ანესთეზოლის სანთლები
შემადგენლობა:
1 სანთელი შეიცავს:
ანესთეზინი, დერმატოლი, თუთიის ჟანგი, მენთოლი, სანთლის ფუძე _ საკმარისი რაოდენობით.
აღწერილობა:
სანთლები ყვითელი ან მომწვანო-მოყვითალო ფერის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანრიჰემოროიდალური საშუალება
ფორმა:
სანთლები
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ანტიჰემოროიდულ საშუალებას ადგილობრივი გამოყენებისათვის. მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ანტისეპტიკური და შემკვრელი თვისებები.
ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ ტკივილების, ქავილის, სპაზმების შესამცირებლად უკანა ტანის ნეხეთქების და ბუასილის დროს.
დოზირება და მიღების წესი:
სანთელი თავისუფლდება შეფუთვისაგან მაკრატლის საშუალებით, სველდება წყალში და შეყავთ ღრმად უკანა ტანში.
ინიშნება 1-2 ჯერ დღეში. შეშუპების ან გაღიზიანების შემთხვევაში სანთელს ადნობენ და იგი ტამპონის საშუალებით დაიტანება მტკივნეულ ადგილზე, მსუბუქი მასაჟით.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.
გვერდითი მოვლენები:
წვის შეგრძნება უკანა ტანში, ფაღარათი.
შენახვის ვადა:
3 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
შენახვის პირობები:
გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა:
5 ცალი სანთელი
მწარმოებელი და მისი მისამართი:
«ОАО» «НИЖФАРМ»
РОССИЯ