ბიფიფორმი ბეიბი
Bifiform Kid
Bifiform Kid
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ფხვნილი წვეთების მოსამზადებლად ფლაკონი და პიპეტი #1
პატარას არ შეუძლია ტაბლეტის, ან კაფსულის გადაყლაპვა და არც ფხვნილის მიღებას მოისურვებს _ უბრალოდ გადმოაფურთხებს. ამიტომ ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის წამლის იდეალური ფორმაა _ წვეთები. საკმაოდ მარტივია წვეთების პიპეტით პირში ჩაწვეთება და პატარა რეფლექტორულად გადაყლაპავს წამალს.
სწორედ ამიტომ სპეციალისტებმა დანიაში გამოიმუშავეს ჩვილი ბავშვებისათვის ბიფიფორმ ბეიბი წვეთებში დისბაქტერიოზის სამკურნალოდ და პროფილაკტიკისთვის მათი ცხოვრების პირველივე წუთებიდან შემადგენლობა დღიური დოზა (0,5 გ) შეიცავს
Bifidobacterium lactis 1*109 KOE
Bifidobacterium lactis _ დღესდღეობით იგი წარმოადგენს ერთადერთ კარგად შესწავლილ ბიფიდობაქტერიების შტამს, რომელიც დაშვებულია ჩვილი ბავშვების სამკურნალოდ მათი დაბადების მომენტიდანვე. ამის გარდა, Bifidobacterium lactis BB-12 _ წარმოადგენს ერთ-ერთ შტამს დამტკიცებული ეფექტურობით (რაც იშვიათია). Streptococcus thermophilus _ იოგურტების აუცილებელი კომპონენტია, აბსოლუტურად უსაფრთხო მიკროორგანიზმია, რომელიც ეფექტურად აჩერებს კუჭნაწლავში პათოგენური კულტურების ზრდას და ხელს უწყობს კუჭნაწლავის მიკროორგანიზმების ბალანსის სწრაფ აღდგენას, ანუ დისბაქტერიოზის მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
ბავშვის საჭმლის მონელების თავისებურებანი
ბავშვებისათვის განკუთვნილი დისბაქტერიოზის სამკურნალო წამლები (პრობიოტიკები) უნდა განსხვავდებოდნენ მოზრდილებისათვის განკუთვნილი პრობიოტიკებისგან, რადგანაც ბავშვების ორგანიზმი განსხვავდება მოზრდილთა ორგანიზმისაგან. ამასთან ერთად, რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი მით უფრო დიდია განსხვავება _ ასაკიდან გამომდინარე იცვლება შესასრულებელი ფუნქციების სტრუქტურა, წყობა და ხარისხი. ბავშვების კუჭნაწლავის ტრაქტის განვითარების თავისებურებების ცოდნა გვაძლევს საშუალებას თავი ავარიდოთ ბევრ დაავადებას და საჭმლის მონელების ფუნქციურ დარღვევას.
ჩვილების პირის ღრუ მცირეა. სამაგიეროდ მათ აქვთ შედარებით დიდი ენა და კარგად აქვთ განვითარებული ლოყების მუსკულატურა, ხოლო ლოყების სისქეში მდებარეობს ცხიმოვანი წარმონაქმნები _ ბიშას ბალიშები, რაც კომპლექსში ქმნის წოვის აქტის მაქსიმალურ მოხერხებულობას.
თავიდან ჩვილთა სანერწყვე ჯირკვლები “მუშაობენ” არასრული დატვირთვით, ასევე განსხვავდება ნერწყვის შემადგენლობა. დაბალი მჟავიანობა და ბუნებრივი დამცავი ნივთიერებების, მაგ. ლიზოციმის, არასაკმარისი რაოდენობა ქმნის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების განვითარების საშიშროებას, რომელთაგან ყველაზე უფრო გავრცელებულია რძიანა.
კუჭის მოცულობა იცვლება ასაკთად ერთად: პირველ დღეებში ჩვილის კუჭის მოცულობა შეადგენს მხოლოდ 30 მლ-ს. მათ კუჭს გააჩნია თითქმის ჰორიზონტალური მდებარეობა, რაც კუჭის შენელებულ მოტორიკასთან ერთად (პროპულსიურ მოძრაობასთან) იწვევს წამოქაფებას. კუჭის წვენის მჟავიანობა და ფერმენტატიული აქტივობა გაცილებით დაბალია ვიდრე მოზრდილებში, მაგრამ ეს საკმარისია რძის ახაჭოვებისათვის. 7-8 წლისათვის კუჭის წყობა, მისი ფორმა, მდებარობა და ფუნქციური მახასიათებლები უახლოვდება მოზრდილი ადამიანის ნორმას.
ერთი წლის ბავშვებში კუჭქვეშა ჯირკვალი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული: მისი ფერმენტები იწყებენ აქტივიზაციას მხოლოდ დამატებითი საჭმლის მიღების მომენტისათვის. ღვიძლი შედარებით დიდია, მისი კიდე ცილდება ნეკნის რკალს ბავშვებში 5 წლამდე. სეკრეტირებული ნაღველი აადვილებს საჭმლის მონელების პროცესებს და გააჩნია (რაც ძალიან მნიშვნელოვანია) ანტისეფტიკური მოქმედება.
მცირე ასაკის ბავშვის კუჭნაწლავი შედარებით გრძელია და მოძრავი, ლორწოვანი გარსი ადვილად შეიძლება დაზიანდეს და ადვილად შეიძლება მასში შეღწევა, ხოლო ფერმენტების მონელების შესაძლებლობები არ არის სრულყოფილი. ყველაფერი ეს კომპლექსში ქმნის ინფექციური და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს.
კუჭნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობაში და ასევე მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს ბავშვის ჯანმრთელობაზე. სიცოცხლის პირველ საათებში ბავშვის კუჭნაწლავი სტერილურია. შემდეგ იწყება მისი ბაქტერიებით შევსება. კუჭნაწლავის მიკროფლორის ძირითად ნაწილს შეადგენენ ბიფიდო- და ლაქტობაქტერიები. ისინი ასრულებენ დაცვით როლს (ახდენენ მთლიანი და ადგილობრივი იმუნიტეტის რეაქციების სტიმულირებას), მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესებში და ზოგიერთი ვიტამინების სინთეზში, აუმჯობესებენ რკინის შეთვისებას.
სწორედ კუჭნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობას და ფუნქციურ აქტივობას უკავშირებენ ალერგიული დაავადებების განვითარებას, დიათეზებს და კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევას (დისბაქტერიოზის შედეგად). სასარგებლო ბაქტერიების განვითარებას ხელსუწყობს ძუძუთი კვება. საჭმლის მონელების სისტემის ასაკობრივი თავისებურებანი ხსნიან მთელ რიგ მდგომარეობებს, რომლებიც დამახასიათებელია ბავშვობის ასაკში. ეს მდგომარეობები იმყოფებიან დაავადებისა და ნორმის ზღვარზე. უფრო ხშირად მათ განაკუთვნებენ კუჭნაწლავის ტრაქტის ფიზიოლოგიურ დისფუნქციებს. ესენია ყველასათვის ცნობილი ნაწლავური (ჩვილებში) კოლიკა, კუჭის პერიოდული აშლილობა (უფრო ხშირად ყაბზობა), წამოქაფება და მუცლის შებერვა (მეტეორიზმი).
როგორც ხედავთ, ბავშვთა კუჭნაწლავის ტრაქტის აგებულების და ფიზიოლოგიის თავისებურებებიდან გამომდინარე გაცილებით ხშირად ვითარდება დისბაქტერიოზი. კუჭის წვენის უფრო დაბალი მჟავიანობის შედეგად არ იქმნება აუცილებლობა მისგან პრობიოტიკული მიკროორგანიზმების დაცვის. სამაგიეროდ ბავშვის ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობის გამო არასასურველი გარემოს მიმართ - ბავშვებისათვის განკუთვნილი პრეპარატები პრობიოტიკები უნდა გამოირჩეოდნენ უფრო მაღალი ხარისხით.
ჩვენებები
ბიფიფორმ ბეიბი რეკომენდირებულია როგორც სასარგებლო პრობიოტიკული ბაქტერიების წყარო კუჭნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციისათვის ჩვილ ბავშვებში მათი დაბადების პირველივე დღიდან და მოზრდილებისათვის.
მიღების წესები და დოზები
ბავშვებს დაბადების პირველივე დღეებიდან და მოზრდილებს – ერთი დოზა დღეში საჭმლის მიღებისას (პიპეტზე ნიშანი შეესაბამება 1 დოზას (0,5გ)).
მიღების ხანგრძლივობა _ 10 დღე და მეტი.
სახურავი უნდა შეტრიალდეს საათის ისრის მიმართულებით იქამდე, სანამ სახურავიდან ფხვნილი არ ჩამოიყრება ზეთში. შესაძლებელია დაინახოთ სუსპენზიაში თვალით შესამჩნევი ნაწილაკები. შეანჯღრიეთ ბოთლი, რათა ფხვნილი შეერიოს ზეთს სუსპენზიის ყოველი გამოყენების წინ. მოხადეთ თავსახური. დოზირებული პიპეტის მეშვეობით ამოიღეთ სუსპენზიის საჭირო რაოდენობა.
უკუჩვენება
კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ფეროსან ა/ს დანია
დანია