შემადგენლობა: 500 მგ აცეტილ L-კარნიტინი, 75 მგ ვიტამინი C, 100 მგ არგინინი, 10 მგ ვიტამინი E, 20 მგ კოენზიმ Q 10, 5 მგ ვიტამინი B1, 20 მგ ლიკოპენი, 10 მგ ვიტამინი B 12, 50 მგ ჟენშენი, 5 მგ თუთია, 10 მგ მაკა, 50 მკგ სელენი, 400 მკგ ფოლის მჟავა.
ჩვენებები: გონებრივი და ფიზიკური გადაღლა; ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების და საერთო აქტივობის დაქვეითება; გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი; ჰეპატიტები, ჰეპატოზები; იმუნიტეტის დაქვეითება; ძლიერი ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში; ქრონიკული ალკოჰოლიზმი; კლიმაქტერული პერიოდი; ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი; მამაკაცის უნაყოფობა. უცნობი ეტიოლოგიის უშვილობა ქალებში, ოვულაციის დარღვევები; სექსუალური დისფუნქციები, ლიბიდოს დაქვეითება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში;
დოზირება და მიღების წესი: 1-2 ტაბლეტი დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა – 1 თვე.
გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია.
გარეგნული სახე და შეფუთვა: #30 ტაბლეტი შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: რივერ ფარმა