ბიონორმი #10კაფს *

ბიონორმი 250
კაფსულები 250მგ


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატია რომელსაც გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიდიარეული მოქმედება, აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: Saccharomyces boulardii 250მგ , matrikaria recutita (სააფთიაქო გვირილა) 100მგ;

თვისებები:
Saccharomyces boulardii -გააჩნია ანტიდიარეული,ანტიმიკრობული , ანტიტოქსიური მოქმედება, აძლიერებს იმუნურ თავდაცვას.
სააფთიაქო გვირილას ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ეფექტურია ნაწლავის სპაზმის დროს, მეტეორიზმის და კუჭის აშლილობის დროს.

ბიონორმი®250 გამოიყენება შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის
•    მწვავე და ქრონიკული ინფექციური დიარეა
•    დიარეა, რომელიც გამოწვეულია ანტიბიოტიკების მიღებით
•    ნაწლავის დისბიოზი
•    გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
•    ნაწლავის მეტეორიზმი და სპაზმი
•    მოგზაურის დიარეა

გამოყენების მეთოდი
პროფილაქტიკური დოზა:1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში
დიარეის მკურნალობა: 1-2 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში
საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდის 6 კაფსულამდე დღეში
მწვავე დიარეის შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობამ შეიძლება შეადგინოს  3-5 დღე-ღამე
დისბიოზის და ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის შემთხვევაში 10-14 დღე-ღამე.

გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს არასასურველი შეგრძნება კუჭის არეში, რაც არ მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა

ორსულობა და ლაქტაცია

არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები პრეპარატ ბიონორმი® 250 –ის გამოყენებაზე ორსულობის და ლაქტაციის დროს.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილა, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ

გამოშვების ფორმა
10 კაფსულა ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა
იხილეთ შეფუთვაზე

წარმოებულია:
Oystershell N.V,  (მისამართი: Booiebos 24, B-9031 Drongen, Belgium)-ის მიერ
Capricorn Life Sciences b.v, (ნიდერლანდები)-სთვის

შენიშვნა
თუ პრეპარატის მიღებიდან ორი დღის განმავლობაში კლინიკური სიმპტომები არ გაუმჯობესდა საჭიროა მიმართოთ ექიმს.