესენცია.
20მგ/მლ სიროფი
100მლ სიროფი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება დოქსოფილინი 2გ
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ეთანოლი, მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, პიტნის ესენცია, ამონიუმის გლიცირიზინატი, გაწმენდილი წყალი ქ.ს.

შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა
-400მგ ტაბლეტები, მუყაოს კოლოფი შეიცავს 20 ტაბლეტს
- ამპულები 100მგ/10მლ, მუყაოს კოლოფი შეიცავს 3 ამპულას
- 200მგ საშე, მუყაოს კოლოფი შეიცავს 20 საშეს
-20მგ/მლ სიროფი, 200მლ ბოთლი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ქსანტინის წარმოებული, ასთმის საწინააღმდეგო სისტემური გამოყენების პრეპარატი.

ჩვენებები
- ბრონქული ასთმა
- ფილტვის დაავადება სპასტიური ბრონქული კომპონენტით.


უკუჩვენებები
ანსიმა უკუნაჩვენებია პაციენტებში სამედიცინო პროდუქტის ან სხვა ქსანტინის წარმოებულების
მიმართ მომატებული მგრნძნობელობის დროს. ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში მწვავე
მიოკარდიუმის ინფარქტით, ჰიპოტენზიით და ლაქტაციის პერიოდში.


სიფრთხილის ზომები გამოყენებისას 
ანსიმას გამოყენება დაუშვებელია სხვა ქსანტინის წარმოებულებთან ერთად. რეკომენდებულია კოფეინის შემცველი სასმელის და საკვების ზომიერი მიღება. ანსიმას და ეფედრინის კომბინაცია და სხვა სახის სიმპათომიმეტური საშუალებების გამოყენება საჭიროებენ სიფრთხილეს. დოზის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით გულის დაავადებების და ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ასევე ხანდაზმულებში და პაციენტებში მწვავე ჰიპოქსემიით, ჰიპერთირეოზით, ფილტვის ქრონიკული დაავადებით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, ღვიძლის დაავადებით, პეპტური წყლულით და თირკმლის დაქვეითებული ფუნქციით. განსაკუთრებით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით, რადგან ასეთ პაციენტებში პრეპარატის მიღების შემდეგ შემცირებულია პრეპარატის კლირენსი, პრეპარატის მაღალი, გახანგრძლივებული პლაზმური დონით.

უთიერთქმედება
უამრავმა ფაქტორმა შეიძლება შეამციროს ქსანტინის წარმოებულების ღვიძლის კლირენსი. მათ შორისაა ასაკი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ღვიძლის მწვავე დაავადება, თანადროული ინფექციები, სხვა პრეპარატების თანადროული მიღება, როგორიცაა ერითრომიცინი, ტროლეანდოიცინი, ლინკომიცინი, კლინდამიცინი, ალოპურინოლი, ციმეტიდინი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, პროპრანოლოლი. ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა საჭირო გახდეს დაბალი დოზების მიღება. ფენიტოინმა, სხვა ანტიკონვულსანტებმა და თამბაქოს მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ქსანტინის წარმოებულების კლირენსის მომატება და პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდის შემცირება. მსგავს შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს დოქსოფილინის შედარებით მაღალი დოზის მიღება. ისეთ სიტუაციებში, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა მოახდნინონ ქსანტინის წარმოებულების კლირენსზე, რეკომენდებულია დოქსოფილინის პლაზმური კონცენტრაციის მონიტორინგი თერაპიული დიაპაზონის კონტროლისთვის.

განსაკუთრებული გაფრთხილებები
გამოყენება ორსულობის დროს: ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რომ ანსიმას აქტიური ნივთიერება არ მოქმედებს მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომი პერიოდისგანვითარებაზე. თუმცა, ორსულ ადამიანებში შეზღუდული მონაცემების გამო ქსანტინების გამოყენება ორსულებში უნდა მოხდეს მხოლოდ რისკების და სარგებლის შეფასების გზით.
მოცემული პრეპარატი არ მოქმედებს კონცენტრაციის და ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, რისთვისაც საჭიროა სწრაფი მოქმედება. სპორტის მიმდევართათვის : ეთილის სპირტის შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დოპინგის საწინააღმდეგო ტესტის დადებითი შედეგი ზოგიერთი სპორტის ფედერაციის მიერ დადგენილი ალკოჰოლემიური ლიმიტების ზღვარს ზემოთ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დოზირება და მიღების წესი
-400მგ ტაბლეტები: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში მოზრდილებში.
-100მგ/10მლ ინტრავენური ხსნარი: 2 ფლაკონი ინტრავენურად შეყავთ ნელა პაციენტებში მწოლიარე პოზიციაში (15-20 წუთით), სასურველია განზავებული, მწვავე ფაზაში. მიღება შესაძლებელია განმეორდეს ყოველ 12 საათში ექიმის დანიშნულების მიხედვით.
-200 მგ პერორალურო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი: სკოლის ასაკის ბავშვები (6-12 წლის)
1-3 საშე დღეში (12-18 მგ/კგ), განზავებული საკმარისი რაოდენობის წყალში.
-20მგ/მლ სიროფი: 1 20მლ საზომი ჭიქა 2-3-ჯერ დღეში (20მლ საზომი ჭიქა შეესაბამება 400მგ
დოქსოფილინს). რეკომენდებულ დოზებში მიღებისას, დოქსოფილინის პლაზმური დონე როგორც წესი, არ აჭარბებს 20მკგ/მლ, ამიტომ არ არის აუცილებელი ამ დონეების შემოწმება პერიოდულად. დოზის გაზრდის შემთხვევაში საჭიროა სისხლში პრეპარტის დონის კონტროლი (თერაპიული დონეები დაახლოებით 10მკგ/მლ, ტოქსიურობის დონის ლიმიტი 20მკგ/მლ).

ჭარბი დოზირება
ვინაიდან, არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი, კარდიოცირკულარული შოკის სიმპტომების მოსახსნელად, რეკომენდებულია მართვის პრინციპების დანერგვა.

გვერდითი მოვლენები
ქსანტინის მიღების შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრიული ტკივილი, ცეფალგია (თავის ტკივილი), გაღიზიანებადობა, უძილობა, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლი, ტაქიპნოე და იშვიათად, ჰიპერგლიკემია და ალბუმინურია. ჭარბი დოზირების შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს გულის მწვავე არითმია და ტონიკურ-კლონური კრუნჩხვები; მოცემული სიპტომები შესაძლებელია წარმოადგენდეს ინტოქსიკაციის პირველ ნიშნებს. გვერდითი მოვლენების განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს მკურნალობის მოხსნა. მკურნალობის განახლება შედარებით დაბალი დოზით შეიძლება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით ტოქსიურობის ყველა სახის მოვლენის და სიმპტომის გაქრობის შემდეგ. სხვა სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გაფრთხილება: შეამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადა. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.