პრობაკ-ლაიფი #10კაფს

პრობაკ-ლაიფი კაფს.N30

 

წამლისფორმა:

პერორალური კაფსულები. N10 კაფსულა შეფუთვაში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება. ეუბიოტიკი.

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 კაფსულა შეიცავს:
Lactobacillus Acidophilus  2 მილიარდი                                                                                              

Lactobacillus rhamnosus  2მ ილიარდი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრობაკ-ლაიფი არის კომპლექსური პრეპარატი. იგი შეიცავს  ადამიანის ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის კომპონენტებს  ლაქტობაქტერიების ცოცხალი უჯრედების სახით. პრეპარატი მზადდება ანტიბიოტიკრეზისტენტული  და ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ გამძლე შტამებისაგან, რაც განაპირობებს მისი კომპონენტების მდგრადობას სხვადასხვა ჯგუფის ქიმიური  მედიკამენტების მიმართ.
ლაქტობაქტერიები – Lactobacillaceae-ს ოჯახის ბაქტერიების სახეობაა, რომელიც აერთიანებს გარამდადებით უმოძრაო არასპორწარმომქნელ ანაერობულ ჩხირებს, რომლებიც შლის ნახშირწყლებს რძემჟავას წარმოქმნით. მათ მიერ შექმნილი მჟავე გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების განვითარებას, რომლებიც შეადგენს ბიოცენოზისა და ადამიანის ორგანიზმის სხვა ნორმალური მიკროფლორის 85-95%-ს.
ლაქტობაქტერიებს შეუძლია გაააქტიუროს უჯრედების იმუნიტეტი და იმუნოგლობულინების გამომუშავება. ლაქტობაქტერიების იმუნომასტიმულირებელ თვისებას უკავშირებენ მათი უჯრედის კედელში პეპტიდოგლიკანების  არსებობას, რომლებსაც იმუნომამოდულირებელი მოქმედება გააჩნია.
ლაქტობაქტერიების ამ შტამების უპირატესობას წარმოადგენს მაღალი რეზისტენტობა კუჭის წვენისა და ნაღვლის მჟავების ზემოქმედების მიმართ.  მაგ. კუჭის მჟავე გარემოში 30-წუთიანი გაჩერების შემდეგ,  მიკროორგანიზმის დაახლოებით 80% ცოცხალი რჩებოდა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ბაქტერიებს გააჩნიათ ნაწლავის კედლის რეცეპტორებზე მიმაგრებისა და 7-15 დღის განმავლობაში ცოცხლად გადარჩენის უნარი.

ჩვენებები:

  • მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა;                                                                             
  • ნაწლავის მიკროფლორის დარღვევების – დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია):  დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა;
  • ბოყინი, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი (მ.შ. დაკავშირებული საკვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობებთან და სხვა მიზეზებთან);                                                            
  • მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი;
  • ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებით და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;                                   
  • ლაქტოზას აუტანლობა (რძის ლაქტოზას მიმართ ტოლერანტობის მომატების მიზნით);
  • Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტი;     
  • შიდსთან ასოცირებული დიარეა;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სხა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

არ შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენთებთან კომბინაციაში გამოყენება.

გვერდითი მოქმედება:

გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:

1-2 კაფსულა დღეში ან ექიმის დანიშნულებისამებრ.                                                                         

პრეპარატი მიიღება ჭამის დროს, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა 20 დღეს შეადგენს.
ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის პრეპარატი მიიღება ანტიბიოტიკების მიღებამდე ორი საათით ადრე ან ანტიბიტოკების მიღებიდან ორი საათის შემდეგ. გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ანტიბიოტიკების დანიშვნის ვადით. ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დიარეის მკურნალობისას – დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. შემდეგ შეიძლება პროფილაქტიკურ გამოყენებაზე გადასვლა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობის სამივე ტრიმესტრში და მთელი ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 2ºC -8ºC ტემპერატურაზე (მაცივარში).

გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის ვადა:  3 წელი.

მწარმოებელი: Life On Healthcare Ltd. - დიდი ბრიტანეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში:  შ.პ.ს ვიტ ჯორჯია ფარმი