რესკუვოლინი
საინექციო ხსნარი
RESCOVULIN Solution for injection
საინექციო ხსნარი
RESCOVULIN Solution for injection
საერთაშორისო დასახელება - calcium folinate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიდოტები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
0.5% საინექციო ხსნარი 5 მგ/მლ
1% საინექციო ხსნარი 10 მგ/მლ
2.5% საინექციო ხსნარი 25 მგ/მლ
რესკუვოლინი შეიცავს კალციუმის ფოლინატს, ტეტრაჰიდროფოლის მჟავის ფორმილურ წარმოებულს კალციუმის მარილის სახით.
რესკუვოლინის 0.5%-იანი საინექციო საშუალების 5 მგ/მლ შეიცავს კალციუმის ფოლინატს, რომელიც შეესაბამება ფოლის მჟავის 5 მგ (1 მლ), 15 მგ (3 მლ), 50 მგ (10 მლ), 100 მგ (20 მლ), 200 მგ (40 მლ), 300 მგ (60 მლ) და 500 მგ (100 მლ).
რესკუვოლინის 1%-იანი საინექციო საშუალების 10 მგ/მლ შეიცავს კალციუმის ფოლინატს, რომელიც შეესაბამება ფოლის მჟავის 50 მგ (5 მლ), 100 მგ (10 მლ), 200 მგ (20 მლ), 300 მგ (30 მლ), 500 მგ (50 მლ).
რესკუვოლინის 2.5%-იანი საინექციო საშუალების 25მგ/მლ შეიცავს კალციუმის ფოლინატს, რომელიც შეესაბამება ფოლის მჟავის 25 მგ (1 მლ), 50 მგ (2 მლ), 100 მგ (4 მლ), 200 მგ (8 მლ), 300 მგ (12 მლ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციუმის ფოლინატი წარმოადგენს 5-ფორმილ ტეტრაჰიდროფოლის მჟავის კალციუმის მარილს. იგი ფოლის მჟავის აქტიური მეტაბოლიტია და წარმოადგენს ნუკლეინის მჟავის სინთეზისთვის აუცილებელი კო-ფერმენტს ციტოტოქსიურ თერაპიაში.
კალციუმის ფოლინატი ხშირად გამოიყენება ფოლის მჟავის ისეთი ანტაგონისტების ტოქსიკურობის შესამცირებლად და მათი მოქმედების შესასუსტებლად, როგორიცაა მეთოტრექსატი. კალციუმის ფოლინატი და ფოლის მჟავის ანტაგონისტები სარგებლობენ ერთიდაიგივე მემბრანული სატრანსპორტო სისტემით და კონკურენციას უწევენ ერთმანეთს უჯრედებში ტრანსპორების დროს, რის შედეგადაც იწვევს ფოლატის ანტაგონისტის გამოძევებას. ფოლატის შემცირებული მარაგის აღდგენის ხარჯზე ის აგრეთვე იცავს უჯრედებს ფოლატის ანტაგონისტების ზემოქმედებისგან. კალციუმის ფოლინატი წარმოადგენს H4 ფოლატის პრერედუცირებულ წყაროს; აქედან გამომდინარე, მას შეუძლია გადალახოს ფოლატის ანტაგონისტის ბლოკადა და წარმოადგენდეს ფოლის მჟავის სხვადასხვა კო-ფერმენტული ფორმების წყაროს.
კალციუმის ფოლინატი აგრეთვე ხშირად გამოიყენება ფტორურაცილის (5-FU) ბიოქიმიურ მოდულაციაში, რათა გააძლიეროს მისი ციტოტოქსიური აქტივობა. 5-FU თრგუნავს თიმიდილატ სინთაზას (TS), პირიმიდინის ბიოსინთეზში მონაწილე ძირითად ფერმენტს. კალციუმის ფოლინატი აძლიერებს თიმიდილატ სინთაზას დათრგუნვას ფოლატის შიდაუჯრედული მარაგის გაზრდის ხარჯზე და ამგვარად ახდენს 5FU-TS კომპლექსის დასტაბილურებას და მისი აქტივობის გაძლიერებას. ინტრავენური კალციუმის ფოლინატი შეიძლება დაინიშნოს ფოლატის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ან ამ მდგომარეობის სამკურნალოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი თავიდან აცილება ან მკურნალობა შეუძლებელია ფოლის მჟავის შიგნით მიღების გზით. იგი შეიძლება დაინიშნოს ტოტალური პარენტერული კვებისა და მწვავე მალაბსორბციული დარღვევების დროს. იგი აგრეთვე ინიშნება ფოლის მჟავის დეფიციტით გამოწვული მეგალობლასტური ანემიის სამკურნალოდ, როდესაც მისი შიგნით მიღება შეუძლებელია.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
წყალხსნარების ინტრამუსკულური შეყვანის დროს სისტემური ბიოშეღწევადობა ინტრავენური ინფუზიის მსგავსია. მიუხედავად ამისა, შრატში მისი მაქსიმალური დონის მხრივ შედარებით (Cmax) უფრო დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
მეტაბოლიზმი
კალციუმის ფოლინატი რაცემატია, რომელშიც L- ფორმა (L-5- ფორმილტეტრაჰიდროფოლატი, L-5- ფორმილ -THF) აქტიური ოპტიკური იზომერია. ფოლის მჟავის ძირითადი მეტაბოლიტია 5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავა (5-მეთილ -THF), რომელიც უპირატესად გამომუშავდება ღვიძლსა და ნაწლავის ლორწოვანში.
განაწილება
ფოლის მჟავის განაწილების მოცულობა არ არის ცნობილი.
შრატში ძირითადი ნივთიერების (D/L-5- ფორმილტეტრაჰიდროფოლის მჟავა, ფოლის მჟავა) მაქსიმალური მაჩვენებელი მიიღწევა შეყვანიდან 10 წუთის შემდეგ.
AUC L-5- ფორმილ -THF და 5-მეთილ -THF იყო 28.4±3.5 მგ.წთ/ლ და 129±112 მგ.წუთ/ლ 25 მგ დოზის შემდეგ. არააქტიური D- იზომერი არსებობს უფრო მაღალი კონცენტრაციით, ვიდრე L-5- ფორმილ-ტეტრაჰიდროფოლატი.
ელიმინაცია
აქტიური L-formisTvis ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 32-35 წუთს, ხოლო არააქტიური D- ფორმისთვის კი - 352- 485 წუთს.
აქტიური მეტაბოლიტების მთლიანი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 საათს (ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ).
ექსკრეცია
80-90% გამოიყოფა შარდთან ერთად (5- და 10-ფორმილ-ტეტრაჰიდროფოლატების არააქტიური მეტაბოლიტები), ხოლო 5-8% - ფეკალურ მასებთან ერთად.
5.3 ინფორმაცია პრეკლინიკურ უსაფრთხოებაზე
კალციუმის ფოლინატის ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების კვლევები არ ჩატარებულა, იწვევს თუ არა იგი ტოქსიკურ ეფექტებს განმეორებითი დოზების შეყვანის შემდეგ, გენოტოქსიურობას, კარცინოგენულ ეფექტებს და რეპროდუქციული სისტემის ტოქსიკურობას. მიუხედავად ამისა, არის კალციუმის ფოლინატის გამოყენების მდიდარი კლინიკური გამოცდილება და ყველა შესაბამისი ინფორმაცია პრეპარატის მიღების შესახებ აღწერილია აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის სხვა ნაწილებში.
ჩვენებები
კალციუმის ფოლინატი ინიშნება:
- ტოქსიკურობის შემცირებისათვის და ფოლის მჟავის ანტაგონისტების მოქმედების საწინააღმდეგოდ, მაგალითად მეთოტრექსატის ციტოტოქსიკურ თერაპიაში და დოზის გადაჭარბების დროს მოზრდილებში და ბავშვებში. ციტოტოქსიურ თერაპიაში ეს პროცედურა ცნობილია როგორც “კალციუმის ფოლინატის გადამრჩენი მკურნალობა”.
- ფტორურაცილთან კომბინაციაში მეტასტაზური პროქტოლოგიური კარცინომის სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
მხოლოდ ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის. რადგან ხსნარის შემადგენლობაში შედის კალციუმი შესაბამისად, შესაბამისად ინტრავენური მიღების შემთხვევაში არ შეიძლება კალციუმის ფოლინატის 160 მგ-ზე მეტის შეყვანა ერთ წუთში.
ინტრავენური ინფუზიისათვის კალციუმის ფოლინატი შეიძლება განზავდეს 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან გლუკოზის 5% ხსნარით. აგრეთვე იხილეთ ნაწილი 6.3 და 6.6.
კალციუმის ფოლინატის გადამრჩენი მკურნალობა იმის გამო, რომ “ფოლინატით გადარჩენის” ჩატარების გრაფიკი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მეთოტრექსატის საშუალო ან დიდი დოზის მიღების წესებზე, მეთოტრექსატი განსაზღვრავს “Fფოლინატით გადარჩენის” ჩატარების გრაფიკს. ფოლინატის დოზირებისა და მიღების წესებისთვის სასურველია გამოყენებულ იქნას პროტოკოლით გათვალისწინებული მეთოტრექსატის საშუალო ან მაღალი დოზები.
ქვემოთ მოყვანილი გაიდლაინები შეიძლება გამოდგეს იმ რეჟიმების საილუსტრაციოდ, რაც გამოიყენება მოზრდილებში, ხანდაზმულებში და ბავშვებში:
პაციენტებში მალაბსორბციულ სინდრომებით ან კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევებით, რომლის დროსაც ვერ ხერხდება ნაწლავის აბსორბციის პროცესი, კალციუმის ფოლინატი შეჰყავთ პარენტერული გზით. 25-50 მგ-ზე დიდი დოზები უნდა იყოს შეყვანილი პარენტერულად კალციუმის ფოლინატის გაჯერებული ენტერალური აბსორბციის გამო.
ფოლის მჟავის “გადამრჩენი მკურნალობა” საჭიროა მაშინ, როდესაც მეთოტრექსატი მიიღება უფრო მაღალ დოზებში, ვიდრე 500 მგ/მ² სხეულის წონაზე. ასევე ასეთი მკურნალობის ჩატარებას ვარაუდობენ 100-500 მგ/მ² დოზების მიღების დროს.
იმის გამო, რომ ფოლის მჟავის ანტაგონისტების ტოლერანტობის უნარი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, არ არსებობს კალციუმის ფოლინატის მკაცრი გაიდლაინები, რომელიც გამოდგება მეთოტრექსატის დოზების გადასარჩენად.
კალციუმის ფოლინატის დოზა და მიღების ხანგრძლივობა პირველ რიგში დამოკიდებულია მეთოტრექსატის ტიპსა და დოზაზე და/ან ტოქსიკურობის სიმპტომების გაჩენაზე. ზოგადად, კალციუმის ფოლინატის პირველი დოზა 15 მგ (6-12 მგ/მ²) მიიღება მეთოტრექსატის ინფუზიის დაწყებიდან 12-24 საათის შემდეგ (მაქსიმუმ 24 საათის შემდეგ). იგივე დოზა მიიღება ყოველ 6 საათში 72 საათის პერიოდის განმავლობაში. რამდენიმე პარენტერული დოზის მიღების შემდეგ შესაძლებელია გადასვლა პერორალურ მიღებაზე.
კალციუმის ფოლინატის მიღებასთან ერთად, “კალციუმის ფოლინატით გადარჩენის” თერაპიის განუყოფელი ნაწილია მეთოტრექსატის სწრაფი გამოყოფის უზრუნველყოფისთვის საჭირო გარკვეული ზომების მიღება (დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფის შენარჩუნება და შარდში ტუტე ბალანსის შექმნა). თირკმელების ფუნქცია უნდა გაკონტროლდეს შრატის კრეატინინის ყოველდღიური გაზომვით.
მეთოტრექსატის ინფუზიის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ უნდა განისაზღვროს მეთოტრექსატის ნარჩენი დონე. თუ მეთოტრექსატის ნარჩენი დონე > 0.5 μmol/l, მაშინ კალციუმის ფოლინატის დოზირება უნდა შეიცვალოს შემდეგი ცხრილის მიხედვით:
კომბინირებული 5-ფტოროურაცილთან მეტასტაზური პროქტოლოგიური კარცინომის სამკურნალოდ:
გამოიყენება სხვადასხვა რეჟიმები და დოზები, თუმცა ოპტიმალური დოზა დადგენილი არ არის.
შემდეგი გრაფიკები გამოიყენება მოზრდილებში და მოხუცებში მეტასტაზური პროქტოლოგიური კარცინომის სამკურნალოდ და მოყვანილია მაგალითად. ბავშვებში ამ კომბინაციების გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
"თვეში ორჯერ" რეჟიმი: კალციუმის ფოლინატის 200 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზიის 2 საათის განმავლობაში, რასაც შემდგომში მოჰყვება 5-FU-s 400 მგ/მ2 დარტყმითი დოზის ინფუზია და 5-FU-s (600 მგ/მ2) 22-საათიანი ინფუზია 2 მომდევნო დღის განმავლობაში, ყოველ 2 კვირას, პირველ და მეორე დღეს.
ყოველკვირეული რეჟიმი: კალციუმის ფოლინატის 20 მგ/მ2 დარტყმითი დოზის ი.ვ. ინფუზია ან 200-500 მგ/მ2 ი.ვ. ინფუზია 2 საათის განმავლობაში, ამას დამატებული 500 მგ/მ2 5-ფტორურაცილის დარტყმითი დოზის ინფუზია კალციუმის ფოლინატის ინფუზიის შუაში ან დამთავრებისას.
ყოველთვიური რეჟიმი: კალციუმის ფოლინატის 20 მგ/მ2 დარტყმითი დოზის ი.ვ. ინფუზია ან 200-500 მგ/მ2 ი.ვ. ინფუზია 2 საათის განმავლობაში, რასაც დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს 425 ან 370 მგ/მ2 5-ფტორურაცილის დარტყმითი ი.ვ. დოზის ინფუზია 5 მომდევნო დღის განმავლობაში.
5-ფტორურაცილთან კომბინირებული მკურნალობის დროს შეიძლება საჭირო გახდეს 5-ფტორურაცილის დოზის მოდიფიკაცია და მკურნალობის დროებითი შეჩერება, პაციენტის მდგომარეობის, კლინიკური პასუხისა და დოზა-შემზღუდველი ტოქსიურობის მიხედვით, როგორც ეს აღწერილია 5-ფტორურაცილის ინფორმაციაში. კალციუმის ფოლინატის დოზის შემცირება არ არის საჭირო.
განმეორებითი მკურნალობის ციკლების რაოდენობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
ფოლის მჟავის ანტაგონისტების - ტრიმეთრექსატის, ტრიმეთოპრიმის და პირიმეთამინის ანტიდოტი:
ტრიმეთრექსატის ტოქსიკურობა:
- პრევენცია: კალციუმის ფოლინატი მიიღება ყოველდღე ტრიმეთრექსატით მკურნალობის დროს და ტრიმეთრექსატის ბოლო დოზიდან 72 საათის განმავლობაში. კალციუმის ფოლინატი შეიძლება შეყვანილი იყოს ან ინტრავენური გზით 20 მგ/მ² დოზით 5-10 წუთის განმავლობაში ყოველ 6 საათში, დღეღამური დოზით 80 მგ/მ², ან პეორალური გზით 20 მგ/მ² -იანი 4 დოზის სახით და თანაბარი ინტერვალებით. კალციუმის ფოლინატის დღეღამური დოზები უნდა დარეგულირდეს ტრიმეთრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მიხედვით.
- დოზის გადაჭარბება (შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ტრიმეთრექსატის 90 მგ/მ² -ზე მეტი დოზის შეყვანისას, თუ მისი ინფუზია ხდება კალციუმის ფოლინატის გარეშე): ტრიმეთრექსატის შეწყვეტის შემდეგ, კალციუმის ფოლინატის 40 მგ/მ² ინტრავენურად ყოველ 6 საათში 3 დღის განმავლობაში.
ტრიმეთოპრიმის ტოქსიურობა:
- ტრიმეთოპრიმის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ, კალციუმის ფოლინატის 3-10 მგ/დღეში, სანამ სისხლის ანალიზის მაჩვენებლები არ დაუბრუნდება ნორმის ფარგლებს.
პირიმეთამინის ტოქსიკურობა:
პირიმეთამინის დიდი დოზის ან მცირე დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარებისას, კალციუმის ფოლინატის 5-50 მგ/დღე ერთდროულად უნდა იყოს შეყვანილი, გამომდინარე სისხლის პერიფერიული ანალიზიდან.
გვერდითი მოვლენები
ორივე თერაპიული ჩვენება:
იმუნური სისტემის დარღვევები:
ძალიან იშვიათი, მათ შორის შემთხვევითი მოვლენები (<0.01%):
ალერგიული რეაქციები, მათ შორის ფსევდოანაფილაქსიური რეაქციები და ჭინჭრის ციება.
ფსიქიატრიული დარღვევები:
იშვიათი (0.01-0.1%):
დიდი დოზების მიღების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს უძილობა, შფოთვა და დეპრესია.
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები:
იშვიათი (0.01-0.1%):
მიღების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები.
ნევროლოგიური დარღვევები:
იშვიათი (0.01-0.1%):
ეპილეფსური შეტევების გახშირება (აგ. იხ. ნაწილი 4.5 “ურთიერთქმედება”)
ზოგადი დარღვევები და ლოკალური რეაქციები:
არახშირი (0.1-1%):
აღინიშნა ცხელება კალციუმის ფოლინატის ინექციის სახით მიღების შემდეგ.
მეტასტაზური პროქტოლოგიური კარცინომა:
ზოგადად მკურნალობის უსაფრთხოება დამოკიდებულია დოზირების გრაფიკზე, გამოყენებულ 5-ფტორურაცილთან კომბინაციაზე, რადგან 5-ფტორურაცილი აძლიერებს ტოქსიკურობას:
ყოველთვიური რეჟიმი:
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები:
ძალიან ხშირი (>10%)
გულისრევა და ღებინება.
ზოგადი დარღვევები და ლოკალური რეაქციები ინექციის ადგილას:
ძალიან ხშირი (>10%)
ლორწოვანი გარსის (ძლიერი) ტოქსიურობა.
სხვა არასასურველი ეფექტის გაძლიერება 5-ფტორურაცილის მოქმედებით არ აღინიშნება (მაგ. ნეიროტოქსიურობა)
ყოველკვირეული რეჟიმი:
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები:
ძალიან ხშირი (>10%)
დიარეა ტოქსიურობის მაღალი დონით და გაუწყლოვნება მთავრდება ჰოსპიტალიზაციითა ან სიკვდილით. დიარეისა ან მუკოზიტის აღმნიშვნელი ყოველი სიმპტომი (I ხარისხიც კი) მოითხოვს ქიმიოთერაპიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას სიმპტომების სრულ გაუჩინარებამდე. ხანდაზმული და სუსტი პაციენტები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ამ არასასურველი ეფექტების მიმართ. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო ამ პაციენტების მიმართ.
უკუჩვენება
კალციუმის ფოლინატზე ან ერთ-ერთ კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობა. ავთვისებიანი ანემია და სხვა მეგალობლასტური ანემიები (იმის გამო, რომ არის მარტო ჰემატოლოგიური რემისია) და ანემიის სხვა ტიპები, გამოწვეული ვიტამინ B12 დეფიციტით.განსაკუთრებული სიფრთხილე და მითითებები გამოყენების დროს
კალციუმის ფოლინატი უნდა იყოს შეყვანილი მხოლოდ ინტრამუსკულურად და ინტრავენურად და არა ინტრათეკალურად. როდესაც ფოლის მჟავა შეიყვანეს ინტრათეკალურად მეთოტრექსატის გადაჭარბებული დოზის ინტრათეკალურად შეყვანის შემდეგ, დაფიქსირდა სიკვდილი
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ამჟამად არ არსებობს შესაფერისი და კარგად ჩატარებული კლინიკური გამოკვლევები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ცხოველების რეპროდუქციულ სისტემაზე კალციუმის ფოლინატის მოქმედების შესახებ ოფიციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა. მონაცემები ფოლის მჟავის მავნე ზემოქმედების შესახებ ორსულობის დროს არ მოიპოვება. ორსულობის დროს მეთოტრექსატი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სარგებელი აჭარბებს ნაყოფთან დაკავშირებულ რიკს. თუ მიუხედავად ორსულობისა ან ლაქტაციისა, უნდა მოხდეს მეთოტრექსატით ან სხვა ფოლატური ანტაგონისტით მკურნალობის ჩატარება, არანაირი შეზღუდვა კალციუმის ფოლინატის გამოყენებისა ტოქსიურობის შემცირებისთვის ან ეფექტების წინააღმდეგ, არ არსებობს.
5-ფტორურაცილის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ჩვეულებრივ, უკუნაჩვენებია; ეს აგრეთვე შეეხება კალციუმის ფოლინატის და 5-ფტორურაცილის კომბინირებულ გამოყენებას.
აგრეთვე იხილეთ მეთოტრექსატის ჯამური მახასიათაბლები; სხვა ფოლატების ანტაგონისტების და 5-ფტორურაცილის შემცველი სამედიცინო პრეპარატები.
ლაქტაციის პერიოდი
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა კალციუმის ფოლინატი ადამიანის რძეში. კალციუმის ფოლინატი გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, თერაპიული მითითებების მიხედვით
განსაკუთრებული მითითებები
კალციუმის ფოლინატი გამოყენებული უნდა იყოს მეთოტრექსატთან ან 5-ფტორურაცილთან მხოლოდ ქემიოთერაპიული საშუალებების გამოყენებაში გამოცდილი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
კალციუმის ფოლინატით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს ავთვისებიანი ანემია და ვიტამინ B12 დეფიციტით გამოწვეულ სხვა ანემიები.
მრავალი ციტოტოქსიკური სამედიცინო საქონელი - დნმ-ს სინთეზის პირდაპირი და არაპირდაპირი ინჰიბიტორები- იწვევს მაკროციტოზს (ჰიდროქსიკარბამიდი, ციტარაბინი, მერკაპტოპურინი, თიოგუანინი). ასეთი მაკროციტოზის დროს არ არის საჭირო ფოლის მჟავის მკურნალობის ჩატარება.
პაციენტებში ეპილეფსიით, რომლებიც მკურნალობენ ფენობარბიტალით, დიფენინით, პრიმიდონითა და სუქცინამიდით, არსებობს შეტევების სიხშირის გაზრდის რისკი, ანტიეპილეფსიური პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციების დაქვეითების გამო. რეკომენდირებულია კლინიკური ზედამხედველობა, შესაძლოა პლაზმური კონცენტრაციების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, ანტიეპილეფსიური პრეპარატის დოზის ადაპტირება კალციუმის ფოლინატის მიღების დროს და მიღების დამთავრების შემდეგ. (აგრეთვე იხილეთ ნაწილი 4.5 ურთიერთმოქმედება)
კალციუმის ფოლინატი / 5-ფტორურაცილი
კალციუმის ფოლინატმა შეიძლება გაზარდოს 5-ფტორურაცილის ტოქსიურობის რისკი, განსაკუთრებით ხანშიშესულ ან დასუსტებულ პაციენტებში. ყველაზე ხშირი გამოვლენებია ლეიკოპენია, მუკოზიტი, სტომატიტი და/ან დიარეა, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია დოზის შეზღუდვის გზით. 5-ფლუოროურაცილის მონოთერაპიისგან განსხვავებით, კალციუმის ფოლინატის და 5-ფტორურაცილის კომბინაციაში გამოყენებისას, ტოქსიკური ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში 5-ფტორურაცილის დოზა უნდა შემცირდეს. არ შეიძლება 5-ფლუოროურაცილი/კალციუმის ფოლინატით კომბინირებული მკურნალობის არც დაწყება და გაგრძელება პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტოქსიკური სიმპტომებით, მანამდე სანამ ეს სიმპტომები მთლიანად არ გაქრება.
იმის გამო, რომ დიარეა შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტოქსიურობის ნიშანი, პაციენტები დიარეით უნდა იყვნენ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, სიმპტომების გაქრობამდე, რადგან შეიძლება ადგილი ჰქონდეს სწრაფ კლინიკურ გაუარესებას ლეტალური შედეგით. თუ გაჩნდა დიარეა და/ან სტომატიტი, რეკომინდირებულია 5-FU-ს დოზის შემცირება სიმპტომების სრულ გაუჩინარებამდე. ასეთი ტოქსიკური ეფექტებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ხანშიშესულ და ფიზიკურად დასუსტებულ პაციენტებს. შესაბამისად მსგავსი პაციენტების მკურნალობისას საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების გამოვლენა.
ხანდაზმულებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც მანამდე გადატანილი აქვთ სხივური თერაპია, რეკომენდირებულია 5-ფტორურაცილის შემცირებული დოზის დაწყება.
კალციუმის ფოლინატი არ უნდა შეერიოს 5-ფლუოროურაცილს ი.ვ. ინექციის ან ინფუზიისას.
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ 5-ფტორურაცილ/კალციუმის ფოლინატის კომბინირებული მკურნალობა, უნდა ხორციელდებოდეს კალციუმის დონის მონიტორინგი, ხოლო კალციუმის დაბალი დონის შემთხვევაში უნდა მოხდეს კალციუმის დონის აღდგენა.
კალციუმის ფოლინატი/მეთოტრექსატი
მეთოტრექსატის ტოქსიურობის შემცირების სპეციფიკური დეტალებისთვის უნდა მიემართოს მეთოტრექსატის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამებას.
კალციუმის ფოლინატს არ გააჩნია არანაირი ეფექტი მეთოტრექსატის არა-ჰემატოლოგიურ ტოქსიურობაზე, რაც გამოწვეულია თირკმელებში მეთოტრექსატის და/ან მისი მეტაბოლიტის გამოლექვით. პაციენტებში, რომლებშიც მეთოტრექსატის ადრეული ელიმინაციის ფაზა გახანგრძლივებულია, შეიძლება განვითარდეს თირკმლის შექცევადი უკმარისობა და მეთოტრექსატით გამოწვეული ყველა ტოქსიკური მოვლენები. ანამნეზში არსებული ან მეთოტრექსატით გამოწვეული თირკმლების უკმარისობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მეთოტრექსატის დაყოვნებულ გამოყოფასთან და შესაძლოა გაზარდოს საჭიროება უფრო დიდი დოზების შეყვანის და კალციუმის ფოლინატის უფრო ხანგრძლივი გამოყენებისათვის.
კალციუმის ფოლინატის გადაჭარბებული დოზები თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ამას შეიძლება თან მოჰყვეს მეთოტრექსატის სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობის დაქვეითება, განსაკუთრებით ცნს-ს სიმსივნების დროს, სადაც განმეორებადი კურსების შემდეგ გროვდება კალციუმის ფოლინატი.
მემბრანის სატრანსპორტო სისტემის დაქვეითების შედეგად განვითარებული რეზისტენტობა მეთოტრექსატის მიმართ მიანიშნებს აგრეთვე რეზისტენტობის განვითარებაზე ფოლის მჟავის მიმართაც, რადგან ორივე პრეპარატი იყენებს ერთსა და იმავე ტრანსპორტულ სისტემას.
ფოლატის ანტაგონისტის დოზის შემთხვევითი გადაჭარბებისას საჭიროა მკურნალობის ჩატარება. რაც უფრო იზრდება ინტერვალი მეთოტრექსატის მიღებისა და კალციუმის ფოლინატის `გადარჩენის მკურნალობის’’ შორის, მით უფრო მცირდება კალციუმის ფოლინატის ეფექტურობა ტოქსიური ეფექტების წინააღმდეგ.
ლაბორატორიული ანომალიებისა და კლინიკური ტოქსიკურობის განხილვის დროს ყოველთვის გასათვალისწინებელია პაციენტის მიერ სხვა მედიკამენტების მიღების შესაძლებლობა, რომლებიც ურთიერთქმედებენ მეთოტრექსატთან (მაგ. მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლიან მეთოტრექსატის განადგურებას ან უკავშირდებიან შრატისმიერ ალბუმინს).
4.5 სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები თუ კალციუმის ფოლინატი მიიღება ფოლის მჟავის ანტაგონისტთან ერთად (მაგალითად, ტრიმოქსაზოლი, პირიმეთამინი), ფოლის მჟავის ანტაგონისტის მოქმედება შეიძლება დაქვეითდეს ან სრულად განეიტრალდეს.
კალციუმის ფოლინატმა შეიძლება შეაჩეროს ანტიეპილეფსიური პრეპარატების ეფექტი, როგორიცაა არიან ფენობარბიტალი, პრიმიდონი, დიფენინი და სუქცინამიდი, და შეიძლება გაზარდოს შეტევების სიხშირე. (ღვიძლის მეტაბოლიზმი იზრდება იმის გამო, რომ ფოლატი არის ერთერთი კო-ფაქტორი, შესაბამისად შეიძლება პლაზმაში დაქვეითდეს ფერმენტების ინდუქტორი ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების დონის. (აგრეთვე იხილეთ ნაწილი 4.4 და 4.8).
კალციუმის ფოლინატისა და 5-ფტორურაცილის ერთდროული მიღება აძლიერებს 5-ფტორურაცილის ეფექტურობასა და ტოქსიკურობას. (იხ. ნაწილი 4.2, 4.4 და 4.8).
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
არ არსებობს ინფორმაცია, რომ კალციუმის ფოლინატი მოქმედებს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს რეკომენდირებულზე მნიშვნელოვნად მეტი კალციუმის ფოლინატი, რაიმე გართულება არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, კალციუმის ფოლინატის ჭარბ რაოდენობას შეუძლია ნულზე დაიყვანოს ფოლის მჟავის ანტაგონისტების ქიმიოთერაპიული ეფექტი.
5-ფტორურაცილისა და კალციუმის ფოლინატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გამოიყენება 5-ფტორურაცილის დოზის გადაჭარბების დროს გამოყენებული მეთოდები.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეუთავსებლობები აღინიშნებოდა კალციუმის ფოლინატის საინექციო ფორმებისა და დროპერიდოლის, ფლუოროურაცილის, ფოსკარნეტისა და მეთოტრექსატის საინექციო ფორმებს შორის.
დროპერიდოლი
1. 1.25 მგ/0.5 მლ დროპერიდოლის 5 მგ/0.5 მლ-თან კალციუმის ფოლინატის შპრიცში შერევისას აღინიშნება დაუყოვნებელი დალექვა 5 წუთის განმავლობაში, თუ მათი ცენტრიფუგირება მოხდება 8 წუთის განმავლობაში 25° С ტემპერატურაზე.
2. 2.5 მგ/0.5 მლ დროპერიდოლის და 10 მგ/0.5 მლ კალციუმის ფოლინატის ერთმანეთის მიყოლებით შეყვანის შემდეგ აღინიშნება დაუყოვნებლივი დალექვა, როდესაც პრეპარატები შეჰყავთ Y- ადგილას სისტემის ჩარეცხვის გარეშე.
ფტორურაცილი
არ შეიძლება კალციუმის ფოლინატის შერევა 5-ფტორურაცილის ერთსა და იმავე ინფუზიაში, რადგან შეიძლება წარმოიქმნას ნალექი. გამოვლინდა, რომ 50 მგ/მლ ფტორურაცილი 20 მგ/მლ კალციუმის ფოლინატთან და 5% დექსტროზასთან ერთად ან მის გარეშე შეუთავსებელია, როდესაც მათი შერევა ხდება სხვადასხვა რაოდენობით და ინახება 4ºC, 23ºC ან 32ºC-ზე და პოლივინილის ქლორიდის კონტეინერებში.
ფოსკარნეტი:
24 მგ/მლ ფოსკარნეტი 20 მგ/მლკალციუმის ფოლინატთან ერთად: გამოვლინდა ყვითელი გაუმჭვირვალე ხსნარის წარმოქმნის შემთხვევები.
შენახვის პირობები და ვადები
არ შეიძლება რესკუვოლინის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე სიტყვებით “არ გამოიყენოთ შემდგომში” ან “ვადის გასვლა.” პირველი ორი რიცხვი აღნიშნავს თვეს, ხოლო ბოლო - წელს. შენახვის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.
6.4 სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვის დროს
რესკუვოლინის 0.5%-იანი საინექციო საშუალება 5 მგ/მლ უნდა ინახებოდეს საწყის შეფუთვაში 2-8ºC (მაცივარში), სინათლისგან დაცულ ადგილას.
რესკუვოლინის 1%-იანი საინექციო საშუალება 10 მგ/მლ უნდა ინახებოდეს საწყის შეფუთვაში 2-8ºC (მაცივარში), სინათლისგან დაცულ ადგილას.
რესკუვოლინის 2.5%-იანი საინექციო საშუალება 25 მგ/მლ უნდა ინახებოდეს საწყის შეფუთვაში 2-8ºC (მაცივარში), სინათლისგან ადგილას.
შენახვის ვადა განზავების შემდეგ:
გამოვლინდა, რომ განზავებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენების დროს იყო 72 საათი ოთახის ტემპერატურაზე (25ºC -ზე ნაკლები).
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატი გამოიყენება დაუყოვნებლივ. თუ არ მოხდა მისი გამოყენება მომზადებისთანავე, მაშინ შენახვის პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. ამ შემთხვევაში თუ პრეპარატი არ მომზადებულა კონტროლირებად და ასეპტიკურ პირობებში, პრეპარატი არ უნდა ინახებოდეს 24 საათზე მეტ ხანს 2-8ºC ტემეპერატურაზე მაღალ პირობებში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Teva Pharmacuetical Works Private Limited Company
უნგრეთი

მეთოტრექსატის მიღების დაწყებიდან 48 საათის შემდეგ მეთოტრექსატის ნარჩენი დონე სისხლში: | კალციუმის ფოლინატის დამატებითი დოზა ყოველ 6 საათში მისაღებად 48 საათის განმავლობაში ან სანამ მეთოტრექსატის დონე ნაკლებია 0.05 mol/l -ზე |
≥ 0.5 მმოლ/ლ | 15 მგ/მ² |
≥ 0.1 მმოლ/ლ | 100 მგ/მ² |
≥ 2.0 მმოლ/ლ | 200 მგ/მ² |