ნიუქლინ-ურო #7პაკ

Newclean-Uro

საკვები დანამატი დამატკბობლით,

 პერორალურად მისაღები ფხვნილი პაკეტებში

■ წამლის ფორმა და შეფუთვა:

ფხვნილი პაკეტებში

სუფთა წონა:

1) 7 პაკეტი, ყოველი პაკეტი შეიცავს   3.29 გ ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად (23.03 გ).

რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1 პაკეტს.

ინგრედიენტები:

  1 პაკეტი
  • D - მანოზა                                                               
  • ცოცხალი ლიოფილიზებული საფუარის კულტურა
 2გ
Saccharomyces cerevisiae  var boulardii I-3799   

სულ მცირე 

1 • 10 cfu* 


 
*CFU= კოლონიის წარმომქმნელი ერთეული

ინგრედიენტები:

D- მანოზა;ცოცხალი ლიოფილიზებული საფუარის კულტურა Saccharomyces cerevisiae  var boulardii I-3799; მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი; კოწახურის  არომატი: მალტოდექსტრინი, სტაბილიზატორი: მოდიფიცირებული სახამებელი, ადსორბენტი: გლიცერინის ტრიაცეტატი, სტაბილიზატორი: ცხიმოვანი მჟავების მონო - და დიგლიცერიდების მონო და დიაცეტილი ტარტარის მჟავის ეთერები; დამატკბობელი: სტევიოლ  გლიკოზიდები.

კვების ფაქტები

100 გ-ში

1 პაკეტში

     

ენერგეტიკული ღირებულება

   1376 კჯ /329კკალ

  45 კჯ /11კკალ

     

ცხიმები

0.9 გ

<0.5 გ

-გაჯერებული

           <0.5 გ

<0.5 გ

     

      ნახშირწყლები

67გ

 2.2გ

შაქარი

61გ

2.0გ

საკვები ბოჭკოები

6.0 გ

<0.5 გ

ცილები

6.9გ

<0.5 გ

მარილი

6.3 გ

0.21 გ

■ რისთვის გამოიყენება Newclean-Uro?

Newclean-Uro არის საკვები დანამატი, რომლის შემადგენლობაში შედის:

  • D- მანოზა;
  • ცოცხალი ლიოფილიზებული საფუარის კულტურა Saccharomyces cerevisiae  var boulardii I-3799;

■ როგორ გამოვიყენოთ  Newclean-Uro -ს პაკეტები?

  • ერთი პაკეტის შიგთავსი  გახსენით 100მლ წყალში. მიიღეთ ახლად მომზადებული.
  • Newclean-Uro-ს მიღება რეკომენდირებულია საღამოს, ძილის წინ ცარიელ კუჭზე. დამატებით წყლის მიღება საჭირო არ არის .
  • გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • პაკეტი შეიძლება გაიბეროს, რაც ნორმალურია.
  • 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების და მოზრდილების შემთხვევაში: ყოველდღიურად 1 პაკეტი.
  • არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ ყოველდღიურ დოზას.
  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი დიეტის  და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • მნიშვნელოვანია დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება.

 

მიღების ჩვენებები:

  • საშარდე გზების ინფექციები, შარდის ბუშტისა და ურეთრის ინფიცირება (ურეთრიტი, პროსტატიტი, ცისტიტი, ვულვიტი, ვაგინიტი)
  •  საშარდე გზების ინფექცურ-ანთებითი დაავადებები ორსულობის პერიოდში 
    ბაქტერიურია, პროტეინურია 
  • მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი (კომპლექსური მკურნალობა) 
  • საშარდე გზების ინფექციების რეციდივი 
  • საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები 
  • ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომპლექსში 
  • უროლითიაზი (პროფილაქტიკა, კომპლექსური მკურნალობა) *დარტყმითტალღოვანი ლითოტრიფსიის შემდგომი პერიოდი 
  • დიაბეტური ნეფროპათია. 

 

შეფუთვაზე აღნიშნული პიქტოგრამები არის მარტივი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პროდუქტი სწორად.

პიქტოგრამების მნიშვნელობა:

  • ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
  • ფხვნილი გახსენით წყალში.

■ უსაფრთხოების ზომები

  • აღნიშნული პროდუქტის მიღებამდე ორსულობის  ან ლაქტაციის პერიოდში მყოფმა პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს.
  • ჰიპერ- და ჰიპოგლიკემიის მქონე პაციენტებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ სისხლში გლუკოზის დონე.
  • იშვიათ შემთხვევებში, D- მანოზამ შეიძლება გამოიწვიოს  ხშირი თხელი განავალი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების გამოყოფის გახშირება.

■ შენახვის პირობები:

  • შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას,  15-25 oC-ზე დაბალ ტემპერატურის პირობებში.
  • პროდუქტი შეინახეთ  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

შპს PharmaS, Radnička cesta 47, HR-10000 ზაგრები, EU

Pharmas Switzerland.S.A.ლიცენზიის თანახმად

წარმოშობის ქვეყანა:   EU

www.pharmas-group.com