ანოდინ-დუალი
გენერიული დასახელება:
Dexamethasone, Phenylbutazone, Cyanocobalamin
გამოშვების ფორმა:
საინიექციო ხსნარი. ორმაგი ამპულები #3.
შემადგენლობა:
2მლ საინიექციო ხსნარი ა შეიცავს:
დექსამეტაზონი - 3,32 მგ,
ფენილბუტაზონი - 375,0 მგ,
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - 4,00 მგ,
ნატრიუმის ჰიდროქსიდი - 49,08 მგ,
ნატრიუმის ძმარმჟავა სალიცილამიდი - 150,0 მგ,
საინიექციო წყალი - 1675,92 მგ.
1მლ საინიექციო ხსნარი ბ შეიცავს:
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) _ 2,50 მგ,
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი _ 2,0 მგ,
საინიექციო წყალი _ 996,5 მგ.
ათქ კოდი. M01BA01.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კორტიკოსტეროიდების შემცველი კომბინირებული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
კომბინირებული პრეპარატია. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ანალგეზური და რევმატიზმის საწინააღმდეგო მოქმედება.
დექსამეტაზონი – გლუკოკორტიკოსტეროიდი, ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება:
ფენილბუტაზონი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზური და სიცხის დამწევი მოქმედება, იწვევს ურიკოზულ ეფექტს.
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) –ააქტიურებს ნუკლეინის მჟავების სინთეზს.
ნატრიუმის ძმარმჟავა სალიცილამიდი ახდენს ანალგეზურ მოქმედებას, ზრდის პრეპარატის ხსნადობის ეფექტს.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – საშუალებას იძლევა ინიექცია გაკეთდეს უმტკივნეულოდ.
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატის კუნთებში შეყვანის შემდეგ დექსამეტაზონი სწრაფად აბსორბირდება სისტემურ სისხლდინებაში.
ფენილბუტაზონს აქვს პლაზმის ცილებთან დაკავშირების მაღალი ხარისხი, მეტაბოლური დაშლა ხდება ნელა, რაც უზრუნველყოფს ნახევრადგამოყოფის ხანგრძლივ პერიოდს.
დექსამეტაზონი და ფენილბუტაზონი აღწევენ პლაცენტაში და გამოიყოფიან დედის რძესთან ერთად.
ჩვენებები:
მწვავე დაავადებების ხანმოკლე მკურნალობა:
- სახსრების სინდრომი რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის, პოდაგრის დროს.
- ნევრიტი, ნევრალგია, რადიკულიტი (მათ შორის ხერხემლის რეგენერაციული დაავადების დროს) და სხვა.
მიღების წესი და დოზები:
ინიშნება 1 ინიექცია დღე-ღამეში ყოველ დღე ან ყოველ მეორე დღეს, არა უმეტეს კვირაში 3 ინიექციისა. მკურნალობის განმეორებითი კურსების ჩატარების დროს ინტერვალი მათ შორის უნდა იყოს არა ნაკლებ 2 კვირისა. ინიექციას აკეთებენ ღრმად კუნთებში, ნელა. პაციენტი უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შპრიცით იღებენ ჯერ ა ხსნარს, ხოლო შემდეგ ბ ხსნარს. ხსნარის ტემპერატურა ახლოს უნდა იყოს სხეულის ტემპერატურასთან.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არტერიული ჰიპოტენზია, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა, ბრადიკარდია, თავის ტვინისა და ფილტვების შეშუპება, ლეიკოპენია, აპლასტიური ანემია, გულის უკმარისობა, კრუნჩხვები, კომა.
მკურნალობა: ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და სხვა სარეანიმაციო ღონისძიებები; ჩვენების მიხედვით კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ: ვენაში დიაზეპამის შეყვანა); ჰემოდიალიზი.
უკუჩვენებები:
მწვავე გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; გლაუკომა; შეგრენის სინდრომი; წითელი მგლურა; პანკრეატიტი; ქრონიკული ართრიტი; ბაქტერიული ინფექციები; თრომბოემბოლია. ორსულობა და ლაქტაცია. ბავშვები 14 წლამდე, ხანდაზმული ასაკი.
გვერდითი მოვლენები:
თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, იშვიათად ფსიქოზი, მხედველობის, სმენისა და მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტონია, ორთოსტატიკური კოლაპსი, ლეიკოპენია, თრომბოემბოლია, სასუნთქი გზების შევიწროება, ანურია, იშვიათად ლოკალური ტკივილი ინიექციის არეში, მიკოზი, ციებ-ცხელება.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს თირკმელების ფუნქციის დარღვევით, შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, ეპილეფსიით, ფსიქიური დაავადებებით, ბრონქიალური ასთმით, ქრონიკული ბაქტერიული ინფექციებით, არტერიული ჰიპერტენზიით ან ჰიპოტენზიით, თრომბოემბოლიით.
მკურნალობის კურსის დაწყების წინ საჭიროა პაციენტის საგულდაგულოდ შემოწმება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების გამორიცხვის მიზნით:
აუცილებელია ინიექციები გაკეთდეს ღრმად, სხვადასხვა ადგილზე და სტერილურ პირობებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ანოდინ-დუალის ერთდროულად მიღებისას:
- სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან, არაპირდაპირი მოქმედების კოაგულანტებთან და ჰეპარინთან, სულფინპირაზონთან იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი.
- ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ან ინსულინთან შესაძლოა ჰიპერ- ან ჰიპოგლიკემია.
- ფენითიონთან შესაძლოა გაიზარდოს უკანასკნელის ტოქსიკურობა.
- გულის გლიკოზიდებთან შესაძლოა დეგიტალიზაციის შენელება ან აჩქარება.
- ჰიპოტენზურ საშუალებებთან ქვეითდება უკანასკნელების მოქმედება.
- დიურეტიკებთან შესაძლოა დიურეზის შემცირება, ჰიპო- ან ჰიპერკალიემიის განვითარება.
ანაბოლური სტეროიდები აძლიერებენ ანოდინ-დუალის მოქმედებას. ანოდინ–დუალი აძლიერებს ბარბიტურატების საძილე მოქმედებას.
შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა არა უმეტეს 25°С.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
გაცემის წესი:
რეცეპტით.
მწარმოებელი:
ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა
შპს "ბათფარმა“.
6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65.