ანაფტინ 12% 8მლ ორალ/გელი

ანაფტინი® გელი

ანაფტინი® გელი ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას, რაც გამოწვეულია პირის ღრუში მცირე დაზიანებებით, მაგალითად აფტოზური სტომატიტის, აფტოზური წყლულების შედეგად, ასევე ბრეკეტებისა და ცუდად შერჩეული პროთეზების გამოყენებით მიღებული მცირე დაზიანებებით. ის, ასევე, ინიშნება დიფუზური აფტოზური წყლულების სამკურნალოდ.

მოქმედების მექანიზმი:
ანაფტინი® გელი შეიცავს პოლივინილპიროლიდონს (პვპ) და ჰუალურონის მჟავას, რომლებიც ქმნის პირის ღრუს შემომგარსველ დამცავ ფენას, დაზიანებული უბნების მექანიკური დაცვის უზრუნველყოფით, რაც ამსუბუქებს ღია ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით გამოწვეულ ტკივილს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰუალურონის მჟავა და ალოე ვერა უზრუნველყოფს დაზიანებული ქსოვილების ბუნებრივ შეხორცებას.

გამოყენების წესი:
წაისვით გელის 1-2 წვეთი პირში არსებული წყლულებზე ან ჭრილობებზე. არ შეეხოთ ჭრილობას აპლიკატორით. არ შეეხოთ ჭრილობას ენით სულ მცირე 2 წუთის განმავლობაში, დამცავი ფენის ფორმირებამდე. დაახურეთ თავსახური ყოველი გამოყენების შემდეგ. საუკეთესო შედეგის მისაღებად, არ მიიღოთ საკვები და სასმელი გელის წასმის შემდეგ სულ მცირე 1 საათის განმავლობაში.
გამოიყენეთ 3-4 ჯერ დღეში ან უფრო ხშირად, საჭიროების შემთხვევაში.

შემადგენლობა:
წყალი, პოლივინილპიროლიდონი (პვპ), მალტოდექსტრინი, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი 40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, ქსანტანის გომიზი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ჰუალურონატი, არომატიზატორი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას დინატრიუმი, ნატრიუმ-საქარინი, დიკალიუმის გლიცირიზატი, Aloe barbadensis.

სიფრთხილის ზომები:
აპლიკატორისა და გელის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით ყოველი ტუბი ანაფტინი® გელით გამოიყენება მხოლოდ ერთი პაციენტისთვის. ანაფტინი® გელი უკუნაჩვენებია ანამნეზში პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში. თუ ხართ ორსულად, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. პირის ღრუში წყლულების ხშირად განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ტუბის დაზიანებისა თუ გაჟონვის შემთხვევაში. პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. პრეპარატი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, გამაცხელებელი საშუალებების პირდაპირი ზემოქმედებისგან შორს. არ გაყინოთ.

მოცულობა:
8 მლ

მწარმოებელი:
ალიანს ფარმა სრლ (Alliance Pharma Srl),
რესტელის გამზირი 5, 20124 მილანი, იტალია

დისტრიბუტორი:
ბერლინ-ხემი აგ (მენარინი გრუპ),
გლინიკერ ვეგ 125, 12489 ბერლინი, გერმანია