პროტესოლი #30კაფს

პროტესოლი #30კაფს

 

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს: სერატიოპეპტიდაზა 10მგ. სელენი 30მკგ.

ჩვენება:

  ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმული ანთება. ანთების საწინააღმდეგო თერაპია შემდეგი დაავადებების დროს:

- ოტოლარინგოლოგია: სინუსიტი

- გინეკოლოგია:

- უროლოგია: ცისტიტი, ეპიდიდიმიტი,

-  პულმონოლოგია: ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვის ტუბერკულოზი.

უკუჩვენება:

  ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

 გამონაყარი, სიწითლე, დიარეა, ზოგჯერ ანორექსია, ფაღარათი, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, იშვიათად მიდრეკილება სისხლდენებისკენ (ცხვირიდან, სისხლიანი ნახველი). ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

 პოსტოპერაციული და პოსტრავმული, აგრეთვე ანთებითი შეშუპების ჩაცხრობა. ხელს უწყობს ანტიბიოტიკების შეღწევადობას ქსოვილში, ათხელებს ნახველს და აადვილებს მის გამოდევნას ბრონქებიდან.

დოზირება:

1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა ჯგუფის პრეპარატებთან:

სერატიოპეპტიდაზა აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის თანხმობის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

პროტესოლი, შეფუთვაშია 3 ბლისტერი, თითოეულში 10 კაფსულა.

შენახვის პირობები:

მშრალ, გრილ (15°C-25°C), სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.