ნეირომიდინი 1.5% 1მლ#10ა **

1,5% საინექციო ხსნარი

პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
Ipidacrinum

სინონიმი:
ამირიდინი

შემადგენლობა:
1 მლ 0,5% საინექციო ხსნარი შეიცავს 5 მგ იპიდაკრინს.

დამხმარე ნივთიერება:
ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

1 მლ 1,5% საინექციო ხსნარი შეიცავს 15 მგ იპიდაკრინს.

დამხმარე ნივთიერება:
ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ფორმა:
საინექციო ხსნარი კანსა და კუნთებში შესაყვანად.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი, ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის სტიმულატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეირომიდინი წარმოადგენს ქოლინესთერაზას შექცევად ინჰიბიტორს. იგი მემბრანის კალიუმის არხების ბლოკადის შედეგად უშუალოდ ასტიმულირებს ცნს-სა და ნერვ-კუნთოვან სინაფსში იმპულსების გატარებას. ნეირომიდინი აძლიერებს გლუვ კუნთებზე არა მხოლოდ მედიატორ აცეტილქოლინის, არამედ ადრენალინის, ჰიატამინისა და ოქსიტოცინის მოქმედებას.
ნეირომიდინს გააჩნია შემდეგი ფარმაკოლოგიური ეფექტები:
- აღადგენს და ასტიმულირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას;
- პერიფერიულ ნერვულ სისტემაში აღადგენს იმ იმპულსების გამტარებლობას, რომლებიც დარღვეულია სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად (ტრავმა, ანთება, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების, ზოგიერთი ანტიბიოტიკების, აგრეთვე კალიუმის ქლორიდის ზემოქმედება);
- აძლიერებს აგონისტების ზემოქმედებით გამოწვეულ გლუვ-კუნთოვანი ორგანოების შეკუმშვას. გამონაკლისს წარმოადგენს კალიუმის ქლორიდი;
- ზომიერად ასტიმულირებს ცნს-ას ცალკეულ სედატიურ ეფექტებთან კომბინაციაში;
- აუმჯობესებს მეხსიერებას.
 
გამოყენების ჩვენება:
პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები (ნევრიტი, პოლინევრიტი და პოლინეროპათია, პოლირადიკულონეიროპათია, მიასთენია და სხვადასხვა ეტიოლოგიის მიასთენური სინდრომი); ბულბარული დამბლა და პარეზები; ცნს-ის ორგანული დაზიანებისას აღდგენით პერიოდში, რომლის თანმხლებია მოძრაობის დარღვევა; მადემიელინიზირებელი დაავადებების კომპლექსური მკურნალობა; სხვადასხვა გენეზის მეხსიერების დარღვევა (ალცჰაიმერის დაავადება და სენილური ჭკუასუსტობა); ნაწლავების ატონია.
 
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ეპილეფსია, ექსტრაპირამიდული დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ ჰიპერკინეზით, სტენოკარდია, გამოხატული ბრადიკარდია, ბრონქული ასთმა, ნაწლავებისა და საშარდე გზების ობსტრუქცია, ვესტიბულური დარღვევის მიმართ მიდრეკილება, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავების წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება. იშვიათად აღინიშნება მ-ქოლინორეცეპტორების აგზნებით გამოწვეული შემდეგი გვერდითი მოვლენები: ნერწყვის დენა, მომატებული ოფლიანობა, არითმია, გულისრევა, ფაღარათი, ბრადიკარდია, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ბრონქული სეკრეტის გამოყოფის გაძლიერება, კუნთების კრუნჩხვები. ნერწყვისდენა და ბრადიკარდია შეიძლება შემცირდეს მ-ქოლინობლოკატორებით (ატროპინი და სხვა). იშვიათად მაღალი დოზის გამოყენებისას აღინიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება, სისუსტე, ძილიანობა, კანის მხრივ ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი). ამ შემთხვევებში დოზას ამცირებენ ან თანდათანობით (1-2 დღე) წყვეტენ პრეპარატის მიღებას. ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები ვითარდება ძალიან იშვიათად – 10%-ზე ნაკლებ პაციენტებში, ჩვეულებრივ ეს მოვლენები არ წარმოადგენენ პრეპარატის შეწყვეტის მიზეზს.
ამ და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარებისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, თირეოტოქსიკოზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, აგრეთვე ანამნეზში სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ.

ორსულობისა დ ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატი აძლიერებს საშვილოსნოს ტონუსს და შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ამიტომ მისი ორსულობის პერიოდში გამოყენება დაუშვებელია. ნეირომიდინის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სამშობიარო აქტის სისუსტის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
ნეირომიდინის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სედატიური ეფექტი, რაც მოითხოვს ყურადღებას. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ნეირომიდინი ცნს-ის დამთრგუნველ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციის დროს აძლიერებს სედატიურ ეფექტს. პრეპარატის მოქმედება და გვერდითი მოვლენები ძლიერდება ქოლინესთერაზას სხვა ინჰიბიტორებან და მ-ქოლინომიმეტურ საშუალებებთან კომბინაციაში. Mყასტჰენია გრავის-ით შეპყრობილ პაციენტებში ქოლინერგული კრიზის განვითარების რისკი მატულობა, იმ შემთხვევაში, როდესაც ნეირომიდინი ერთდროულად მიიღება სხვა ქოლინერგულ საშუალებებთან. ბრადიკარდიის განვითარების რისკი მატულობს, თუკი პაციენტი მკურნალობდა ბეტა-ადრენობლოკატორებით. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ცერებროლიზინთნ კომბინაციაში.
მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენება აძლიერებს პრეპარატის გვერდით მოვლენებს.

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები მიიღება პერორალურად. ნეირომიდინის 0,5% და 1,5% საინექციო ხსნარი შეჰყავთ კანსა და კუნთებში. მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადების, მიასთენიის და მიასთენური სინდრომის სამკურნალოდ 10-20 მგ (0,5-1) ტაბლეტი მიიღება 1-3-ჯერ დღეში; კანქვეშ ან კუნთებში –1 მლ 0,5%-1 მლ 1,5% (5-15 მგ) საინექციო ხსნარი შეჰყავთ 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს ერთიდან ორ თვეს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს რამდენჯერმე, მათ შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 1-2 თვეს. ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის მძიმე ფორმის დარღვევისას მიასთენური კრიზის დასათრგუნად 1-2 მლ (15-30 მგ)1,55 საინექციო ხსნარი შეჰყავთ პარენტერულად, დოზა შეიძლება გავზარდოთ 20-40 მგ-ით (1-2 ტაბ.) 5-6-ჯერ დღეში.
სხვადასხვა გენეზის მეხსიერების დარღვევის (ალცჰაიმერის დაავადება და სენილური ჭკუასუსტობა) სამკურნალოდ დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ხანდახან შეიძლება შეადგენდეს 200 მგ-ს, მკურნალობის კურსი  - 1-თვიდან 1 წლამდე.
ნაწლავის ატონიის სამკურნალოდ და მისი პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი მიიღება დოზით  20 მგ (1 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში 1-2 კვირის განმავლობაში. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება ადრე დანიშნული დოზით.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზირების დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
მძიმე ფორმის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს “ქოლინერგული კრიზი” შემდეგი სიმპტომებით: ბრონქოსპაზმი, ცრემლდენა, მომატებული ოფლდენა, გუგების შევიწროვება, ნისტაგმი, სპონტანური დეფეკაცია და შარდის გამოყოფა, ღებინება, ბრადიკარდია, გულის ბლოკადა, არითმია, ჰიპოტენზია, მოუსვენრობა, განგაში, აგზნებადობა, შიშის შეგრძნება, ატაქსია, კრუნჩხვები, კომა, მეტყველების გაძნელება, ძილიანობა და სისუსტე. სიმპტომები შეიძლება იყოს სუსტად გამოიხატული.
მკურნალობა სიმპტომატურია, გამოიყენება მ-ქოლინობლოკატორები, ატროპინი, ციკლოდოლი, მეტაცინი.

ვარგისიანობის ვადა:
აღნიშნულია შეფუთვაზე. მასზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
 
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგოლას.
საინექციო ხსნარი ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-დან-25°C  ტემპერატურაზე

გამოშვების ფორმა:
N10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში. N10-20-30-40-50 ტაბლეტი შეფუთავში.
1 მლ 0,5% ან 1,5% საინექციო ხსნარი ამპულებში, N10 ამპულა შეფუთავში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
“ოლაინფარმა”
ლატვია