ასპარკამი #50ტ

ასპარკამი #50ტ

ასპარკამი


სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს 0,175 გ მაგნიუმის ასპარაგინატს, 0,175 გ კალიუმის ასპარაგინატს;
დამხმარე ნივთიერებები:  სიმინდის სახამებელი ან კარტოფილის სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, ტვინ-80.

სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. მინერალური დანამატები,. კალიუმისა და მაგნიუმის პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები. ასპარკამი მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელ სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ასპარაგინატების თვისებით უჯრედშიდა სივრცეში გადაიტანონ მაგნიუმისა და კალიუმის იონები და ასევე მათი მონაწილეობით მეტაბოლურ პროცესებში. ასპარკამი აწესრიგებს ელექტროლიტების დისბალანსს, ამცირებს მიოკარდის აგზნებადობასა და გამტარობას, გააჩნია ზომიერი ანტიარითმიული ეფექტი. კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიღებიდან 2 საათში მიიღწევა.

ჩვენებები. ასპარკამი ინიშნება იმ მდგომარეობების დროს, რომელთაც ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია ახლავს თან (მათ შორის სალურეტიკების ჭარბი დოზირება); გულის რითმის დარღვევების დროს, მათ შორის სათითურას პრეპარატების ტოქსიკური მოქმედებით განპირობებული (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენებები. ასპარკამი უკუნაჩვენებია თირკმლების მწვავე და ქრონიკული უკმარისობის, ჰიპერკალიემიის, ჰიპერმაგნიემიის, პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, ჰემოლიზის, მწვავე მეტაბოლური აციდოზის, მიასთენიის, ატრიოვენტრიკულური გამტარობის II – III ხარისხის დარღვევების დროს.
გულის რითმის დარრვევით მიმდინარე ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს პრეპარატი არ ინიშნება.

უსაფრთხოების ზომები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით ან მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება.  ასპარკამი აქვეითებს საგულე გლიკოზიდების მგრძნობელობას. ასპარკამის ერთდროული გამოყენება  კალიუმშემნახველ შარდმდენებთან და ამფ ინჰიბიტორებთან ზრდის ჰიპერკალიემიის განვითარების საშიშროებას (აუცილებელია პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი). პრეპარატი თრგუნავს ტეტრაციკლინის, რკინის მარილებისა და ნატრიუმის ფტორიდის პერორალური ფორმების შეწოვას (მიღებებს შორის აუცილებელია სამ საათიანი ინტერვალის დაცვა). ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან (ენალაპრილი, კაპტოპრილი, პერინდოპრილი და სხვ.), ბეტა-ადრენობლოკატორებთან (ატენოლოლი, ბისოპროლოლი, კარვედილოლი და სხვ.), ციკლოსპორინთან და კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან (ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი და სხვ.) ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ნაწლავების პერისტალტიკაზე დამთრგუნველი ეფექტი. ანტიმადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა, სანარკოზე საშუალებებთან ერთად (კეტამინი, ჰექსანალი, ფტორატანი და სხვ.) – ითრგუნება ცენტრალური ნერვული სისტემა. პრეპარატი აქვეითებს ნეომიცინის, პოლიმიქსინ B-ს, ტეტრაციკლინისა და სტრეპტომიცინის ეფექტურობას. ასპარკამი აძლიერებს სამკურნალო საშუალებების ეფექტს, რომლებიც მიოკარდში ტროფიკულ პროცესებს ასტიმულირებენ; ხელს უშლის სალურეტიკების, კორტიკოსტეროიდებისა და საგულე გლიკოზიდების გამოყენებით განპირობებული ჰიპოკალიემიის განვითარებას.

განსაკუთრებული მითითებები. ატრივენტრიკულური ბლოკადის არსებობისას პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ასპარკამი გამოიყენება საგულე გლიკოზიდებით თერაპიის დროს გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

გამოყენების მეთოდები და დოზები. მიიღება პერორალურად. მოზრდილებში– 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი – 3-4 კვირა.
ჭარბი დოზირებისას აღინიშნება სახის შეწითლება, წყურვილი, არტერიული წნევის დაქვეითება, კუნთების სისუსტე, კიდურების შებოჭილობა და პარესთეზია, კრუნჩხვები, არითმია, სუნთქვის დათრგუნვა, მეტალის გემო პირის რღუში.
ასეთ შემთხვევებში საჭიროა კუჭის ამორეცხვა და მიმართვა ექიმთან.

გვერდითი მოვლენები.
შესაძლებელია: გულისრევა, ფაღარათი, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მიოკარდის გამტარობის დარღვევა.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა. 10 ან 50  ტაბლეტი

მწარმოებლის მისამართი და დასახელება.
ს/ს “გალიჩფარმა”.
უკრაინა, 79024, ქ. ლვოვი. ოპრიშკოვსკაიას ქ. N 6/8.