პერფექტილი
კაფსულა
PERFECTIL
პერფექტილი შეიცავს 25 ძირითად აქტიურ ინგრედიენტს, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი ჯანმრთელი კანის, თმებისა და ფრჩხილების შენარჩუნებისათვის
პერფექტილი სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერებებს შეიცავს:
- ანტიოქსიდანტები, სელენი, C და E ვიტამინები, იცავენ კანს და თმას თავისუფალი რადიკალების, ულტრაიისფერი გამოსხივების და არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან.
- ბეტა- კაროტინი, თუთია, ბიოტინი, ცისტინი თმის და კანის პროტეინების ძირითად ელემენტებს წარმოადგენენ.
- მინერალები, როგორებიცაა თუთია, მაგნიუმი, სილიციუმი და სპილენძი, მონაწილეობენ შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმში და აუმჯობესებენ თმის, ფრჩხილებისა და კანის სტრუქტურას. ხელს უწყობენ დაზიანებული უჯრედების რეგენერაციას.
- B ვიტამინების კომპლექსი და პანთოტენის მჟავა მნიშვნელოვანია თმის ღერის სიჯანსაღისათვის.
- ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტები ტრადიციულად გამოიყენება ჯანმრთელი კანის ფერის შენარჩუნებისათვის.
შემადგენლობა:
ინგრედიენტები | 1 ტაბლეტი | რეკომენდებული |
D3 ვიტამინი (100 IU) | 2.5 მკგ | 50 |
E ვიტამინი (ბუნებრივი) | 40 მგ | 400 |
C ვიტამინი | 30 მგ | 50 |
თიამინი (B1 ვიტამინი) | 10 მგ | 714 |
რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) | 5 მგ | 313 |
ნიაცინი (B3 ვიტამინი) | 18 მგ | 100 |
პირიდოქსინი (B6 ვიტამინი) | 20 მგ | 1000 |
ფოლიუმის მჟავა | 500 მკგ | 250 |
B12 ვიტამინი | 9 მკგ | 900 |
ბიოტინი | 45 მკგ | 30 |
პანთოტენის მჟავა | 40 მგ | 667 |
რკინა | 12 მგ | 86 |
მაგნიუმი | 50 მგ | 17 |
თუთია | 15 მგ | 100 |
იოდი | 200 მკგ | 133 |
მანგანუმი | 2 მგ | - |
სილიციუმი | 3 მგ | - |
სპილენძი | 2 მგ | - |
ქრომი | 50 მკგ | - |
სელენიუმი | 100 მკგ | - |
ცისტინი | 10 მგ | - |
ბეტაკაროტინი |
| - |
(როგორც ბუნებრივი | 5 მგ | - |
ყოველი კაფსულა ასევე შეიცავს
P.A.B.A. | 30 მგ | - |
ექინაცეას ექსტრაქტი | 195 მგ | - |
ოროვანდის ექსტრაქტის ექვ. | 80 მგ | - |
ჩვენებები:
პერფექტილი რეკომენდებულია მშრალი, დაზიანებული თმის, მტვრევადი ფრჩხილების, გამომშრალი კანისა და თმის ცვენის შემთხვევებში, რომელიც გამოწვეულია პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების დეფიციტით ან დისბალანსით.
გამოყენების წესი:
დღეში ერთი კაფსულა სადილთან ერთად. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით.
პერფექტილი არ მიიღება უზმოზე.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.
გაფრთხილება:
ნებისმიერი ალერგიული რეაქციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
გამოშვების ფორმა:
30 კაფსულა ბლისტერზე.
გაცემა
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი„
ლონდონი, ინგლისი.