ანბერ ბეიბი 10მლ სუსპენზია

ანბერ ბეიბი
(ANBER BABY)



ზოგადი დახასიათება:


არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
დიციკლოვერინი და სიმეთიკონი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ღია ნარინჯისფერი ბლანტი სითხე მოტკბო გემოთი და არომატული სუნით.

შემადგენლობა:   
1 მლ სუსპენზია  შეიცავს:
დიციკლომინის ჰიდროქლორიდს _ 10 მგ, სიმეთიკონს _ 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ- ჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ციტრატი, დინატრიუმის ედეტატი, მენთოლი, ანისულის ზეთი, საღებავი, სორბიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი.

გამოშვების ფორმა:
სუსპენზია პერორალური მიღებისათვის (წვეთების სახით).
 
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სპაზმოლიზური, ანტიქოლინერგული და მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალება.
AO3E.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანბერ ბეიბი  კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
დიციკლომინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს სუსტ მუსკარინულ ქოლინობლოკატორს პირდაპირი ანტისპაზმური ეფექტით. იგი ამცირებს გლუვი კუნთების სპაზმს, განსაკუთრებით მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის” დროს.
სიმეთიკონი: წარმოადგენს ზედაპირული აქტივობის მქონე სტაბილურ პოლიდიმეთილსილოქსანს. იგი ცვლის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში  არსებული გაზის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რის შედეგადაც ისინი იშლებიან, ადვილად შეიწოვებიან ნაწლავის კედლის ლორწოვანი გარსის მიერ და შეუცვლელი სახით გამოიყოფიან ნაწლავის პერისტალტიკის საშუალებით.
სიმეთიკონი არ მოქმედებს მიკროორგანიზმებსა  და ფერმენტებზე.


ფარმაკოკინეტიკა:
დიციკლომინის ჰიდროქლორიდი პერორალური მიღებისას სწრაფად აბსორბირდება და
60-90 წთ-ში აღწევს სასურველ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით (79.5%). ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.2 _ 1.8 სთ-ს.
სიმეთიკონი ინერტულია. იგი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

ჩვენება:
• მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში);
• აეროფაგია;
• დისპეფსია;
• “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან” ასოცირებული კუჭ-ნაწლავის სპაზმი;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გასუფთავებისა და მეტეორიზმის მოხსნის მიზნით (მაგ. რენტგენოლოგიური გამოკვლევის წინ).

მიღების წესი და დოზირება:
6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 0.5 მლ-მდე 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე
15 წთ-ით ადრე.
2_12 წლის ასაკის ბავშვებში დასაშვებია 1 მლ 3-ჯერ დღეში.
6 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი შესაძლოა დაინიშნოს მხოლოდ ექიმის რჩევით.
მიღების წინ შეანჯღრიეთ!

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ყაბზობა.
მხედველობის მხრივ: აკომოდაციის დარღვევა.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდვის გაძნელება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანმოკლე ბრადიკარდია, ტაქიკარდია.
სხვა: ძილიანობა, აგზნებადობა, მოუსვენრობა,  გაფანტულობა, თავბრუსხვევა, სისუსტე.

უკუჩვენება:
ობსტრუქციული უროპათია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა, ჰიპერბილირუბინემია, თირკმლის უკმარისობა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,  მწვავე წყლულოვანი კოლიტი, რეფლუქს- ეზოფაგიტი, არასტაბილური კარდიოვასკულარული მდგომარეობა,  გლაუკომა, მიასთენია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერმგრძნობელობა დიციკლომინის ჰიდროქლორიდისა და სხვა შემადგენელი კომპონენტებისადმი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ქინიდინის ჯგუფის ანტიარითმიული და ანტიჰისტამინური ნეიროლეპსიური საშუალებები (ფენოთიაზინი), ბენზოდიაზეპინები, მაო-ს ინჰიბიტორები, ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მეპერიდინი), ნიტრატები და ნიტრიტები, სიმპათომიტეტური პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სხვა ანტიქოლინერგული პრეპარატები აძლიერებს ანბერ ბეიბის  მოქმედების თერაპიულ ეფექტს და ახშირებს გვერდით მოვლენებს.
ანტიქოლინერგული პრეპარატები ეწინააღმდეგებიან გლაუკომის სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას. მათი კორტიკოსტეროიდებთან კომბინაცია ინტრაოკულარული (თვალშიდა) წნევის მომატების შემთხვევაში  სახიფათოა.
ანტიქოლინერგულმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების, მაგალითად, დიგოქსინის შეწოვის დარღვევა.  ანტიქოლინერგული პრეპარატების გამოყენებისას ფერხდება იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედება, რომლებიც იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკის ცვლილებებს (მეტოკლოპრამიდი). რადგან ანტაციდური პრეპარატები გავლენას ახდენენ ანტიქოლინერგული საშუალებების აბსორბციაზე, მათი კომბინირებული გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.
ანტიქოლინერგული პრეპარატები აინჰიბირებს რა მარილმჟავის სეკრეციას, წარმოადგენს აქლორჰიდრიის სამკურნალო საშუალებების ანტაგონისტს. ამიტომ ისინი გამოიყენება კუჭის სეკრეტორული ფუნქციის დიაგნოსტიკის დროს.

ჰიპერდოზირება:
დიციკლომინის ჰიდროქლორიდით ჰიპერდოზირების დროს ვლინდება თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დაბინდვა, გუგების გაფართოება, ტემპერატურის მომატება, კანის სიმშრალე, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, ყლაპვის გაძნელება, აგზნებადობა. ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის დროს შეიძლება გამოვლინდეს კურარეს მსგავსი ეფექტი, რომელიც წინ უძღვის კუნთოვანი სისუსტისა და დამბლის შესაძლო განვითარებას.
 
მკურნალობა: მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: კუჭის ამორეცხვა, ნაწლავების გაწმენდა და გააქტივებული ნახშირის მიღება. შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაბამისი ქოლინერგული ანტიდოტი.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ექიმის კონსულტაციით.

გამოყენების თავისებურებები:
გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, ტემპერატურის   მომატება, რომელიც დაკავშირებულია ოფლის გამოყოფის შემცირებასთან. სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს წამლის მიღება.  
ფაღარათი შეიძლება იყოს არასრული ნაწლავური ობსტრუქციის ნაადრევი სიმპტომი, განსაკუთრებით კი პაციენტებში კოლოსტომით ან ილეოსტომით. ამ შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.
დიციკლომინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამ  შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, დაბნეულობა, ატაქსია, კომა, ეიფორია, გადაღლილობა, უძილობა და აგზნებადობა.
აღნიშნული სიმპტომები ქრება წამლის მიღების შეწყვეტიდან 12-24 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

შეფუთვა:
10 მლ სუსპენზია ნარინჯისფერ მინის ფლაკონში დანაყოფებიან პიპეტთან ერთად, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :
2.5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.