დიროტონი
Diroton
Diroton
დიროტონის 1 ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 2,5 მგ, 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ ლიზინოპრილს.
პრეპარატი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და სისხლის მიმოქცევის სისტემის განსაზღვრული დაავადებების სამკურნალოდ.
დიროტონი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. ან თუკი ადრე სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნებოდა სახის, ტუჩების, ხორხისა და კიდურების შეშუპება. აღნიშნულ სიტუაციებში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვის ხარისხზე, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ჭამამდე ან მის შემდეგ დღე-ღამის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს.
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია რეგულარულად ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ყაბზობა, ღებინება, ხველება, გამონაკლის შემთხვევაში კი კანზე გამონაყარი. ამ და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ტუჩების, პირის ღრუს, ხორხის ან კიდურების შეშუპებისას, აგრეთვე მათი მიზეზით გამოწვეული გაძნელებული სუნთქვის დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
სიფრთხილეა საჭირო:
დიროტონისა და სხვა სამკურნალო საშუალებების (მაგალითად სხვა ანიჰიპერტენზიული, დიურეზული, ანთების საწინააღმდეგო, ასევე კალიუმის შემანარჩუნებელი და კალიუმის შემცველი საშუალებები) ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია მათი ურთიერთქმედება, ამიტომ ზემოთაღნიშნული ჯგუფის სამკურნალო საშუალებებისა და დიროტონის კომბინაცია შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
პრეპარატმა შესაძლებელია იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე ამიტომ, დიროტონის მიღების წესსა და დოზირებას ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად.
აუცილებელია ექიმს ვაცნობოთ სხვა დაავადებების არსებობის შესახებ.
ინახება 15-300C ტემპერატურაზე
პრეპარატი გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გათვალისწინებით.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ყველა დამატებითი საკითხის შესახებ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან პროვიზორს.
მწარმოებელი:
"GEDEON RICHTER.” უნგრეთი