ცეფამეზინი
(cefazolin)
(cefazolin)
შემადგენლობა
1 ფალკონი შეიცავს ცეფაზოლინის ნატრიუმის მარილის 1000 მგ-ს.
მოქმედება
ცეფამეზინი – ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკი ცეფალოსპორინების რიგიდა, მოქმედების ფართე სპექტრით. აქვს ბაქტერიციდული მოქმედება მრავალ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე: სტაფილოკოკები (რომლებიც გამოყოფენ ან არ გამოყოფენ პენიცილინაზას), ჰემოლიზური სტრეპტოკოკები, Streptococcus pneumoniae, Clostridium perfringens, Escherichia coli, Corynobacterium diphteriae, Bacillus subtilis, Neisseria gonorrhoeae. არ მოქმედებს Pseudomonas-ზე, ანაერობულ ბაქტერიებზე, პროტეუსის ინდოლდადებით შტამებზე და B. fragilis--ზე. ცეფამეზინი აღწევს საკამოდ მაღალ კონცენტრაციას შრატში, რომელიც ეფექტურია 10 საათის განმავლობაში ერთი დოზის მიღების შემდეგ. 90%-ზე მეტი აუთვისებელი ცეფამეზინი გამოიყოფა შარდით. პაციენტები ამ პრეპარატის დიდ დოზებს კარგად იტანენ., ვინაიდან ნაკლებტოქსიკურია. მცირე ტოქსიკურობის, კეთილსაიმედო ფარმაკოკინეტიკური თვისებების და მოქმედების ფართე სპეტრის გამო კარგი პრეპარატია ოპერაციის წინ საპროფილაქტიკოდ.
ჩვენებები
საშარდე, სასუნთქი, სასქესო სისტემების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები; სეფსისი, ოსტეომიელიტი, ენდოკარდიტი. წინა საოპერაცის პერიოდის პროფილაქტიკა.
უკუჩვენებები
ცეფალოსპორინების მიმართ ჰიპერმგრძნოებლობა.
სიფრთხილის ზომები
პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან პენიცილინის მიმართ და ცეფალოსპორინების რიგის სხვა პრეპარატების მიმართ ცეფალოსპორინის დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილე.
პარალელური თერაპია
აღწერილია პარალელური თერაპია მარყუჟოვანი დიურეტიკებით (ჰენლეს მარყუჟზე მოქმედი) ამინოგლიკოზიდებთან და ანტიკოაგულანტებთან ერთად. პენიცილინსა და ცეფალოსპორინებს შორის არსებობს ნაწილობრივი ჯვარედინი რეზისტენტობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში ცეფამეზინი ინიშნება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ. მცირე რაოდენობით გამოიყოფა ლაქტატით, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მყოფმა დედებმა მკურნალობისას, ბავშვის კვება უნდა შეწყვიტონ.
დოზირება
ცეფამეზინის შეყვანა ხდება ინტრავენურად ან წვეთოვნად. მისი გამოყენება შეიძლება ინტრამუსკულარულად, თუკი ერთჯერადი დოზა არ აჭარბებს 500 მგ-ს.
მოზრდილებში: დღიური დოზა მცირე ინფექციისას შეადგენს 1,5-2 გ-ს დღეში (3-ჯერადად დღეში). უფრო ძლიერი ინფექციისას დღიური დოზა იზრდება 3-4 გ-მდე (3-4-ჯერზე განაწილებული დღეში).
ბავშვები: დღიური დოზა შეადგენს 25-50 მგ/კგ წონაზე, გაყოფილი 3-4 მიღებაზე. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ/კგ წონაზე.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებს ენიშნებათ ნაკლები დოზა. საწყისი დოზა შეადგენს 0,5 მგ-ს. თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებს, რომელთა კრეატინინის მონაცემი 0,6-1 მლ/წმ (40-დან 60 მლ/წთ) ენიშნებათ ჩვეული დოზის 60%, რომელიც იყოფა ორ მიღებად. თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში, რომელთა კრეატინინის მაჩვენებელი არის 0,3-0,6 მლ/წმ (20-დან 40 მლ/წთ) ეძლევათ ჩვეული დღიური დოზის 25-35%, რომელიც იყოფა ორ მიღებად.
ინტრავენურად შესაყვანი ხსნარის დამზადება
ფლაკონის შიგთავისი (1გ ცეფაზოლინი) იხსნება არაუმცირეს 3მლ ოდენობის საინიექციო წყალში, ფიზიოლოგიურ ხსნარში ან დექსტროზაში. პრეპარატი ნელა შეყავთ ინტრავენურად ან წვეთოვნად. კუნთში შესაყვანი ხსნარი შეიძლება დამზადდეს არაუმცირეს 3 მლ საინიექციო წყლის ან 0,5%-იანი ლიდოკაინის ქლორიდის ხსნარში მისი გახსნით.
გვერდითი მოქმედება
ისევე როგორც ცეფალოსპორინის რიგის სხვა პრეპარატები, ცეფამეზინმა შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, დიარეა, ტემპერატურის მატება, ასევე ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს სტივენს-ჯონსის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ამ შემთხვევაში ცეფაზოლინით მკურნალობა აუცილებელია შეწყდეს.
გამოყენების ვადა და შენახვის პირობები
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერეტურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით.
შეფუთვა
1000 მგ-იანი 1 ფლაკონი.
წარმოება
KRKA, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია