პიკოვიტი D #30ტ

პიკოვიტი® D
Pikoviti® D



სავაჭრო დასახელება: პიკოვიტი® D

სამკურნალო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები შიგნით მიღებისათვის.

აღწერილობა
მრგვალი, ორმხრივამობურცული საწუწნი ტაბლეტები, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე და მოწითალო_მოყავისფრო ფერის. დასაშვებია შეფერილობის არაერთგვაროვნება.

შემადგენლობა
ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
Retinolum (ვიტამინი A რეტინილ პალმიტატის სახით) 600მე
Cholecalciferolum (ვიტამინი D3) 80მე
Acidum ascorbicum (ვიტამინი ჩ) 10მგ
Nicotinamidum (ნიკოტინამიდი) 3მგ
Calcii pantothenas (კალციუმის პანტოტენატი) 1,20მგ
Riboflavinum (ვიტამინი B2) 0.30მგ
Ryridoxini (ვიტამინი B8) 0.30მგ
Thiamini nitras (ვიტამინი B1) 0.25მგ
Acidum folicum (ფოლიუმის მჟავა) 0.04მგ
Cyanocobalaminum (ვიტამინი B12) 0.20მგ
Calcium (კალციუმი, კალციუმის ჰიდროფოსფატის სახით) 12.5მგ
Phosphorus (ფოსფორი, ფოსფორის ჰიდროფოსფატის სახით) 10მგ
დამხმარე ნივთიერებები: მალტიტოლი, მალტიტოლის სიროფი, მანიტოლი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, გლიცერინი, აბუსალათინის ზეთი, პოლისორბატ 80, სილიციუმის ორჟანგის კოლოიდური გელი, კაპოლ 600, β_კაროტინი, ტიტანის ორჟანგი (E 171), ყვითელი ფერის საღებავი (E 104), ლურჯი ფერის საღებავი (E 132), მოწითალო_მოყავისფრო საღებავი (E 172) და ჟოლოს გემოს მქონე კორიგენტი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოლივიტამინები. Aათქ კოდი _ [A11AA03].

ფარმაკოლოგიური თვისებები
პიკოვიტი® D –ს საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ 10 ყველაზე მთავარ ვიტამინს და მინერალს, აგრეთვე კალციუმსა და ფოსფორს. ტაბლეტები შეიცავს მანიტოლსა და მალტიტოლს, რაც მათ აძლევს სასიამოვნო გემოს.

ფარმაკოდინამიკა
B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B8, B12 პანტოტენის მჟავა და ნიკოტინამიდი) მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ნორმალური რეგენერაციისათვის და სისხლის უჯრედების სწორი ფუნქციონირებისათვის. ვიტამინი A აუცილებელია ეპითელიალური უჯრედების განვითარებისათვის და მხედველობის პიგმენტის სინთეზისათვის. ვიტამინი D ახდენს კალციუმის მიწოდების რეგულირებას და ხელს უწყობს ძვლების და კბილების სწორ მინერალიზაციას. ვიტამინი ჩ აჩქარებს რკინის აბსორბციას და მონაწილეობას ღებულობს ორგანიზმში მიმავალ მრავალ ჟანგვა_აღდგენით პროცესებში.

კალციუმს და ფოსფორს ენიჭებათ გაადმწყვეტი როლი ძვლებისა და კბილების მინერალიზაციაში. კალციუმის იონები ააქტიურებენ მრავალრიცხოვან ფერმენტებს, ისინი მონაწილეობას ღებულობენ გულის კუნთის ტონუსის რეგულირებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში და ახდენენ უჯრედის მემბრანებში შეღწევადობის რეგულირებას.
პიკოვიტი® D–ს საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ არაკარიესოგენულ მოტკბო ნივთიერებებს მალტიტოლს და მანიტოლს. ისინი მეტაბოზდება ძალიან მცირე რაოდენობით და ძალიან ნელა, პირის ღრუს ფლორაში, ამიტომ ისინი არ ახდენენ კბილებზე არასასურველ ზემოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა
წყალში ხსნადი ვიტამინები (B ჯგუფის ვიტამინები და ვიტამინი C) ძალიან კარგად აბსორბირდება რაოდენობით, რომელიც შეესაბამება ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილებას. რაოდენობა, რომელიც აჭარბებს ქსოვილების დატვირთვის დონეს, გამოიყოფა შარდთან და ზოგჯერ განავალთან ერთად. ისინი გროვდებიან ორგანიზმში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, ამიტომ ამ ვიტამინების რეგულარული მიღება აუცილებელია ქსოვილებში მათი კონცენტრაციის შესანარჩუნებლად.
პერორალური მიღების შემდეგ ცხიმხსნადი ვიტამინები A და D კარგად აბსორბირდება წვრილ ნაწლავებში ცხიმებთან ერთად. ცხიმში ხსნადი ვიტამინების უფრო მაღალი რაოდენობა გროვდება ღვიძლში და ამიტომ ისინი უფრო ტოქსიკურები არიან ვიდრე წყალში ხსნადი ვიტამინები.

გამოყენების ჩვენება
პიკოვიტი® D–ს საწუწნი ტაბლეტები უზრუნველყოფენ ორგანიზმის მომეტებულ მოთხოვნილებას ვიტამინების, კალციუმისა და ფოსფორის მიმართ და ავსებენ მათ უკმარისობას საკვებში.
პიკოვიტი® D–ს საწუწნ ტაბლეტებს აქვს სასიამოვნო გემო და პირველ რიგში ენიშნებათ ბავშვებს შემდეგ შემთხვევებში:
• მადის დაქვეითება ან უქონლობა.
• სასკოლი ასაკის ბავშვების გადატვირთვა.
• ანტიბიოტიკების მიღება (დამხმარე თერაპიის სახით).
• ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი რაოდენობით გამოყენება.
• არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება.

გამოყენების წესები და დოზები
პიკოვიტი® D–ს საწუწნი ტაბლეტები რჩება პირში სრულ დადნობამდე. ბავშვებს 4-დან 6 წლამდე: 1 ტაბლეტი 4-ჯერ ან მაქსიმუმ 5-ჯერ დღეში.
ბავშვებს 7-დან 14 წლამდე: 1 ტაბლეტი 7-ჯერ ან მაქსიმუმ 7-ჯერ დღეში.
არასაკმარისი მადის დროს საწუწნი ტაბლეტები უნდა გამოვიყენოთ 2 თვის განმავლობაში, სხვა შემთხვევებში აუცილებლობის მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება ბავშვს მივცეთ უფრო მეტი დოზები, ვიდრე რეკომენდირებულია. მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს A და D ჰიპერვიტამინოზი, თუმცა ჭარბი დოზირება მინიმალურია.
სხვა ვიტამინებისა და მინერალური პრეპარატების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა შეუძლიათ მიიღონ პიკოვიტი® D–ს საწუწნი ტაბლეტები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 0.6გ მალტიტოლს ანუ სადღეღამისო დოზა შეიცავს 2,4_4,2 მალტიტოლს. მალტიტოლის მეტაბოლიზმისათვის აუცილებელია ინსულინი, თუმცა კუჭ_ნაწლავის ტრაქტში ნელი ჰიდროლიზის და შეწოვის შედეგად, ინსულინის მოთხოვნილება მცირეა.
ერთი საწუწნი ტაბლეტის ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს დაახლოებით 6კჯ-ს (1.4 კკალ).

უკუჩვენება
ბავშვებისთვის პიკოვიტი® D–ს საწუწნი ტაბლეტების მიცემა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ადრე აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
A და D ჰიპერვიტამინოზის შემთხვევაში.
4 წლამდე ბავშვებისათვის პიკოვიტი® D–ს საწუწნი ტაბლეტების მიცემა რეკომენდირებული არ არის.

გვერდითი ეფექტები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ტაბლეტების მიღება და საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
პიკოვიტი® D–ს საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ 0.6გ მალტიტოლს, ამასთან დაკავშირებით იმ დოზებით მიღებამ, რომელიც აჭარბებს რეკომენდირებულს შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

გამოშვების ფორმა

30 საწუწნი ტაბლეტი (3 ბლისტერი თითოეული 10 ტაბლეტით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში).

შენახვის ვადა
შენახვის ვადა 2 წელი.
არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება 30°C ტემპერატურამდე, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობა
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
KRKA, d.d., Novo mesto, Slovenia.