დრაჟე "უნდევიტი"
შემადგენლობა:
1 დრაჟე შეიცავს:
რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A) _ 0,001817გ ან რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A) _ 0,001135გ, რაც შეესაბამება 3300სე;
თიამინის ქლორიდი (ვიტამინი B1 )_ 0,002გ ან თიამინის ბრომიდი (ვიტამინი B1) _ 0,00258გ;
რიბოფლავინი _ 0,002გ;
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) _ 0,003გ;
ნიკოტინამიდი _ 0,02გ;
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) _ 0,000002გ;
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) _ 0,075გ;
ფოლის მჟავა _ -0,00007გ;
α-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) _ 0,01გ;
რუტინი (ვიტამინი P) _ 0,01გ;
კალციუმის პანთოტენატი _ 0,003გ.
დრაჟე ყვითელი ფერისაა დამახასიათებელი სუნით. ასევე გამოდის "უნდევიტის" შემოგარსული ტაბლეტები, ყვითელი ფერის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება, ვიტამინების კომპლექსი
ფორმა:
დრაჟე
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დრაჟე "უნდევიტი" წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელ საშუალებას _ ვიტამინების ჯგუფს. იგი იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ნორმალიზაციას ასაკობრივ ასპექტში.
ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება როგორც პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალება ნივთიერებათა ცვლის პროცესების და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
საშუალო ასაკის და მოხუცებულ ავადმყოფებში, მათ შორის ნაადრევი სიბერის და ასთენიური სინდრომის დროს.
წინააღმდეგჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანების, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ჭარბი დოზირების, ხანგრძლივი გამოყენებისას, პრეპარატში შემავალი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობის დროს აღინიშნება დისპეფსიური ცვლილებები, ალერგიული რეაქციები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ცვლილებები კანის და თმების მხრივ. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება წყდება.
დოზირება და მიღების წესი:
დრაჟე "უნდევიტი" ინიშნება ჭამის შემდეგ:
პროფილაქტიკის მიზნით _ 1 დრაჟე 2-3 ჯერ დღეში, სამკურნალოდ _ 2-2 დრაჟე 3 ჯერ დღეში 20-30 დღის განმავლობაში. განმეორებითი კურსი ტარდება 1-3 თვის შემდეგ.
შენახვის ვადა:
1 წელი
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
შეფუთვა:
50 ცალი დრაჟე ნარინჯისფერ ქილებში
მწარმოებელი და მისი მისამართი:
კიევის ვიტამინების ქარხანა
უკრაინა