ტინიდაზოლი 0.5გ #4ტ (ბულგ)

ტინიდაზოლი  500 მგ
შემოგარსული ტაბლეტები


შემადგენლობა

ერთი შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის აქტიური ნივთიერება: ტინიდაზოლი 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, მეტაკრილის მჟავა - მეთილმეტაკრილატის სოპოლიმერი (1:1), სალმანდი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, პოლისორბატი.

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები

მოქმედება
ტინიდაზოლი არის იმიდაზოლის წარმოებული. პრეპარატი აქტიურია პროტოზოული და ანაერობული ბაქტერიების მიმართ. ამ ჯგუფებში შედიან ტრიქომონასები, ენტამება და ლამბლიები.
პრეპარატი აღწევს ბაქტერიის უჯრედში და არღვევს დნმ-ის სპირალისებრ სტრუქტურას ან თრგუნავს მის სინტეზს.

ჩვენება
გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:
-ანაერობული ინფექციები:
-მუცლის ღრუში - პერიტონიტი, აბსცესი;
-გინეკოლოგიური - ენდომეტრიტები, ენდომეტრიოზი, ტუბოოვარული აბსცესი;
-პოსტოპერაციული ჭრილობის ინფექცია;
-ბაქტერიული სეპტიცემია კლინიკური ჩვენების არსებობისას და თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა პრეპარატის შიგნით მიღების            საშუალებას;
-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
-ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები - პნევმონია, ემპიემა, ფილტვის აბსცესი;
-არასპეციფიური ვაგინიტი;
-მწვავე წყლულოვანი გინგივიტი (წყლულების წარმოქმნით მიმდინარე ღრძილების ანთება);
-უროგენიტალური ტრიქომონიაზი მამაკაცებსა და ქალებში;
-ლამბლიოზი;
-ნაწლავური ამებიაზი;
-ღვიძლის ამებური ინფექცია.
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის, კუჭ-ნაწლავისა და გინეკოლოგიური ქირურგიული ჩარევის დროს.

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე
უკუჩვენება
არ შეიძლება ტინიდაზოლის გამოყენება შემდეგი მდგომარეობებისას:
-ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სპეციალური გაფრთხილება

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ორგანული ნევროლოგიური დაავადებისა და სისხლის დისკრაზიის დროს.
ტინიდაზოლის მსგავსი ქიმიური სტრუქტურის მქონე პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ისეთი ნევროლოგიური რეაქციები, როგორიც არის არეულობა,  თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა და ატაქსია.
მსგავსი რეაქციების განვითარებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
ტრიქომონიაზის მკურნალობა ტარდება ერთდროულად ორივე პარტნიორში.

ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ზემოქმედების სხვა ფორმები
თუ თქვენ იყენებთ ან იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტინიდაზოლი აძლიერებს კუმარინული ანტიკოაგულანტების მოქმედებას (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ სისხლის შედედებას), რაც, პრეპარატის გამოყენებისას და მკურნალობის შეწყვეტიდან 8 დღის განმავლობაში  თხოულობს ანტიკოაგულანტების დოზირების რეჟიმის ადაპტაციას.

გაფრთხილება პაციენტთა ზოგიერთი ჯგუფისათვის
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის დროს. პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში. ის აღწევს დედის რძეში და მისი კონცენტრაცია არის ისეთივე, როგორიც სისხლში.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე

საჭიროა პაციენტთა ინფორმირება, რომ იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიც არის არეულობა, კოორდინაციის დარღვევა და ატაქსია. ამ მოვლენებმა შესაძლებელია იმოქმედონ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.

ტინიდაზოლი გამოყენება საკვებთან და სასმელთან

მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელი არ გამოიყენება, არსებობს ე.წ. დისულფირამ-მსგავსი რეაქციის (კოლიკა, ღებინება, ტაქიკარდია და სახის გაწითლება) განვითარების საშიშროება. ალკოჰოლური სასმელი არ გამოიყენება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან 72 საათის შუალედში.

გამოყენება
გამოყენების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ტინიდაზოლი თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად.
ტაბლეტები გამოიყენება შიგნით, კვებისას ან კვების შემდეგ.
ანაერობული ინფექციები
მოზრდილები - საწყისი დოზა შეადგენს 2 გ (ოთხი ტაბლეტი) პირველ დღეს; შემდეგ იღებენ დღეში 1 გ ერთჯერადად ან ორ მიღებად 500 მგ 5-6 დღის განმავლობაში. 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობის გაგრძელების საჭიროება განისაზღვრება კლინიკური მდგომარეობისა და ლაბორატორიული შედეგების შეფასების შემდეგ.
12 წლამდე ასაკის ბავშვები - კლინიკური მონაცემები არ არის.
არასპეციფიური ვაგინიტი
მოზრდილები - 2 გ შიგნით ერთჯერადად. უფრო მძიმე ფორმის ინფექციებისას შესაძლებელია 2 გ-ის გამოყენება 2 დღის განმავლობაში (საერთო დოზა 4 გ).
მწვავე წყლულოვანი გინგივიტი
მოზრდილები - 2 გ ერთჯერადად შიგნით.
უროგენიტალური ტრიქომონიაზი
მოზრდილები - 2 გ ერთჯერადად შიგნით.
ბავშვები - ერთჯერადად შიგნით 50-75 მგ/კგ გამოანგარიშებით. საჭიროებისას შესაძლებელია პრეპარატის იგივე დოზის განმეორებითი მიღება.
ლამბლიაზი
მოზრდილები - 2 გ ერთჯერადად შიგნით.
ბავშვები - ერთჯერადად შიგნით 50-75 მგ/კგ გამოანგარიშებით. საჭიროებისას შესაძლებელია პრეპარატის იგივე დოზის განმეორებითი მიღება.
ნაწლავური ამებიაზი
მოზრდილები - 2 გ ერთჯერადად შიგნით 2-3 დღის განმავლობაში.
ბავშვები - ერთჯერადად შიგნით დღეში 50-60 მგ/კგ გამოანგარიშებით სამი დღის განმავლობაში.
ღვიძლის ამებური ინფექცია
მოზრდილები - საერთო დოზა ვარირებს 4,5-დან 12 გ-მდე, რაც დამოკიდებულია Entamoeba histolytica გამომწვევის ვირულენტობაზე.
საწყისი დოზა შეადგენს დღეში 1,5-2 გ ერთჯერადად სამი დღის განმავლობაში. ამ სქემის არაეფექტურობის შემთხვევაში მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს 6 დღემდე.
ბავშვები - შიგნით, ერთჯერადი დოზა დღეში 50-დან 60 მგ/კგ ხუთი დღის განმავლობაში.
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა
მოზრდილები - 2 გ ერთჯერადად, ჩარევამდე დაახლოებით 12 საათით ადრე.
12 წელზე უმცროსი ბავშვები - კლინიკური მონაცემები არ არის.
ასაკიანი პირები
არ არის განსაკუთრებული რეკომენდაციები დოზირების რეჟიმის მხრივ.
თუ თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ტინიდაზოლი მოქმედებს ძალიან ძლიერად ან ძალიან სუსტად, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ დახმარებისათვის ექიმს!
ნიშნები - აღგზნებადობა, თავის ტკივილი, გულის მოქმედების აჩქარება; მძიმე შემთხვევაში - შოკი, სისხლის წნევის დაწევა, გაგუდვა.
მკურნალობა - კუჭის დაცლა. სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება, სპეციფიური ანტიდოტი არ არის. პრეპარატის გამოყოფა შესაძლებელია ჰემოდიალიზის დახმარებით.
ჭარბი დოზის სიმპტომების გამოვლენისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

თუ თქვენ გამოტოვეთ ტინიდაზოლის დოზა

თუ თქვენ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის დაუყოვნებლივ, მაგრამ არ მიიღოთ შემდეგ დოზასთან ერთად.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი რეაქციები
სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად ტინიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პირში.
გვერდითი რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად, ისინი არიან სუსტად გამოხატულნი და ჩვეულებრივ სწრაფად გაივლიან. შესაძლებელია გამოვლინდეს:
-რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან - გულისრევა, ღებინება, უმადობა, დიარეა, მეტალის გემო პირში, მუცლის ტკივილი;
-ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები - გამონაყარო, ქავილი სასქესო ორგანოების არეში, ჭინჭრის ციება, იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში რეაქციები;
-ნევროლოგიური რეაქციები - გონების არევა, კოორდინაციის დარღვევა, ატაქსია (მოძრაობის დარღვევა);
-ჰემოტალოგიურგი რეაქციები - სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
-სხვა - თავის ტკვილი, გადაღლა, უსწორმასწორობა ენის ზედაპირზე, შარდის გამუქება.
თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, ან, თუ გამოვლენილი გვერდითი რეაქცია მძიმდება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეფუთვა
4 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
შენახვის ტემპერატურა არა უნდა აღემატებოდეს 25ºC.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 (სამი) წელი.
ტინიდაზოლი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტით.

მწარმოებელი
ბალკანფარმა-დუპნიცა ად,
,,სამოკოვსკოე შოსე’’ ქ. # 3,
2600, ქ. დუპნიცა, ბულგარეთი
ტელ.: +359/701 58 196; ფაქსი: +359/701 58 555