პაბიმედი 20მგ #60ტ

პაბიმედი
(Pabimed)


Pharmaceutical Works POLFA in
Pabianice, პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
C01EB15, S03B

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები:  შეფუთვაში 60 ც.
1 ტაბ.
ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდი . . . . .  .20 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
გარსის შემადგენლობა:
ჰიდროქსიპროპილომეთილცელულოზა E 5  
ჰიდროქსიპროპილომეთილცელულოზა E 15  
ჰიდროქსიპროპილცელულოზა
პოლიეთილენგლიკოლი 4000
წითელი ლაქი E124
კოშენილის წითელი E124

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიანგინალური პრეპარატი, მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრიმეტაზიდინი იცავს ორგანიზმის უჯრედებს იშემიის არასასურველი შედეგებისაგან უჯრედშიდა მეტაბოლიზმისა და ჰომეოსტაზის პროცესებზე ზემოქმედების გზით. ახდენს უჯრედშიდა მეტაბოლური აციდოზის განვითარების პრევენციას.
ტრიმეტაზიდინი ასევე უჯრედში ზრდის მაღალენერგეტიკული შენაერთების კონცენტრაციას.
პრეპარატი ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და ხელს უშლის ლიპიდების დაჟანგვას. თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას

ჩვენებები:

_ გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა.
_ ოტოლარინგოლოგია: როგორც თავბრუსხვევისა და ყურებში შუილის დამხმარე მკურნალობა.
_ ოფთალმოლოგია: როგორც მხედველობის დაქვეითებისა და სისხლძარღვოვანი წარმოშობის მხედველობის არეს დარღვევების დამხმარე მკურნალობა.

დოზირების რეჟიმი:

პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულებით.
ჩვეულებრივ მიიღება 40-60 მგ დღეში 2-3 თანაბარ დოზად, ე.ი. ერთი ტაბლეტი 2-3- ჯერ დღეში.
პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ჭიქა წყლის მიყოლებით

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმნიშვნელო დარღვევა, თავის ტკივილი, ძლიერი გულისცემის შეგრძნება

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არსებობს კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები, რომლებიც ეხება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტრიმეტაზიდინის გამოყენებას. ამის გამო ტრიმეტაზიდინის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის. პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მწვავე საჭიროების შემთხვევაში

განსაკუთრებული მითითებები

ტრიმეტაზიდინის გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიაში, ასევე კომბინირებული მკურნალობის დროს. პაციენტებში თირკმელების უკმარისობით აუცილებელია შესაბამისად პრეპარატის დოზის შემცირება.
ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარზე.

ჭარბი დოზა

რეკომენდებულზე დიდი დოზების მიღებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღნიშნული არ არის

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
Pharmaceutical Works POLFA in Pabianice