აცც ლონგი #6პაკ

აცც ცხელი დასალევი
ACC Hot drink



საერთაშორისო დასახელება - acetylcysteine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - R05CB06

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
; მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
600 მგ #6 პაკეტი და 200 მგ #20 პაკეტი

მოქმედი ნივთიერება: აცეტილცისტეინი; 1 3-გრამიანი პაკეტი შეიცავს აცე-ტილცისტეინის 200 ან 600 მილიგრამს.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ასკორბინის მყავა, ნატრიუმის საქარინი, ლიმონის აგენტი გემოსათვის, თაფლის აგენტი გემოსათვის.
წამლის ფორმა:
ცხელი სასმელის დასამზადებელი ფხვნილი, პეროპალური გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სამკურნალო საშუალება გამოიყენება ხველისა და გაცივების დროს. მუკოლიტიკური საშუალება.
ფარმაკოკოლოგიული ჯგუფი: აცეტილცისტეინი არის მუკოლიტიკური (ამოსახველი) საშუალება, ცისტეინის ამინომჟავის წარმოებული. გამოიყენება ნახველის გასახსნელად სასუნთქი სისტემის ისეთი დაავადებისას, რომელსაც ახლავს ბრანტი ლორწოს წარმოქმნა. აცც®-ს აგრეთვე გააჩნია ანტიოქსიდანტური პნევმოპროტექტორული თვისებები. პრეპარატი ინარჩუნებს აქტიურობას ჩირქოვანი ნახველის შემთხვევაშიც. გარდა ამისა, აცც®-ს ხელს უწყობს გლუტატიონის სინთეზის ზრდას, რომელიც არის ქიმიური დეტოქსიკაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი. პრეპარატის ამ თავისებურების წყალობით შეიძლება მისი გამოყენება ანტიდოტის სახით პარაცეტამოლითა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებით (ალდეგიდებით, ფენოლებითა და სხვ.) მწვავე მოწამვლისას.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილთა და 2 წელზე უფროს ბავშვებში ბრონქიალური სისტემის მწვავე და ქრონიკული პათოლოგიის სამკურნალოდ – ისეთი დაავადებისას, რომელსაც ახლავს ბლანტი, აგრეთვე ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქიალური ასტმა, ბრონქოლიტი, მუკოვისციდოზი (კომბინირებულ თერაპიაში), ტრაქეიტი ბაქტერიული და/ან ვირუსული ინფექციის შედეგად; ლარინგიტი, სინუსიტი (სეკრეტის გამოყოფის გასაადვილებლად), ექსუდაციური შუა ოტიტი, პნევმონია, ათელექტაზი ლორწოვანი საცობით ბრონქების დაცობის შედეგად.
სასუნთქი გზებიდან ბლანტი სეკრეტის ამოღება პოსტტრავმატული ან პოსტოპერაციული მდგომარეობისას. პარაცეტამოლის ჭარბი დოზა.

მიღების წესები და დოზები

პრეპარატის დოზასა და მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები: აცეტილცისტეინის 400-600 მგ დღე-ღამეში (600 მგ 1 პაკეტი ერთხელ დღე-ღამეში ან 200 მგ 1 პაკეტი დღე-ღამეში 3-ჯერ) ან 200 მგ 2 პაკეტი დღე-ღამეში ერთხელ.
6-14 წლის ბავშვები: 400 მგ დღე-ღამეში 2-ჯერ (200 მგ 1 პაკეტი დღე-ღამეში 2-ჯერ).
2-5 წლის ბავშვები: 200-300 მგ დღე-ღამეში 2-ჯერ (200 მგ 1/2 პაკეტი დღე-ღამეში 2-3-ჯერ).
მუკოვისციდოზი. მუკოვისციდოზის შემთხვევაში, თუ პაციენტის სხეულის მასა 30 კგ აღემატება, საჭიროებისამებრ შეიძლება სადღეღამისო დოზის გაზრდა – 800 მგ-მდე დღე-ღამეში. 6 წელზე უფროს ბავშვებს ენიშნება, ჩვეულებრივ, 200 მგ დღე-ღამეში 3-ჯერ, ხოლო 2-5 წლის ბავშვებს – 100 მგ დღე-ღამეში 4-ჯერ (200 მგ 1/2 პაკეტი). მკურნალობას იწვებენ თანამიმდევრულად, ეფექტური დოზის თანდათან შერჩევით.
მიიღეთ აცც® მცელი სასმელი ჭამის შემდეგ. პაკეტის შიგთავსი გახსენით ნახევარ ჭიქა ცხელ წყალში და მიიღეთ მაქსიმალურად ცხელ მდგომარეობაში. აცეტილცისტეინის მუკოლიტიკური ეფექტის გასაძლიერებლად რეკომენდებულია დამატებით სითხის მიღება.
მწვავე არაგართულებული დაავადების შემთხვევაში აცც®-ს მიღების ხანგრძლივობა 5-7 დღეს არ აღემატება. ქრონიკული დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვის-ციდოზის დროს საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა ან მკურნალობა რამდენიმე თვიანი (6 თვემდე) კურსებით.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი ეფექტი იშვითად წარმოიქმნება და პრეპარატის მოხსნის შემდეგ სწრაფალ ქრება. ძალიან იშვიათად აღინიშნება გულძმარვა, გულის რევა, ღებინება, ფაღარათი, თავის ტკივილი, სტომატიტი, ხმაური ყურში, ალერგიული რეაქციები, არტერიული ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი (ჰიპერაქტიული ბრონქიალური სისტემის მქონე პაციენტებთან), გამონაყარი კანზე და ქავილი, ტაქიკარდია.
აცეტილცისტეინის მიმართ მომატებული მგრძობელობის და სხვა არასასურველი რეაქციის პირველსავე ნიშნების წარმოქმნისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება

აცც®-ს გამოყენება არ შეიძლება აცეტილცისტეინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიის), კუჭის ან თოლმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სისხლხველების, ფილტვის სისხლდენის შემთხვევაში; აგრეთვე ახალშობილებსა და 2 წლამდე ბავშვებთან.
სიფრთხილის ზომები:

მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს!
სიფრთხილეს მოითხოვს პრეპარატის გამოყენება ღვიძლის, თირკმელებისა და თირკმელზედა ჯირკვალის დაავადებათა შემთხვევაში. ბრონქიალური ასტმის დროს აცეტილცისტეინის გამოყენებისას საჭიროა ნახველის დრენაჟის უზრუნველყოფა.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს ორსულობისა და მეძუძურობის შესახებ!
აცეტილცისტეინის ემბრიოტოქსიკური მოქმედების შესახებ მონაცემების არარსებობის მიუხედავად, პრეპარატის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა დედის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისათვის შესაძლო ზიანის მიყენების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები
ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფთათვის:
აცც®-ს 200 1 პაკეტი შეესაბამება 0.21 პურის ერთეულს.
აცც®-ს 600 1 პაკეტი შეესაბამება 0.17 პურის ერთეულს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აუცილებლად აცნობენ ექიმს, რა პრეპარატებს იღებთ ამჟამად ან აპირებთ მიღებას (ურეცეპტოდ ან ექიმის რეცეპტით). სამკურნალო საშუალებათა უკონტროლო მიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენ ჯანმრთელობას.
ანტიბიოტიკები. აცც®-ს მიღება რეკომენდებული არ არის ტეტრაციკლინის რიგის (დოქსიციკლინის გარდა) ანტიბიოტიკებთან ერთად.
აცეტილცისტეინის მიზეზით სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკების ინაქტივაციის შემთხვევები აღინიშნება მხოლოდ in vitro ექსპერიმენტის დროს, მათი უშუალო შეხებისას. მაგრამ ავადმყოფის უსაფრთხოებისათვის ინვერვალი აცეტილცისტეინისა და ანტიბიოტიკების მიღებას შორის 2 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ხველის საწინააღმდეგო საშუალებები. acc®- სა და ხველის საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროული მიღებას ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო შეიძლება მოჰყვეს ნახველის დაგუბება.
ნიტროგლიცერინი. აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამათართოებელი ეფექტის გაძლიერება
აცეტილცისტეინი ამცირებს პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკურ მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა 3 წელს შეადგენს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურის (არა უმეტეს +25ºC-სა) პირობებში.

აფთიაქში გაცემის წესი

ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Salutas Pharma GmbH

გერმანია