პურე 10მლ თვ/წვ *

პურე 10მლ თვ/წვ  *
პურე


თვალის აღმდგენი წვეთი
პურეს აღმდგენი, დამამშვიდებელი და სიმპტომების შემამსუბუქებელი ეფექტი ემყარება ჰამამელისის, გვირილის, კორდისკბილას და Pღიღილოს წყლიანი ექსტარაქტების  კომბინირებულ მოქმედებას.Aამ ოთხი ნატურალური კომპონენტის კომბინაცია ხსნის თვალის ზედაპირის გაღიზიანებას, სიწითლეს, გამოწვეულს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა: ქარი, მზის გამოსხივება, სიგარეტის კვამლი, მშრალი ჰავა, მტვერი, ზღვის მარილი, სპორტი, მხედველობის დაძაბვა ინტენსიური სწავლის ან მუშაობის პირობებში, კომპიუტერთან დიდხანს  ყოფნა, მკვეთრი განათება.
შემადგენლობა:
გვირილის წყლიანი ექსტრაქტი 10%, ღიღილოს წყლიანი ექსტრაქტი-10%, კორდისკბილას წყლიანი ექსტრაქტი-10%, ჰამამელისის წყლიანი ექსტრაქტი-10%, დისოდიუმის ფოსფატი, მონოსოდიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, სოდიუმის ედეტატი, Gგამოხდილი წყალი.
გამოშვების ფორმა:
ოფთლამოლოგიური ხსნარი, ფლაკონში 10მლ.
დოზირება და გამოყენების წესი:
1 წვ. თითოეულ თვალში, ფლაკონზე ოდნავი ხელის მოჭერით.
შესაძლებელია დღეში რამდენჯერმე გამოყენება, საჭიროების მიხედვით.
ჩაწვეთებისას არ შეახოთ თვალს ფლაკონის საწვეთური.
სხვა ოფთალმოლოგიური წვეთის ჩაწვეთებამდე დაიცავით 10-15 წუთიანი ინტერვალი.
არ გამოიყენოთ მითითებული  ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის აუტანლობის დროს.
ინახება  25 °С-მდე ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.

უსაფრთხოების ზომები:
• არ გამოიყენოთ ხსნარი თუ კონტეინერი დაზიანებულია
• არ გამოიყენოთ ხსნარი თუ გაქვთ ზემგრძნობელობა მასში შემავალ რომელიმე
კომპონენტზე
• არ გამოიყენოთ ხსნარი კონტეინერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
• არ შეეხოთ თვალს კონტეინერის წვერით
• ჩაწვეთების შემდეგ იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის
გარდამავალი დაბინდვა ხსნარის სიბლანტის გამო, რაც რამდენიმე წამში
გაივლის
• სასურველია დაიცადოთ 10-15 წუთი სხვა პრეპარატის ჩაწვეთებამდე
• შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
• ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის


მწარმოებელი და რეალიზაციის უფლების მფლობელი ფარმიგეა სპა, ვია გ.ბ. ოლივას ქ.8, 56121 ქ. პიზა, იტალია.