ნუროფენი საბავშვო
(Ibuprofen)
საერთაშორისო დასახელება - Ibuprofen
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - M01AE01
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
60 მგ 10ც. რექტალური სანთელი
ერთი სუპოზიტორი შეიცავს: აქტიური ნივთიერება – 60 მგ იბუპროფენი და დამხმარე ნივთიერება: მყარი ცხიმი 1 (ვიტეპსოლი H15), მყარი ცხიმი 2 (ვიტეპსოლიW45).
აღწერილობა
ტოროპედოს ფორმის სუპოზიტორები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ახდენს გამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. იბუპროფენის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტალგანდინების – ტკივილისა და ანთების მედიატორების ბიოსინთეზის შენელებით. პრეპარატის მოქმედება 8 საათამდე გრძელდება.
ჩვენებები
ნუროფენი საბავშვო გამოიყენება 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში როგორც სიცხის დამწევი საშულბა მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, აცრის შემდგომი რეაქციების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება. პრეპარატი გამოიყენება როგორც გამაყუჩებელი საშუალება სუსტი ან ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის: თავისა და კბილის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიების, ყურებისა და ყელის ტკივილის, დაჭიმულობებისას ტკივილების და სხვა სახის ტკივილების დროს.
მიღების წესები და დოზები
ნუროფენი საბავშვო – სანთლები, სპეციალურად ბავშვებისათვის შემუშავებული პრეპარატია. პრეპარატი გამოიყენება რექტალურად
ცხელება (მაღალი ტემპერატურა) და ტკივილი:
ბავშვებისათვის დოზირება დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და სხეულის წონაზე. ერთჯერადი დოზა შეადგენს 5-10 მგ ბავშვის სხეულის წონის კგ-ზე 3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატეობოდეს 30 მგ ბაშვის სხეულის კგ-ზე დღეში.
3-9 თვის ასაკის ბავშვებში (5.5-8.0 კგ) 1 სანთელი (60მგ) 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში ყოველ 6-8 საათში. არაუმეტეს 180 მგ დღეში.
9 თვიდან 2 წლამდე ბავშვები: (8.0-12.5 კგ) 1 სანთელი (60მგ) 4-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში ყოველ 6 საათში. არაუმეტეს 240 მგ დღეში.
იმუნიზაციის შემდგომი ცხელება:
ერთი სუპოზირორი ბავშვებში 1 წლამდე, 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში აუცილებლობის შემთხვევაში კიდევ ერთი სუპოზიტორი 6 საათში.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
არაუმეტეს 3 დღისა როგორც სიცხის დამწევი;
არაუმეტეს 5 დღისა როგორც ტკივილგამაყუჩებელი.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება, მაგრამ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარება:
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დისკომფორტის შეგრძნება, ან ტკივილები ეპიგასტრიაში, დიარეის ეფექტი, შესაძლებელია ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების, სისხლდენების განვითარება.
• ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქული ასთმის გამწვავება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, ბრონქოსპაზმი, ცხელება, მრავალფორმული ექსუდაციური ერითემა (მ.შ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).
• ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნებულობა, უძილობა.
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.
• სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.
• საშარდე სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ცისტიტი. ჩამოთვლილი და სხვა გვერიდითი ეფექტების განვითარებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
უკუჩვენება
საბავშვო ნუროფენის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
• ჰიპერმგრძნობელობა იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ, ასევე პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
• ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, რინიტი, რომლებიც პროვოცირებულია აცეტილსალიცილის მჟავას (სალიცილატების) ან სხვა ასაპ-ის მიღებით;
• ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება;
• კუჭ-ნაწლავიდან აქტიური სისხლდენა;
• ნაწლავის ანთებითი დაავადებები;
• დადასტურებული ჰიპოკალიემია;
• სისხლის დაავადებები: ჰიპოკოაგულაცია, ლეიკოპენია, ჰემოფილია;
• ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა;
• სმენის დაქვეითება.
სიფრთხილის ზომები
• ბავშვებში პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:
• გამოიყენება სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშულებები;
• ანამნეზშია: წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, წყლულოვანი კოლიტი, სისხლდენები კნტ-დან;
• თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები;
• H.pylori- ს არსებობისას;
• გამოიყენება არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების შემამცირებელი შიგნით მისაღები პრეპარატები), არტერიული წნევის დასაწევი პრეპარატები, დიურეზულები (შარდვის გამაძლიერებელი პრეპარატები), ლითიუმის პრეპარატები, მეთოტრექსატი;
• ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება.
ცხელების (მაღალი ტემპერატურის) შენარჩუნების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
ნუროფენი საბავშვოს გამოყენება შეიძლება ბავშვებში შაქრიანი დიაბეტით, ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, სარებარებს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის პრობლემები ძალიან იშვიათად წარმოიქმნება, მაგრამ თუ შემთხვევით მოხდა ჭარბი დოზის მიღება აუცილებელია ექიმთან მიმართვა. ჭარბი დოზის სიმპტომები: მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, შუილი ყურებში, მეტაბოლური აციდოზი, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, აწ-ს დაწევა, ბრადიკარდია, ტაქიკარდია. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (მიღებიდან მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში), აქტივირებული ნახშირი, ფორსირებული დიურეზი, სიმპტომური თერაპია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტიკოაგულანტებთან ერთად პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების გაძლიერება. ნუროფენი საბავშვო ზრდის დიგოქსინის, ფენიტოინის, მეტოტრექსატის, ლითიუმის კონცენტრაციას სისხლში ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. პრეპარატის კომბინირება დიურეზულებთან და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ამცირებს მათ ეფექტურობას. იგი აძლიერებს მინერალკორტიკოსტეროიდებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების გვერდით ეფექტებს
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ ინტერნეიშნლ შპს, დიდი ბრიტანეთი