პრედა 2მგ #30ტ

პრედა 2მგ #30ტ

ჰორმონალური საშუალება

პრედა

ტაბლეტი 2 მგ

ესტრადიოლის ჰემიჰიდრატი

 

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს: ესტრადიოლის ჰემიჰიდრატი (EP) ........... 2.07 მგ (რაც შეესაბამება 2მგ ესტრადიოლს)

აღწერა ლურჯი, მრგვალი, აპკით შემოგარსული ტაბლეტი

ჩვენება და გამოყენება

შემდეგი მდგომარეობები საჭიროებენ ესტროგენებით ჩანაცვლებით თერაპიას:

1. ესტროგენების დეფიციტის სიმპტომები (მენოპაუზის დარღვევა);

2. მენოპაუზის შემდეგ ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა.

დოზა და მიღების წესი

ესტრადიოლი მიიღება პერორალურად ერთჯერ დღეში ან 2 მგ შეწყვეტის გარეშე. 2 მგ-ს მიღებისას გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში მიიღეთ 1 მგ.

ჰისტერექტომია გადატანილ და პოსტმენოპაუზის მქონე ქალებს შეუძლიათ დაიწყონ დღის ნებისმიერ დროს.  თუ თქვენ გაქვთ ნორმალური მენსტრუალური ციკლი, ესტროგენ-პროგესტოგიენის კომბინაციური მკურნალობა ინიშნება მენსტრუალური ციკლის მეხუთე დღიდან.   

სიფრთხილის ზომები

1. გაფრთხილება

1) ესტროგენმა შეიძლება გაზარდოს  ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და ენდომეტრიუმის კიბოს რისკი პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში. ქალებს რომლებსაც არ ჩატარებიათ ჰისტეროქტომია რეკოემდებულია პროგესტოგენის ჰორმონის მიღება ექიმის მითითების შესაბამისად, რათა შემცირდეს ესტროგენის ჩანაცვლებითი თერაპიით გამოწვეული  ენდომეტრიუმის კიბოს რისკი. ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობისას რეკომენდებულია რომ რეგულარულად ჩააბაროთ ანალიზები.

2) არსებობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების გაზრდის მცირე რისკი პაციენტებში რომლებიც 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ ესტროგენით ჩანაცვლებითი თერაპიით.  შესაბამისად, საჭიროა რეგულარულად გაკეთდეს მკერდის გამოკვლევა და თვით-დიაგნოზი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მამოგრაფია.

3) სარძევე ჯირკვლის კიბოს ან მეტასტაზური ძვლის დაავადების მქონე პაციენტებში ესტროგენის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალციემია. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ წამლის მიღება და მიიღეთ შესაბამისი ზომები შრატში კალციუმის შესამცირებლად.

2. არ მიიღება შემდეგ პაციენტებში

1) პაციენტებში რომლებსაც აქვთ სარძევე ჯირკვლის კიბო ან არსებობს ეჭვი და პაციენტები რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სარძევე ჯირკვლის კიბო;

2) პაციენტებში რომლებსაც აქვთ ესტროგენ-დამოკიდებულისიმსივნე (მაგ: ენდომეტრიუმის კიბო) ან არსებობს ეჭვი;

3) პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის ქრონიკული/მწვავე დაავადება ან ღვიძლის დაავადება, სადაც ღვიძლის ფუნქციური ტესტები არ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას;

4) პაციენტები ღვიძლის მძიმე დისფუნქციით და ღვიძლის სიმსივნით;

5) პაციენტებში პორფირიით;

6) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან ცოტა ხნის წინ ჰქონდათ არტერიული თრომბოემბოლიზმი (განსაკუთრებით სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი);

7) პაციეინტები ვენურითრომბოემბოლიზმით (მაგ: გულის ვენის  თრომბოზი, პულმონარული  ემბოლიზმი), თრომბოფლებიტი ან ანამნეზი;

8) პაციენტები რომლებსაც ამჟამად ან ანამნეზში აღენიშნებათ ესტროგენის გამოყენებით განპირობებული გულ-სისხლძარღვთა დაავადება;

9) პაციენტები გულ-სისხლძარღვთა ან კორონარული არტერიის დაავადებით;

10)  პაციენტები ნამგლისებრი უჯრედოვანი ანემიით;

11) პაციენტები თანდაყოლილი ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევით;

12) დიაბეტის მქონე პაციენტები სისხლძარღვთა დეგენერაციით;

13) პაციენტები რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სიყვითლე ორსულობის დროს,  ქოლესტაზის რეციდივი, ძლიერი ქავილი, ორსულობის ჰერპესი და ოტოსკლეროზის გაუარესება ორსულობის დროს;

14) პაციენტები უცნობი პათოლოგიური გენიტალიური სისხლდენით;

15)  ორსული ან პოტენციურად ორსული ქალები და მეძუძური ქალები;

16) პაციენტები რომლებსაც აქვთ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ან ჩატარებიათ ჰისტერექტომია (რომლებსაც არ შეუძლიათ ცალკე ესტროგენით მკურნალობა პროგესტოგენის გარეშე);

17) პაციენტები ჰიპოფიზის სიმსივნით;

18) პაციენტები თირკმლის ან გულის მძიმე დაავადებით;

19) პაციენტები თვალის ვასკულარული დაავადებით;

20) პაციენტები რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ან მისი კომპონენტების მიმართ;

21) პაციენტებში რომლებშიც ცნობილია თრომბოემბოლიზმი (მაგ: C ცილა,S ცილა ან ანტითრომბინის დეფიციტი);

22) პაციენტები გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი გენეტიკური პრობლემებით, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით (მხოლოდ ლაქტოზას შემცველი პრეპარატები);

3. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ პაციენტებში:

1) თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სახეზეა, ადრე გვხვდებოდა ან მოხდა მათი გამწვავება ორსულობის ან ჰორმონული თერაპიის დროს, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

(1) ლეიომიომა, ფიბრომა ან ენდომეტრიოზი;

(2) თრომბოემბოლიზმის რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტები;

(3) ესტროგენ-დამოკიდებული სიმსივნის რისკის ფაქტორის მქონე (მაგ: პაციენტები სარძევე ჯირკვლების კიბოთი);

(4) ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები;

(5) ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები (მაგ: ჰეპატოცელულარული ადენომა);

(6) შაქრიანი დიაბეტი;

(7) პაციენტები გაფანტული სკლეროზით;

(8) პაციენტები  ქოლელითიაზით;

(9) შაკიკი ან თავის ძლიერი ტკივილი;

(10) სისტემური წითული მგლურა;

(11) ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

(12) ასთმის მქონე პაციენტები;

(13) ოტოსკლეროზის მქონე პაციენტები.

2) დეპრესიის მქონე პაციენტები, მათ შორის ანამნეზში

3) პაციენტებში გულის ან თირკმლის ფუნქციით;

4) ვარიკოზული პაციენტები;

5) სარძევე ჯირკვლის დაავადების მქონე პაციენტები;

6) პაციენტებში - მცირე ქორეა;

7) ტეტანუსის მქონე პაციენტები;

8) მკურნალობის დაწყებამდე, რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში უნდა ჩატარდეს მამოგრამა და განმეორდეს რეგულარული ინტერვალებით.

9) (შეწყვიტეთ წამლის მიღება და აცნობეთ ექიმს თუ გამოვლინდა შემდეგი მოვლენები): ღვიძლის ფუნქციის გაუარესება, სიყვითლე, ახლად განვითარებული შაკიკის მაგვარი თავის ტკივილი  ან არტერიული წნევის მკვეთრი გაზრდა, ორსულობა;

10) პათოლოგიური ან არარეგულარული სისხლდენების შემთხვევაში (ენდომეტრიუმის გინეკოლოგიური კვლევა);

11) თუ ჩაგიტარდათ ქირურგიული ოპერაცია (ვენური თრომბოემბოლიზმის პრევენციის მიზნით ოპერაციის შემდგომ პერიოდში საჭიროა ზომების მიღება. თუ არჩევითი ქირურგიის გამო მოსალოდნელია ხანგრძლივი იმობილიზაცია, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დროებით შეწყვეტა ოპერაციამდე 4-6 კვირით ადრე. მკურნალობა უნდა აღდგეს სრული ქირურგიული გამოჯანმრთელების შემდეგ, თუ შესაძლებელია).

12) იმ შემთხვევაშიც კი თუ პაციენტს ანამნეზში არ აღენიშნება ვენური თრომბოემბოლიზმი, არსებობს ერთი სისხლის ჯგუფის ადამიანი ახალგაზრდა ასაკში თრომბოზის ანამნეზით.

13) ქალები რომლებიც იმყოფებიან ქრონიკულ ანტითრომბულ მკურნალობაზე (საჭიროა ჰომონის ჩანაცვლებითი თერაპიის სარგებლის და რისკის სიფრთხილით განსაზღვრა);

4. გვერდითი მოვლენები

კლინიკურ კვლევებში, სუბიექტების 10%-ზე ნაკლებში აღინიშნა პრეპარატისადმი პათოლოგიური რეაქცია. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იყო  გულმკერდის სენსიბილიზაცია/მასტალგია, მუცლის ტკივილი, შეშუპება და თავის ტკივილი.

1) ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები მოცემულია ქვემოთ:

 

ძალიან ხშირი

(> 1/10)

ხშირი

(>1/100, < 1/10)

არახშირი

(>1/1,000, <1/100)

იშვიათი

(>1/10,000, <1/1,000)

ფსიქიური სისტემა

 

დეპრესიული აშლილობა

 

 

ნერვული სისტემა

 

თავის ტკივილი

 

 

ოფთალმოლოგიური სისტემა

 

 

მხედველობის დარღვევა

 

სისხლძარღვთა სისტემა

 

 

ფლებოთრომბოზი

 

კუჭ-ნაწლავის სისტემა

 

მუცლის ტკივილი, გულისრევა

დისპეპსია, ღებინება, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა

 

ჰეპატო-ბილიარული სისტემა

 

 

ქოლელითიაზი

 

კანი და კანქვეშა ქსოვილები

 

 

გამონაყარი, ჭინჭრის ციება

 

საყრდენ-მამოძრავებელი და შემაერთებელი ქსოვილი

 

ქვედა კიდურების სპაზმი

 

 

რეპროდუქციული სისტემა და მკერდი

 

მკერდის მგრძნობელობა, მკერდის ზომაში მომატება, მასტალგია

სარძევე ჯირკვლის კიბო, ენდომეტრიუმის კობო

 

მთლიანი სხეული და მიღების ადგილი

 

შეშუპება

 

 

ანალიზის შედეგები

 

წონაში მატება

 

 

 

2) პოსტ-მარკეტინგული კვლევა

გარდა ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენებისა, ამ პრეპარატთან სავარაუდოდ დაკავშირებული შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათად აღინიშნებოდა სპონტანურად (<10,000). პოსტ-მარკეტინგული კვლევები ხშირ შემთხვევებში არასრულად არის მოცემული მცირე და კარგად ცნობილი გვერდითი მოვლენების შესახებ, ამდენად, მათი გამოხატვის სიხშირე ნათლად უნდა განიმარტოს.

- რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვალი: არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა;

-  ნერვული სისტემა: შაკიკის გაუარესება, ინსულტი, თავბრუსხვევა, დეპრესია;

- კუჭ-ნაწლავის სისტემა: დიარეა;

- კანი და კანქვეშა ქსოვილი: ალოპეცია;

- ანალიზის შედეგები: არტერიული წნევის გაზრდა.

3) სხვა ესტროგენის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები

- მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის შეგუბებითი დაავადება;

- ვენური თრომბოემბოლიზმი (მაგ: კარდიალური, ქვედა კიდურების/მენჯის ფლებოთრომბოზი და პულმონარული ემბოლიზმი);

- ნაღვლის ბუშტის დაავადება.

- კანი და კანქვეშა ქსოვილი: მელანოდერმია, მრავალფორმიანი ერითემა, კვანძოვანი ერითემა, სისხლძარღვოვანი პურპურა, ქავილი.

- ვაგინალური კანდიდოზი.

- ესტროგენ-დამოკიდებული კეთილთვისებიანი სიმსივნე ან ავთვისებიანი სიმსივნე (მაგ: ენდომეტრიუმის კიბოს გაზრდილი რისკი და ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ან საშვილოსნოს ფიბრომის ზომაში მომატება ქალებში რომლებშიც არ გაკეთებულა ჰისტერექტომია).

- უძილობა

- ეპილეფსია

- სქესობრივი სურვილის შემცირება

- ასთმის გაუარესება

- დემენციის ნიშნები.

5. ზოგადი გაფრთხილება

1) მენოპაუზის სინდრომის სამკურნალოდ  ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია უნდა დაიწყოს მხოლოდ მენოპაუზის სიმპტომების სამკურნალოდ, როდესაც ცხოვრების ხარისხის ინდექსი არადამაკმაყოფილებელია. ყველა შემთხვევაში სიფრთხილით უნდა შეფასდეს რისკი და სარგებელი ყოველწლიურად და ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია  უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სარგებელი აღემატება რისკს.

2) ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დაწყებამდე და განახლებამდე, საჭიროა თქვენი და თქვენი  ოჯახის ანამნეზის შემოწმება. ფიზიკური გამოკვლევა, სარძევე ჯირკვლების და საშვილოსნოს ჩათვლით უნდა გაკეთდეს ტაბუების და სიფრთხილის შესაბამისად.  მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია რომ ინდივიდებმა გამოკვლევები ჩაიტარონ რეგულარული ინტერვალებით (მათ შორის არტერიული წნევა, სარძევე ჯირკვალი, მუცლის ღრუ, მენჯის ღრუს ორგანოები და საშოს ნაცხი). თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება სარძევე ჯირკვლების მხრივ (იხ. პუნქტი 5 - სარძევე ჯირკვლების კიბო), უნდა უთხრათ პაციენტს რომ დაუყოვნებლივ აცნობოს ექიმს ან ექთანს. ანალიზები, მამოგრამის ჩათვლით უნდა გაკეთდეს ინდივიდის კლინიკური საჭიროების და შესაბამისი სკრინინგის პროცედურების მიხედვით.

3) თუ თქვენ აღგენიშნებათ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი, ან დაგიდგინდათ პუნქტ „2“ -ში მოცემულიდან რომელიმე სიმპტომი, არ მიიღოთ პრეპარატი და დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მურნალობა.

- სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციების გაუარესება

- არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება

- როდესაც პირველად გამოვლინდება შაკიკისმაგვარი თავის ტკივილი

- ორსულობა

- მხედველობის უეცარი დარღვევა.

4) ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია: ცალკე ესტროგენის უწყვეტად მიღება ზრდის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და ავთვისებიანი სიმსივნის რიკს.  რისკი მნიშვნელოვნად მცირდება როდესაც მიიღება პროგესტოგენთან ერთად, მკურნალობის ციკლის პერიოდში სულ მცირე 12 დღის განმავლობაში, ქალებში რომელსაც ჰისტერექტომია არ არქვთ გაკეთებული. უსაფთხოება არ არის შესწავლილი 2 მგ-ზე მეტი ესტრადიოლის ენდომეტრიული მიღებისას პროგესტოგენთან კომბინაციაში.

მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში შესაძლოა გამოვლინდეს სისხლდენა და პეტექია ქალებში რომლებშიც არ ჩატარებულა ჰისტერექტომია. თუ სისხლდენა და პეტექია გამოვლინდება მკურნალობის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, მაშინ უნდა ჩატარდეს გამოკვლევები მათი გამომწვევი მიზეზების დასადგენად, მათ შორის ენდომეტრიუმის ბიოფსია, ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნის გამოსარიცხად. ესტროგენის გაზრდილად არაკონკურენტულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ენდომეტრიუმის ნარჩენი სიმსივნის გარდაქმნა ავთვისებიან სიმსივნედ ან მის წინა ეტაპად.   ამდენად, ენდომეტრიოზის მქონე ქალებში, რომელსაც ენდომეტრიოზის გამო ჩაუტარდათ ჰისტერექტომია, რეკომენდებულია ესტროგენთან ერთად პროგესტოგენის დამატება.

ქალებში რომლებშიც არ ჩატარებულა ჰისტერექტომია, ესტროგენის ხანგრძლივად გამოყენებისას იზრდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და ენდომეტრიუმის კიბოს რისკი. ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, ენდომეტრიუმის კიბოს  დიაგნოზის რისკის საუკეთესო შეფასება 50-65 წლის ქალებში ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გარეშე 1000-დან დაახლოებით შეადგენს 5. ეს დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე და ესტროგენის დოზაზე, ენდომეტრიუმის კიბოს რისკი იზრდება 2-დან 12-ჯერ  არამომხმარებლებისთვის. ესტროგენის მონოთერაპიაში პროგესტოგენის კომბინაციისას მნიშვნელოვნად მცირდება რისკის გაზრდა.  

5) სარძევე ჯირკვლის კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების რაოდენობის და რანდომიზებული პლაცებო-კონტროლირებული ცდების (WHI) ქალთა ჯანმრთელობის საინიციატივო კვლევა) მიხედვით, ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ხანგრძლივობის გაზრდით გაიზარდა სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკი ქალებში, რომლებიც იმჟამად გადიოდნენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას ან ცოტა ხნის წინ იტარებდნენ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიას. 

51 ეპიდემიოლოგიური კვლევის და ორიგინალური მონაცემების ხელახალი ანალიზის შედეგად, რომელიც მიღებულია მქკ (MWS) (მილიონი ქალის კვლევა)-ს ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან, მხოლოდ ესტროგენის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის შემთხვევაში, შედარებითი რისკი (RR) იყო 1.35 (95% ნდობის ინტერვალი: 1.21 ~ 1.49) და 1.30 (95% ნდობის ინტერვალი: 1.21 ~ 1.40).

ესტროგენზე და პროგესტოგენზე დაფუძნებული ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიიას, ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით სარძევე ჯირკვლის კიბოს საერთო რისკი უფრო მაღალია ვიდრე ცალკე ესტროგენის მიღებისას.

პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, რანდომიზებულმა პლაცებო-ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა, მათ შორის  WHI და MWS აჩვენა,  რომ ქალები რომლებიც წლების განვალობაში იღებდნენ ესტროგენს, ესტროგენ-პროგესტოგენს ან ტიბოლონს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიისას, გაიზარდა სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკი. MWS კვლევებში, პროგესტოგენთან ერთად ცხენის კონიუგირებულიესტროგენის  (CEE) ან ესტრადიოლის (E2) პერიოდულად ან მუდმივად გამოყენებისას სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკი დიდია, მიუხედავად პროგესტოგენის ტიპისა. მიღების სხვადასხვა გზის დროს არ არის განსხვავება რისკში.  MWS კვლევამ აჩვენა, რომ სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკი სხვადასხვა ტიპის ესტროგენ-პროგესტოგენზე დაფუძნებული ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპიის დროს უფრო მაღალია (RR=2.00, 95% ნდობის ინტერვალი: 1.88 ~ 2.12) ვიდრე მათთან ვისაც არ ჩაურტარებია არანაირი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია და იყო უფრო მაღალი ვიდრე ესტროგენით (RR=1.30, 95% ნდობის ინტერვალი: 1.21 ~ 1.40) ან ტიბოლონით (RR=1.45, 95% ნდობის ინტერვალი: 1.25 ~ 1.68) მონოთერაპიისას. ესტროგენ-პროგესტოგენზე დაფუძნებული ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის (CCE+MPA)  შეფასებული რისკი პლაცებოსთან შედარებით იყო 1.24 (95% ნდობის ინტერვალი: 1.01 ~ 1.54) 5.6 წელი WHI კვლევებში.

აბსოლიტული რისკი გამოანგარიშებულია MWS და WHI კვლევებში: MWS შეფასებით საარძევე ჯირკვლის კიბოს საშუალო შემთხვევები უკვე ცნობილია განვითარებულ ქვეყნებში:

- 50-დან 64 წლამდე ასაკის ქალების შემთხვევაში რომლებსაც არ ჩატარებიათ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია, ყოველი 1,000 ადამიანიდან დაახლოებით 32 მოსალოდნელია სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი.

- ყოველი 1,000 პაციენტიდან რომლებიც ამჟამად იტარებენ ან ცოტა ხნის წინ ჩაიტარეს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია მოსალოდნელია შემდეგი:

  • პაციენტები რომლებიც იტარებენ მხოლოდ ესტროგენის ჰორმონით ჩანაცვლებით თერაპიას, 0-3 (ოპტიმალური შეფასება 1.5) 5 წლის განმავლობაში, 3-7 (ოპტიმალური 5) 10 წლის განმავლობაში.
  • პაციენტები რომლებიც იტარებენ ესტროგენ-პროგესტოგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, 5-7 (ოპტიმალური შეფასება 6) 5 წლის განმავლობაში, 18-20 (ოპტიმალური 19) 10 წლის განმავლობაში.

WHI კვლევებმა აჩვენა, რომ 50-79 წლის ქალებში სარძევე ჯირკვლის ინვაზიური კიბოს დამატებით რვა შემთხვევა განპირობებული იყო 5.6 წლიანი ესტროგენ-პროგესტოგენის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიით  (CCE+MPA) (10,000 ქალი/წელი).

ამ კვლევის მონაცემების შეფასება გვიჩვენებს რომ:

- პლაცებო ჯგუფში დაახლოებით 1,000 ქალიდან 16 ქალში მოსალოდნელია სარძევე ჯირკვლის ინვაზიური კიბოს დიაგნოზი 5 წლის განმავლობაში.

- 1,000 ქალიდან რომლებიც იტარებდნენ ესტროგენ-პროგესტოგენის ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას (CCE+MPA), დაავადების გავრცელების რაოდენობა მერყეობს 0-დან 9-მდე (ოპტიმალური შეფასება 4) 5 წლის განმავლობაში.

ქალები რომლებიც იტარებდნენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, სარძევე ჯირკვლის კიბოს დამატებითი შემთხვევა იყო იმ ქალების მსგავსი, რომლებმაც ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია დაიწყეს მიუხედავად ასაკისა (45-დან 65 წლამდე ასაკი).

ყველა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის პროდუქტის რისკი შესამჩნევი ხდება მიღების რამდენიმე წლის შემდეგ და იზრდება მიღების ხანგრძლივობასთან ერთად, მაგრამ საწყის დონეს უბრუნდება რამდენიმე (მაქსიმუმ ხუთი) წლის შემდეგ მკურნალობის შეწყვეტიდან.

WHI გამოკვლევაში ცხენის კონიუგირებული ესტროგენების (CCE) და მედროქსიპროგესტერონის აცეტატის (MPA) კომბინირებული პრეპარატის ხანგრძლივად მიღება უკავშირდებოდა სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარებას, რომლებიც ზომით ოდნავ უფრო დიდი იყო პლაცებოსთან შედარებით და უფრო ხშირად იძლეოდა მეტასტაზებს ლოკალურ ლიმფურ კვანძებში. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია, განსაკუთრებით ესტროგენ-პროგესტოგენით თერაპია,  ზრდის მამოგრაფიულ სიმკვრივეს და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს სარძევე ჯირკვლის კიბოს რადიოლოგიურ დიაგნოსტირებაზე.

6) ვენური თრომბოემბოლიზმი:

სისტემატიური ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია უკავშირდება  ვენური თრომბოემბოლიზმის განვითარების მაღალ რისკს (მაგ: ღრმა ვენების თრომბოზი ან პულმონარული ემბოლიზმი). რანდომიზებულ კონტროლირებულ კვლევაში და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებისას დადგენილი იყო, რომ პაციენტები რომლებიც იტარებდნენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, რისკი 2-3 ჯერ უფრო დიდია, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც ამგვარ მკურნალობას არ იტარებდნენ. იმ პაციენტებში რომლებშიც არ ჩატარებულა ჰორმონის ჩანაცვლებით თერაპია, ღრმა ვენების თრომბოზი 5 წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 3 შემთხვევას 1000 ქალზე 50-59 წლის ასაკში და 8 შემთხვევას ყოველ 1000 ქალზე 60-69 წლის ასაკში . ჯანმრთელ ქალებში, რომლებიც ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას იტარებენ 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში ვენური თრომბოემბოლიზმის დამატებითი შემთხვევების რიცხვი შეადგენს 2-6 შემთხვევას ( საშუალოდ 4) 1000 ქალზე 50-59წლის ასაკში და 5-15 შემთხვევას ( საშუალოდ 9) ყოველ 1000 ქალზე 60-69 წლის ასაკში. ვენური თრომბოემბოლიზმი უფრო სავარაუდოა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის პირველი 1 წლის განმავლობაში.

ჩვეულებრივ, ვენური თრომბოემბოლიზმის აღიარებულ რისკ ფაქტორებად ითვლება შესაბამისი ინდივიდუალური ან ოჯახური ანამნეზი, მაღალი ხარისხის სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი (სმი) >30 კგ / მ 2 ) და სისტემური წითელი მგლურა (SLE). თრომბოემბოლიზმზე ვარიკოზული ვენების გავლენის შესახებ არ არის ცნობილი.

პაციენტებს ვენური თრომბოემბოლიზმის ანამნეზით ან დადგენილი თრომბული მოვლენებით, ვენური თრომბოემბოლიზმის უფრომაღალი რისკი აქვთ. ჩანაცვლებითმა ჰორმონალურმა თერაპიამ შეიძლება გაზარდოს ეს რისკი. იმისათვის, რომ გამოირიცხოს თრომბების წარმოქმნისადმი წინასწარგანწყობა აუცილებელია ინდივიდუალური და ოჯახური ანამნეზის შეკრება თრომბოემბოლიასთან ან განმეორებად აბორტთან მიმართებაში. სანამ ამ პაციენტებში არ მოხდება თრომბოემბოლიური ფაქტორების დეტალური შეფასება, რეკომენდებული არ არის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ან ანტიკოაგულანტებით მკურნალობის დაწყება. თუ თქვენ უკვე იტარებთ ანტიკოაგულანტებით მკურნალობას, საჭიროა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის რისკის და სარგებლის დეტალური ანალიზი.

ვენური თრომბოემბოლიზმის რისკი შეიძლება დროებით გაიზარდოს ხანრგძლივი იმობილიზაციისას, ფართომასშტაბიანი ქირურგიული ჩარევისას ან მძიმე ჭრილობის შემთხვევაში. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტში საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება ოპერაციის შემდგომი ვენური თრომბოემბოლიზმის პრევენციისთვის. იმ შემთხვევებში, როცა ხანრგძლივი იმობილიზაცია აუცილებელია ფაკულტატური ოპერაციის შემდეგ, განსაკუთრებით აბდომინალური ქირურგიული ოპერაციისას ან ორთოპედული ოპერაციებისას, აუცილებელია განისაზღვროს ჩჰთ - ს დროებითი შეწყვეტა ოპერაციამდე 4-6 კვირით ადრე. არ განაახლოთ მკურნალობა სანამ არ შეძლებთ სრულად გადაადგილებას. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ განვითარდება ვენური თრომბოემბოლიზმი, მკურნლობა აუცილებლად უნდა შეწყდეს. ავადმყოფები ინფორმირებულები უნდა იყვნენ რომ აუცილებლად მიმართონ ექიმს თუ იგრძნობენ პოტენციური თრომბოემბოლიის სიმპტომებს (მაგალითად ფეხის მტკივნეული შეშუპება, უეცარი ტკივილი მკერდში , ქოშინი).

7) კორონარული არტერიის დაავადება:

 რანდომიზებულ კონტროლირებულ კვლვევებში, ცხენის კონიუგირებული ესტროგენების (CCE) და მედროქსიპროგესტერონის აცეტატის (MPA) კომბინაციის უწყვეტად მიღებას არ აქვს სარგებელი გულ - სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე. ორ დიდ კლინიკურ კვლევაში WHI და HERS ( გულისა და ესტროგენ - პროგესტერონის ჩანაცვლბითი თერაპიის გამოკვლევა) დადასტურებუილია მიღების პირველი წლის განმავლობაში კორონარული არტერიის დაავადებების განვითარების რისკის მომატების შესაძლებლობა და საერთო სარგებლობის არ არსებობა. არსებოობს მხოლოდ რანდომიზებული კონტროლირებული კლინიკური კვლევები რათა შეფასდეს გულ-სისხლძარღვთა მოვლენების ან სიკვდილიანობის მაჩვენებელის გავლენა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის სხვა პროდუქტებზე, ამიტომ არ არსებობს სარწმუნოობა, რომ ეს შედეგები აგრეთვე ვრცელდება თუ არა ჩჰთ - ს სხვა პროდუქტებზე.

8) ინსულტი:

WHI კვლვევაში  საშუალო შედეგმა აჩვენა  იშემიური ინსულტის მომატებული რისკი ჯანმრთელ ქალებში, ცხენის კონიუგირებული ესტროგენების (CCE) და მედროქსიპროგესტერონის აცეტატის (MPA) კომბინაციის უწყვეტი მიღებისას. ქალებში, რომლებიც არ იტარებდნენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, ინსულტის შემთხვევების რიცხვი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს 5 წლის განმავლობაში, შეადგენს დაახლოებით 3 შემთხვევას 1,000 ქალზე, 50-59 წლის ასაკში და 11 შემთხვევას ყოველ 1,000 ქალზე, 60-69 წლის ასაკში. ქალებში, რომლებიც იღებდნენ ცხენის კონიუგირებული ესტროგენების (CCE) და მედროქსიპროგესტერონის აცეტატის (MPA) კომბინაციას 5 წლის განმავლობაში, დამატებითი ინსულტის შემთხვევების რიცხვი იზრდება 0-3 შემთხვევით, ყოველ 1000 ქალზე 50-59 წლის ასაკში და 1-9 შემთხვევით ყოველ 1000 ქალზე 60-69 წლის ასაკში. უცნობია იზრდება თუ არა ინსულტის რისკი როდესაც გამოიყენება სხვა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია.

 9) საკვერცხეების კიბო:

რამდენიმე ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, საკვერცხის კიბოს რისკი გაიზარდა, როდესაც ჰისტერექტომია გადატანილი ქალები  ხანგრძლივად იტარებდნენ ესტროგენით ჩანაცვლების თერაპიას. არ არის დადგენილი  ახლავს თუ არა ხანგრძლივ კომბინირებულ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას (5-10 წელი) სხვა რისკები ვიდრე ესტროგენით მონოთერაპიისას.

10) ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება, ამიტომ პაციენტები რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი მდგომარეობები რომლებმაც შეიძლება გაამწვავონ სითხის შეკავება (მაგ: როგორიც არის ასთმა, ეპილეფსა, შაკიკი, გულის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უნდა იმყოფებოდნენ ექიმის ინტენსიური კონტროლის ქვეშ.

11) ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ქალებში, ესტროგენით ჩანაცვლებითი თერაპია ან ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია უკავშირდებდა სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მნიშვნელოვან მომატებას, რაც შეიძლება გახდეს პანკრეატიტის განვითარების მიზეზი. ამდენად, ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ქალები, ესტროგენით ჩანაცვლებითი თერაპიის ან ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დროს საჭიროა რომ იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

12) მიღებული არ არის კოგნიტიური ფუნქციის გაუმჯობესების დამაჯერებელი მტკიცებულება. WHI კვლევაში მიღებულია ზოგიერთი მტკიცებულება შესაძლო დემენციის ნიშნების მომატებული რისკის შესახებ ქალებში, რომლებიც აგრძელებენ ცხენის კონიუგირებული ესტროგენების და მედროქსიპროგესტერონის აცეტატის კომბინაციის ერთდროულად მიღებას 65 წლის შემდეგ. სხვა კვლევების მიხედვით, მკურნალობის დაწყებამ ადრეულ მენოპაუზაში შესაძლოა შეამციროს ეს რისკი. უცნობია შეესაბამება თუ არა ეს მონაცემები ახალგაზრდა პოსტმენოპაუზის მქონე ქალებს, ან ქალებს რომლებიც იყენებენ ჩჰთ - ს სხვა პროდუქტებს.

13) შარდის ბუშტის დაავადების რისკი მაღალია ქალებში რომლებიც მენოპაუზის შემდეგ იყენებდნენ ესტროგენს.

14) იგივე ჰორმონის კომპონენტების გამოყენების შემდეგ, რომლებიც შედიოდნენ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის პროდუქტებში, იშვიათად აღინიშნებოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნე და უფრო იშვიათად ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე. ცალკეულ შემთხვევებში ამ სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიონ სიცოცხლისათვის სახიფათო ინტრააბდომინალური სისხლდენა.

15) ცნობილია რომ ესტროგენი ზრდის  ნაღვლის კენჭის წარმოქმნის შესაძლებლობას. ზოგიერთ ქალებში არსებობს ნაღველ-კენჭოვან დაავადების  ეჭვი ესტროგენით მკურნალობის პერიოდში.

16) ღვიძლის მძიმე დისფუნქცია, მათ შორის ჰიპერბილირუბინემია, როგორიც არის დუბინ - ჯონსონის სინდრომი ან როტორის სინდრომი, საჭიროებს მკაცრ დაკვირვებას და ღვიძლის ფუნქციების შემოწმება უნდა მოხდეს პერიოდულად.  თუ ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებელი გაუარესდება, მაშინ უნდა შეწყდეს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია.  

17) ესტროგენის გავლენის გამო საშვილოსნოს მიომა შეიძლება გაიზარდოს ზომაში. მკურნალობა წყდება იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა მიომის ზომაში გაზრდა.

18) მკურნალობა წყდება იმ შემთხვევაში თუ მკურნალობის პერიოდში ენდომეტრიოზი ხელახლა აქტიურდება.  

19)  თუ არსებობს ეჭვი პროლაქტინომაზე, მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადასტურდეს რომ ეს არ არის პროლაქტინომა.

20) ხანდახან შესაძლოა თავი იჩინოს მელანოზმა ქალებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ  საშვილოსნოსეული ქლოაზმა. ქალებს რომლებსაც აღენშნებათ მელანოზის მიმართ მიდრეკილება, ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დროს უნდა მოერიდონ მზის სინათლეს ან ულტრაიისფერ სხივებს.  

21) არჩევით ოპერაციამდე 4 კვირის განმავლობაში, ოპერაციის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში და ხანგრძლივი იმობილიზაციის პერიოდში, არსებობს ვენური თრომბოზის რისკი, რომელიც ზრდის თრომბოზის რისკს.

22) ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიასა და კლინიკური ჰიპერტენზიის შემთხვევებს შორის ზოგადი კავშირი არ არის დადგენილი.   ქალებში რომლებიც იტარებდნენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას  აღინიშნა არტერიული წნევის ოდნავ გაზრდა, მაგრამ კლინიკურად დაკავშირებული გაზრდა იშვიათია. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, თუ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დროს მუდმივად ადგილი აქვს კლინიკურად მნიშვნელოვან ჰიპერტენზიას, მაშინ გასათვალისწინებელია ჰორმონის ჩანაცვლებით თერაპიის შეწყვეტა.  

23) ჩანაცვლებითმა ჰორმონალურმა თერაპიამ შესაძლოა გავლენა იქონიოს  პერიფერიული ინსულინის რეზისტენტობაზე და გლუკოზას აუტანლობაზე, მაგრამ  არ არის დიაბეტური პრეპარატებით მკურნალობის შეცვლის საჭიროება, როდესაც იღებთ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას. თუმცა, ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიიის დროს დიაბეტით დაავადებულ ქალებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

24) ეს პრეპარატი არ არის კონტაცეპტივი.

25) ზოგადად, ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ინიშნება მინიმალური რაოდენობით სიმპტომების შესამსუბუქებლად.

26) გავლენა ავტომანქანის მართვის უნარზე არ არის ცნობილი.

6. ურთიერთქმედება

1) ესტროგენტის მეტაბოლიზმი შესაძლოა გაიზარდოს როდესაც მიიღება ანტიეპილეფსიურ (მაგ: ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგ: რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ნევირაპინი, ეფავირენზი) ერთად, რომლებსაც შეუძლიათ გააძლიერონ პრეპარატის მეტაბოლიზებელი ფერმენტის მოქმედება, განსაკუთრებით CYP450 ფერმენტი:  

ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორების (მაგ: ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიბიოტიკები) ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სასქესო ჰორმონების დაკარგვა და კლინიკური ეფექტის შემცირება.

ჰიდანტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი და რიფამპიცინი აღიარებულია როგორც  ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორები, ხოლო ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი და გრისეოფულვინი არიან საეჭვო პრეპარატები რომლებსაც გააჩნიათ ამგვარი თვისებები. ფერმენტის მაქსიმალური ინდუქცია ზოგადად არ შეინიშნება 2-3 კვირამდე, მაგრამ შესაძლოა გაგრძელდეს მინიმუმ 4 კვირა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.  

2) რიტონავირი და ნელფინავირი ცნობილია, როგორც ძლიერი ინჰიბიტორები, მაგრამ სტეროიდებთან კომბინაციაში გამოყენებისას ისინი ავლენენ შექცევად ეფექტს. კრაზანას შემცველმა მცენარეულმა პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს ესტროგენის მეტაბოლიზმი.

3) კლინიკურად, ესტროგენის მეტაბოლიზმის გაზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს ეფექტის შემცირება და საშვილოსნოდან სისხლდენის სურათის შეცვლა.

4) არსებითად მნიშვნელოვანმა დამაკავშირებელმა აგენტებმა აბსორბაციის პროცესში შესაძლოა გაზარდონ ესტრადიოლის ბიოშეღწევადობა დამაკავშირებელი სისტემის კონკურენტული დათრგუნვის გამო.

5) გლუკოზის ტოლერანტობაზე გავლენის მიხედვით, პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების ან ინსულინის  დოზა შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალურად.

6) ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიიის დროს ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ესტრადიოლის კონცენტრაცია შრატში.

7) იშვიათ შემთხვევებში, კონკრეტული ანტიბიოტიკების (მაგ: პენიცილინი, ტეტრაციკლინი) გამოყენებამ აჩვენა ესტრადიოლის კონცენტრაციის შემცირება.

8) პრეპარატები რომლებიც თრგუნავენ ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების მეტაბოლიზებელი ფერმენტების მოქმედებას, როგორიც არის კეტოკონაზოლი, შეუძლიათ  მოახდინონ პრეპარატის კონცენტრაციის ცირკულაცია.  

7. პრეპარატის მიღება ორსულ და მეძუძურ ქალებში

1) ეს პრეპარატი არ ინიშნება ორსულ ქალებში ან ქალებში რომლებიც შესაძლოა რომ იყვნენ ორსულად. იგი არ ზრდის მალფორმაციის რისკს, მაგრამ ჭარბი დოზით მიღებისას არ არის გამორიცხული ნაყოფის შესაძლო დაზიანება. ამრიგად, არ უნდა დაორსულდეთ ამ პრეპარატით მკურნალობით დროს. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება თუ მისი მიღების დროს დაორსულდებით.

2) ეს პრეპარატი არ მიიღება მეძუძურ ქალებში, რადგან  სასქესო ჰორმონების მცირე რაოდენობა გამოვლენილი იქნა დედის რძეში.

3) ეპიდემიოლოგიური კვლევები რომელიც მოიცავდა ნაყოფს, ესტროგენთან ერთად პროგესტოგენის გამოყენებამ არ აჩვენა ტერატოგენეზი ან ნაყოფის ტოქსიურობა.  

8. გავლენა კლინიკურ ანალიზებზე

1) ესტროგენი ამცირებს პროთრომბინის დროს (PT), ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროს (PTT) და თრომბოციტების აგრეგაციის დროს. იგი ზრდის თრომბოციტების რაოდენობას, სისხლის კოაგულაციის ფაქტორი II, სისხლის კოაგულაციის ფაქტორი VII ანტიგენი, VIII ანტიგენი, VIII კოაგულაციის უნარი, IX, X, XII, VII-X კომპლექსი, II-VII-X კომპლექსი, ბეტა-თრომბოგლობულინი, ფიბრინის და ფიფრინოგენის მოქმედება, ასევე პლაზმოგენის ანტიგენი და მისი მოქმედება, ასევე ამცირებს ანტიკოაგულანტის ფაქტორს Xa, ანტითრომბინი  III და ანტითრომბინი  III მოქმედებას.

2) ესტროგენი ზრდის თიროქსინ-შემაკავშირებელგლობულინს (TBG), ხელს უწყობს თირეოტროპული ჰორმონის მთლიანი ცირკულაციის ზრდას, შეზღუდულია ცილასთან შეკავშირებული იოდი (PBI), T4 (ხერხემლის სვეტის ანალიზი ან რადიოიმუნოლოგიურიანალიზი) და  T3 (რადიოიმუნოლოგიურიანალიზი) კონცენტრაციები. მცირდება T3 კანიფოლის შთანთქმა, ხოლო  ამის საშუალებით გაიზარდა თიროქსინ-შემაკავშირებელიგლობულინი (TBG), ხოლო თავისუფალი T4 და T3 კონცენტრაცია უცვლელია.

3) სისხლის შრატში შემაკავშირებელი ცილების კონცენტრაცია, როგორიც არის კორტიკოსტეროიდებისდამაკავშირებელიგლობულინი (CBG) და სასქესო ჰომონების დამაკავშირებელი გლობულინი (SHBG), რაც იწვევს მოცირკულირე კორტიკოსტეროიდებისა და სასქესო ჰორმონების დონის მომატებას, შესაძლოა შედარებით გაიზარდოს.  თავისუფალი ან ბიოლოგიურად აქტიური ჰორმონის კონცენტრაცია უცვლელი რჩება. პლაზმის სხვა ცილების კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს (ანგიოტენზინ – რენინ – სუბსტრატი, ალფა-1 – ანტიტრიფსინი, ცერულოპლაზმინი).

4) პლაზმა HDL და HDL2 ფრაქციის კონცენტრაცია, ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის გაზრდა,    LDL ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირება.

5) გლუკოზისადმი ტოლერანტობისდარღვევა

6) შემცირება მეტირაპონის ტესტზე

7) შრატის ფოლატის კონცენტრაციის შემცირება

9. მკურნალობა ჭარბი დოზირების დროს

ამ პრეპარატის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლო გამოიწვიოს გულისრევა,  ღებინება და სისუსტე გულმკერდში. ანტიდოტი არ არსებობს და მისი მკურნალობა ხდება სიმპტომური თერაპიით.

10. შენახვა და გამოყენების სიფრთხილე

1)  შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

2) პრეპარატის ორიგინალი შეფუთვიდან ამოღებამ  და სხვა კონტენინერში შენახვამ შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის არასწორად გამოყენება ან პრეპარატის ხარისხის შემცირება, ამიტომ შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

3) შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C  და არ გაყინოთ.

შეფუთვის ზომა

30 ტაბლეტი

შენახვა

არ გაყინოთ და შეინახეთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში, სინათლისადმი რეზისტენტულ კონტეინერში, მშრალ და გრილ ადგილას (არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე)

მწარმოებელი

dalimBioTech

კორეას რესპუბლიკა, 107, Jeyakgongdan 3-gil, Hyangnam-eup, Hwasung-si, Gyeonggi-do.