ვენალი
V-nal
შემადგენლობა: ვენალის კრემი დამზადებულია უცხიმო ფუძეზე, რომელიც შეიცავს თაგვისარას(Ruscus aculeatus), ცხენისწაბლას(Aesculus hippocastanum), ჰამამელისის (Hamamelis virginiana), ალოეს (Aloe barbadensis) და ჟოჟობას (Simondsia chinensis)ექსტრაქტებს. ამასთანავე, იგი შეიცავს უნიკალურ კოსმეტიკურ კომპონენტებს ფეხების მოსავლელად.
ჩვენება: ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
ვენალი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში, რითაც ახდენს ვენების ქრონიკული უკმარისობისა და ვენების ვარიკოზის პრევენციას. ვენალის კრემი ვენების მატონიზირებელი და ანგიოპროტექტორული საშუალებაა.
დოზირება და დანიშვნის წესი: მცირე რაოდენობით დაიტანება ვენალის კრემი ფეხის კანზე 1-3-ჯერ დღეში. გამონაკლის შემთხვევებში კანის ფეხის ცალკეულ უბნებზე წაისვით კრემის შედარებით უფრო სქელი ფენა და ფეხებს მიანიჭეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა.
უკუჩვენება: ცნობილი არ არის.
გვერდითი მოვლენები: ვენალის კრემი წარმოადგენს ბუნებრივ პროდუქტს, იშვითია ჰიპერმგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა: 75 მლ. ტუბი
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: Bional International B.V. (ნიდერლანდები)