ალკაინი 0.5% 15მლ თვ/წვეთები

ალკაინი 0.5% 15მლ თვ/წვეთები

ალკაინი 0.5% 15მლ თვ/წვეთები
PROXYMETACAINE


გამოშვების ფორმა, შეფუთვა: თვალის წვეთები 0.5% - ფლაკონში 15 მლ, დოზატორით დროპ-ტეინერი.

შემადგენლობა:
   ___   1 მლ
                        
პროქსიმეტაკაინი--------------------------------------------------5 მგ
კონსერვანტი-ბენზალკონიუმის ქლორიდი-------------0.01%.
არააქტიური ინგრედიენტები: გლიცერინი, მარილმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (რეგულირებისათვის), გამოხდილი წყალი.

მწარმოებელი:
ბელგია

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ალკაინის ხსნარი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის. მისი ეფექტი ჩვეულებრივ ვითარდება ინსტილაციიდან 30 წამში და შენარჩუნებულია 15 წუთზე მეტ ხანს. პროქსიმეტაკაინი თრგუნავს უჯრედის მემბრანის განვლადობას ნატრიუმის იონებისადმი, რაც აფერხებს მოქმედების პოტენციალის წარმოქმნას და იწვევს ნერვული იმპულსის გატარების ბლოკირებას.

ჩვენება:
ალკაინის ხსნარი გამოიყენება ოფთალმოლოგიაში როგორც ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. იგი უზრუნველყოფს თვალშიდა წნევის გაზომვისას, რქოვანადან უცხო სხეულის და ნაკერების მოხსნისას, საკმარის გაუტკივარებას, ისევე როგორც სადიაგნოსტიკო მიზნით კონიუქტივიდან ანათალის აღებისას. პრეპარატი აგრეთვე ნაჩვენებია ადგილობრივი ანესთეზიისათვის ქირურგიული ჩარევის წინ.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი
 
ნაკერების მოსახსნელად: 1-2 წვეთი 2-3 წუთით ადრე ნაკერების მოხსნამდე;
უცხო სხეულის ამოსაღებად: ამოღებამდე 1-2 წვეთი და 1-2 წვეთი უშუალოდ ამოღების წინ.
ღრმა ანესთეზიისათვის კატარაქტის ოპერაციის წინ: 1-2 წვეთი ყოველ 5-10 წუთში 5-7-ჯერ, გაკვეთის წარმოებამდე.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგად შეითვისება ორგანიზმის მიერ. მისი რეკომენდებული დოზით ჩაწვეთებისას კონიუნქტივურ პარკში არ აღინიშნება დისკომფორტის შეგრძნება, ან იგი აღინიშნება ძალიან მსუბუქი ფორმით: გაღიზიანება, წვა, კონიუნქტივას შეწითლება, ცრემლდება ან თვალის ხშირი ხამხამი. ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს ჩაწვეთებისთანავე, ან რამოდენიმე საათის შემდეგ.

უკუჩვენება:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ავადმყოფებში, რომელთაც მომატებული აქვთ მგრძნობელობა ხსნარის რომელიმე კომპონენტის მიმართ. პაციენტთათვის არ არის რეკომენდებული პრეპარატის დამოუკიდებლად მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი ორსულებში ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
ამჟამად უცნობია გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში, მაგრამ ვინაიდან მედიკამენტების უმრავლესობა აღმოჩენილია მასში, ლაქტაციის პერიოდში საფრთხილოთა ალკაინის დანიშვნა.
პედიატრიაში ალკაინის ხსნარის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესასწავლად კლინიკური კვლევები არ არ არის ჩატარებული.

განსაკუთრებული მითითებები 
ზოგადი:
პრეპარატს სიფრთხილით უნიშნავენ იმ ავადმყოფებს, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები, გულის დაავადებები ან ჰიპერთირეოიდიზმი. პრეპარატის შორეული ტოქსიკური ეფექტების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ჭრილობის შედარებით შენელებული შეხორცება. ხანგრძლივი გამოყენებისას მხედველობაში მისაღებია სისტემური ტოქსიკურობის განვითარება (რომელიც გამოიხატება ცნს-ის სტიმულაციით, მისი შემდგომი დათრგუნვით) თუმცა პრეპარატის ადგილობრივად  საანესთეზიო მიზნით გამოყენებისას ასეთი რეაქციები გვხვდება უკიდურესად იშვიათად.
ადგილობრივი: ძალიან მნიშვნელოვანია ანესთეზიის მთელ პერიოდში თვალი დაცული იქნეს გამაღიზიანებელი ქიმიური ნივთიერებებისა და უცხო სხეულის მოხვედრისაგან. ასევე არასასურველია თვალის მოსრესა ან მასთან ხელით კონტაქტი, სანამ საანესთეზიო საშუალების მოქმედება არ გაივლის. დაუშვებელია საწვეთურის ზედაპირთან შეხება, რათა ხსნარი არ დაბინძურდეს.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: 
პრეპარატი ინახება 2-8oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 30 თვე. ფლაკონის გახსნის შემდეგ შენახვის ვადაა 1 თვე.