რიბოქსინი 2% 10მლ #10ა

რიბოქსინი
(RIBOXIN)


ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო და ქიმიური დასახელება:
inosine; 9-ბეტა-D-რიბოფურანოზილჰიპოქსანტინი;

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე;

შემადგენლობა: ხსნარის 1 მლ შეიცავს 20 მგ რიბოქსინს;
დამხმარე ნივთიერებები: ჰექსამეთილენტეტრამინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 1M ხსნარი, საინიექციო წყალი.

გამოშვების ფორმა. საინიექციო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კარდიოლოგიური პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. რიბოქსინი – ანაბოლური პრეპარატი, გააჩნია ანტიჰიპოქსიური და ანტიარითმიული მოქმედება. ის ატფ-ის წინამორბედს წარმოადგენს, უშუალოდ ღებულობს მონაწილეობას გლუკოზის ცვლაში და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აქტივიზაციას ჰიპოქსიისა და ატფ-ის არარსებობის პირობებში. პრეპარატი ააქტიურებს პიროყურძნის მჟავას მეტაბოლიზმს ქსოვილოვანი სუნთქვის ნორმალური პროცესის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ქსანტინდეჰიდროგენაზის აქტივაციას. რიბოქსინი დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე მიოკარდიუმში, კერძოდ კი ზრდის უჯრედების ენერგეტიკულ ბალანს, ასტიმულირებს ნუკლეოტიდების სინთეზს, ზრდის კრებსის ციკლის რიგი ფერმენტების აქტივობას. პრეპარატი აწესრიგებს მიოკარდიუმის შეკუმშვის აქტივობას და ხელს უწყობს დიასტოლის ფაზაში მიოკარდიუმის სრულ მოდუნებას კალციუმის იონების შეკავშირების უნარის ხარჯზე, რომლებიც უჯრედებს ეკვრიან მათი აღგზნების დროს, ააქტირებს ქსოვილების რეგენერაციას (განსაკუთრებით მიოკარდიუმისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსისა).
ფარმაკოკინეტიკა. ინტრავენური შეყვანისას რიბოქსინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში, მეტაბოლიზდება ღვიძლში, სადაც სრულად მოხმარდება ორგანიზმის ბიოქიმიურ რეაქციებს. გამოიყოფა უპირატესად შარდთან ერთად.

ჩვენებები. გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა, სტენოკარდია), საგულე გლიკოზიდების გამოყენებით გამოწვეული გულის რითმის დარღვევა, სხვადასხვა გენეზის კარდიომიოპათიების, მიოკარდიტების (ფიზიკური დატვირთვის ფონზე), ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია) მკურნალობა, უროკოპორფირია; ლეიკოპენიის პროფილაქტიკა დასხივებისას. მხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების სახით რიბოქსინი გამოიყენება ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს ნორმალიზებული თვალშიდა (ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების საშუალებით) წნევით.

გამოყენების მეთოდები და დოზები. უფროსებს და უფროსი ასაკის ბავშვებს – ინტრავენურად წვეთოვნად ან ნაკადით. თავდაპირველად შეყავთ 200 მგ (10 მლ 2% ხსნარი) ერთხელ დღეში, შემდეგ კარგი ამტანობის შემთხვევაში – 400 მგ-მდე (20 მლ 2%-იანი ხსნარი) 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურად შეირჩევა (საშუალოდ 10-15 დღე).
წვეთოვანი შეყვანისას ვენაში პრეპარატის 2%-იან ხსნარს განაზავებენ 5%-იანი გლუკოზის ხსნარში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში (250 მლ-მდე). პრეპარატი წვეთოვნად შეყავთ ნელა, 40 –60 წვეთი წუთში.
გულის რითმის მწვავე დარღვევების დროს შესაძლებელია ნაკადით შეყვანა ერთჯერადი დოზით 200 – 400 მგ (10 – 20 მლ 2%-იანი ხსნარი).

გვერდითი მოვლენები. პაციენტებში პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის ჰყპერემია. იშვიათ შემთხვევებში მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ხანგრძლივი მკურნალობისას – პოდაგრის გამწვავება. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

უკუჩვენებები. პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. პოდაგრა, ჰიპერურიკემია. პრეპარატის მიღება შეზღუდულია თირკმლის უკმარისობის დროს.

ჭარბი დოზირება. შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა ქავილის, კანის ჰიპერემიის სახით (პრეპარატი მოიხსნება და ტარდება მადესენსიბილიზირებელი თერაპია).

გამოყენების თავისებურებანი. თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის აზრით, მოსალოდნელი დადებითი ეფექტი აღემატება შესაძლო რისკს გამოყენებისას.
მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში შარდმჟავას დონის რეგულარული კონტროლი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება. რიბოქსინის ერთდროული გამოყენებისას ბეტა-ადრენობლოკატორებთან რიბოქსინის ეფექტი არ მცირდება. საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატი ხელს უშლის არითმიების განვითარებას და აძლიერებს ინოტროპულ მოქმედებას.
რიბოქსინი არ უნდა შეურიოთ ერთ შპრიცში სხვა სამკურნალო საშუალებებს,  პრეპარატების ქიმიური შეუთავსებლობიოს თავიდან აცილების მიზნით.

შენახვის პირობები და ვადები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში. ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტით.

შეფუთვა. 5 მლ ან 10 მლ ამპულაში; 10 ამპულა კოლოფში. 5 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ შეფუთვაში; 2 კონტურული შეფუთვა კოლოფში.

მწარმოებელი. ს/ს “გალიჩფარმა”.
მისამართი.  უკრაინა, 79024, ქ. ლვოვი. ოპრიშკოვსკაიას ქ. N 6/8.