კალციმაგი+D2 75გ გრანულები #1ფ

კალციმაგი
(CALCIMAG)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მინერალებისა და ვიტამინ D2 კომპლექსი

შემადგენლობა:
გრანულების 5 გ შეიცავს:
ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) - 3000 სე;
კალციუმის გლუკონატი - 375 მგ;
კალციუმის და მაგნიუმის ინოციტოჰექსოფოსფატი (ფიტინი) - 125 მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კალციმაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ვიტამინი D2 ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან Сa -ის და P-ის აბსორბციასა და ძვლოვანი სისტემის ნორმალურ კალციფიკაციას. კალციუმის და მაგნიუმის ინოციტოჰექსოფოსფატი (ფიტინი) აძლიერებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და ზრდას. პრეპარატის შემადგენლობაში შედის კალციუმის გლუკონატი, ორგანიზმისათვის კალციუმის დამატებითი მიწოდებისათვის.

ჩვენებები:
- რაქიტის და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
- მდგომარეობები - რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება კალციუმზე და ვიტამინ D-ზე:
მზის სხივების უკმარისობა; ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები, რომელთა რაციონშიც აღინიშნება ვიტამინ D-ს დეფიციტი; მალაბსორბციის სინდრომი; ქრონიკული დიარეა; გასტრექტომია; სტეატორეა; ვეგეტერიანული დიეტა, დიეტა გახდომის მიზნით; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ჰორმონების, ანტიკონვულსიური პრეპარატების, იმუნოდეპრესანტების, ალუმინის შემცველი ანტაციდების, დიურეტიკების მიღება.
- კალციუმის ცვლის მოშლა, რომელსაც თან ახლავს: ოსტეოპათიები; სპაზმოფილია; ჰიპერაგზნებადობის სინდრომი: ტრემორი, ჰიპერესთეზია, კუნთთა თრთოლვა; ძვალწარმოქმნის პროცესების დარღვევევები და კბილების ამოჭრის შეფერხება; ზრდის შეჩერება ინტენსიური განვითარების პერიოდში.
- სისხალძარღვთა კედლის გამაგრების მიზნით: ანთებითი და ექსუდაციური პროცესების დროს.
- სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზების პროფილაქტიკა.

გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
რაქიტის პროფილაქტიკა:
ანტენატალური პროფილაქტიკა _ ორსულობის 32-ე კვირიდან _ 400 სე _ (1/2ჩაის კოვზი) ყოველდღიურად ბავშვის დაბადებამდე:
პოსტნატალური პროფილაქტიკა - ბავშვის 3 კვირის ასაკიდან (დღენაკლებში 10-14 დღიდან) 1/2 ჩაის კოვზი დღეგამოშვებით 1 წლის ასაკამდე.
რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა ანტიკონვულსიური პრეპარატების მიღების პერიოდში - ბავშვებში - დოზირებული ჭიქის 1/4 (1000 სე) დღეში.
მოზრდილებში - დოზირებული ჭიქის 1/4-1/2 (1000-2000 სე) პრეპარატის მიღების პერიოდში.
რაქიტისა და ოსტეომალაციის მკურნალობა:
საწყისი პერიოდი -1/2 ჩაის კოვზი (400 სე) ყოველდღე კლინიკური სიმპტომების გაქრობამდე.
რაქიტის მწვავე პერიოდში - 1/2-1 დოზირებული ჭიქა (2000-4000 სე) ყოველდღე საკურსო დოზაა 200000-400000 სე (3-6 თვე).
სამკურნალო კურსის დამთავრების შემდეგ - 1/2 ჩაის კოვზი (400 სე) ყოველდღე დგინდება ინდივიდუალურად.
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა - 1/4-1/2 დოზირებული ჭიქა ყოველდღე (1000-2000 სე) დგინდება ინდივიდუალურად.

უკუჩვენებები:
ჰიპერკალცემია, D ჰიპერვიტამინოზი, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერპარათირეოიდიზმი.

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერკალცემია.

გამოშვების ფორმა:
კალციმაგი 75 გ გრანულები პოლიეთილენის შეფუთვაში მზომი ჭიქით.

მწარმოებელი:
BIOFARMA, Turkey.