ეფერალგანი C "UPSA" #10ტ

ეფერალგანი
N10 ტაბლეტი


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუპოზიტორიები ბავშვებისთვის: შეფუთვაში 10 ც.
პარაცეტამოლი ----------------------------------------------------- 80 მგ
პარაცეტამოლი ----------------------------------------------------- 150 მგ
პარაცეტამოლი ----------------------------------------------------- 300 მგ
სხვა ინგრედიენტები:
ნახევრადსინთეზური გლიცერიდები 1 გ.
სიროფი ბავშვებისთვის: ფლაკონში 90 მლ.
სხვა ინგრედიენტები:
მაკროგოლი 6000, საქაროზას ხსნარი, საქარინი (ნატრიუმის მარილი), სორბინოლის მჟავა, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბანზოატი, კარამელ-ვანილის არომატიზატორი, წყალი.
შუშხუნა ტაბლეტები C ვიტამინით: 10 ც ტაბლეტი ტუბში, შეფუთვაში 1 ან 2 ტუბი.
პარაცეტამოლი ----------------------------------------------------- 330 მგ
ასკორბინის მჟავა ------------------------------------------------- 200 მგ
სხვა ინგრედიენტები:
კალიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სორბიტოლი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის
ბენზოატი, ნატრიუმის დოკუზატი, პოვიდონი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიული ანალგეზიური საშუალება (ეფერალგანი C ვიტამინით - არანარკოტიული ანალგეზიური საშუალება + ვიტამინი).

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ეფერალგანი შეიცავს პარაცეტამოლს, რომლესაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და უმნიშვნელოდ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ეფერალგანი C ვიტამინით კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს და ასკორბინის მჟავას, იგი ზრდის ორგანიზმის დამცველობით უნარს, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას და ამაღლებს მათ რეზისტენტობას.

ჩვენება:

ინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, პოსტვაქცინური რეაქციების და სხვა ცხელებით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს. პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება თავის, ყელის და კბილის ტკივილის და მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილის კუპირებისთვის.
ეფერალგანის სუპოზიტორიები 80მგ გამოიყენება 3-5 თვემდე ასაკის ბავშვებში (სხეულის მასა 6-8კგ);
სუპოზიტორიები 150მგ - 1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში (10-14კგ); სუპოზიტორიები 300მგ - 5-10 წლამდე ასაკის ბავშვებში (20-30კგ).
ეფერალგანის სიროფი ინიშნება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში (სხეულის მასა 6-32კგ).
ეფერალგანი C ვიტამინით გამოიყენება მოზრდილებსა და 8 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში.

დოზირების რეჟიმი:

ბავშვებში დოზა დგინდება სხეულის წონის მიხედვით: მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 10-15მგ/კგ სხეულის წონაზე, მაქსიმალური დღეღამური დოზა - 60მგ/კგ სხეულის წონაზე. სუპოზიტორიები გამოიყენება რექტალურად (უმჯობესია გამწმენდი ოყნის ან ნაწლავის თავისი სურვილით დაცლის შემდეგ).
სუპოზიტორიები 80მგ: ბავშვებში სხეულის მასით 6-8კგ (3-5 თვის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.
სუპოზიტორიები 150მგ: ბავშვებში სხეულის მასით 10-14კგ (1-3 წლის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.
სუპოზიტორიები 300მგ: ბავშვებში სხეულის მასით 20-30კგ (5-10 წლის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.
სიროფი: მიიღება დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად საკვების მიღებიდან 1-2 საათში.
ზუსტი დოზირებისთვის გამოიყენება საზომი კოვზი, რომელზეც აღნიშნულია დანაყოფები, ერთჯერადი დოზის მაჩვენებელი (15მგ/კგ), ბავშვებისთვის შესაბამისი სხეულის მასით: 4, 8, 12 ან 16კგ. დანაყოფები, რომლებიც არ არის აღნიშნული, შეესაბამება შუალედურ წონას: 6, 10 ან 14კგ (იხილე ცხრილი). პრეპარატი შეიძლება მიეცეს ბავშვს განზავების გარეშე ან წყალში ან რძეში განზავებული.

ბავშვის ასაკი

ბავშვის სხეულის
წონა (კგ)

საზომ კოვზზე ნიშნული
(პარაცეტამოლი მგ/ ხსნარის მოცულობა)

1-3 თვე

 

მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით

3-5 თვე

6-8

6 (90 მგ/3 მლ)

5 თვიდან 1 წლამდე

8-10

8 (120 მგ/4 მლ)

1-2 წელი

10-12

10 (150 მგ/5 მლ)

2-3 წელი

12-14

12 (180 მგ/6 მლ)

3-4 წელი

14-16

14 (210 მგ/7 მლ)

4-6 წელი

16-20

16 (240 მგ/8 მლ)

6-7 წელი

20-22

16 + 4 (300 მგ/10 მლ)

7-8 წელი

22-24

16 + 6 (330 მგ/11 მლ)

8-9 წელი

24-26

16 + 8 (360 მგ/12 მლ)

9-10 წელი

26-28

16 + 10 (390 მგ/13 მლ)

10-11 წელი

28-30

16 + 12 (420 მგ/14 მლ)

11-12 წელი

30-32

16 + 14 (450 მგ/15 მლ)


ეფერალგანი C ვიტამინით:
ბავშვები:

ბავშვის ასაკი

ბავშვის სხეულის წონა (კგ)

ერთჯერადად მისაღები
ტაბლეტების რაოდენობა

ტაბლეტების მაქსიმალური
სადღეღამისო რაოდენობა

8-12 წელი

25-33

1

3-4

12-15 წელი

33-50

1,5

4-6


ბავშვის ასაკისა და სხეულის მასის შესაბამისობა ორიენტირებულად.
ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ არის რეკომენდებული ბავშვებში მკურნალობა 3 დღეზე მეტი ხანგრძლივობით.
მოზრდილები და ბავშვები 15 წელს ზემოთ (სხეულის მასა 50კგ და მეტი):
ჩვეულებრივ 2-3 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს (990მგ პარაცეტამოლი). მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა - 12 ტაბლეტი (3 960 მგ პარაცეტამოლი). დღეღამეში მიიღება არაუმეტეს 12 ტაბლეტისა.
პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათს.
პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ჟილბერის სინდრომით და ხანდაზმულებში, მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შადგენდეს არანაკლებ 8 საათს და შესაბამისად სადღეღამისო დოზაც მცირდება.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

პრეპარატი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არ უნდა გამოვიყენოთ 5 დღეზე მეტ ხანს, ხოლო სიცხის დამწევის სახით 3 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ხანდახან მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით, სწორი ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანება სუპოზიტორიების გამოყენების დროს. იშვიათად - ჰემოპოეზური სისტემის მხრივ დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი). პრეპარატის
მაღალი დოზითა და ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რის გამოც აუცილებელია სისხლის სურათის შემოწმება. პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება.
არასასურველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ; ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი; სისხლის სისტემის დაავადებები; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა; სუპოზიტორიები 80 მგ არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში; სუპოზიტორიები უკუნაჩვენებია სწორი ნაწლავის ანთების ან სისხლდენის დროს; სიროფი უკუნაჩვენებია 1 თვემდე ასაკის ბავშვებში; ეფერალგანი C ვიტამინით არ გამოიყენება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები:
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ჟილბერის სინდრომის (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია) არსებობისას პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. სუპოზიტორიები არ გამოიყენება თუ ბავშვს აღენიშნება ფაღარათი. 1-3 თვემდე ასაკის ბავშვებში ეფერალგანის სიროფის გამოყენებისას დოზირების რეჟიმის განსაზღვრისათვის აუცილებელია
ექიმის რეკომენდაცია. სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილის ზომები:
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციური ტესტებისა და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.

სხვა მედიკამნეტებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის მიზანშეწონილი პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან. პარაცეტამოლი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის დროს. ეფერალგანის და ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის, ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორების, აგრეთვე მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის და
ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ჰეპატოტოქსიური მოქმედების განვითარების გაძლიერება. ღვიძლის ტოქსიური დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული ეფერალგანისა და ალკოჰოლური სასმელების კომბინაცია. პრეპარატის გამოყენება აგრეთვე ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებსაც მიდრეკილება გააჩნიათ ალკოჰოლური სასმელების მიღების მიმართ. ეფერალგანის
გამოყენებისას სისხლში შარდმჟავასა და შაქრის რაოდენობის განსაზღვრის ტესტის ჩატარებისას მოსალოდნელია ცრუდადებითი შედეგი. ლევომიცეტინის (ქლორამფენიკოლი) ერთდროული მიღება ზრდის ლევომიცეტინის ტოქსიურობას. ეფერალგანი ზრდის არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანების მოქმედებას და ამცირებს ურიკოზული პრეპარატების ეფექტურობას.
ეფერალგანი C ვიტამინით - ვიტამინი C აძლიერებს პენიცილინისა და რკინის შეთვისებას; თრგუნავს ჰეპარინისა და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას; აძლიერებს სალიცილატებით მკურნალობის დროს კრისტალოურიის რისკს. ორალური კონტრაცეპტივების მიღება ამცირებს ორგანიზმის მიერ ვიტამინ C შეთვისების უნარს.

ჭარბი დოზირება:

პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია - გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში ტკივილი. 2 დღის შემდეგ მოსალოდნელია ღვიძლის დაზიანების ნიშნების გამოვლენა, რაც დაკავშირებულია ტოქსიური მეტაბოლიტის N-მეთილ-ბენზოქინონიმინის დაგროვებასთან, რომელიც პარაცეტამოლის მიღებისას თერაპიულ დოზებში ინაქტივირდება გლუტათიონთან კონიუგაციის ხარჯზე. მძიმე შემთხვევების დროს ვითარდება ღვიძლის უჯრედების, თირკმელების უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების დანიშვნა (გააქტივებული ნახშირი), აცეტილცისტეინის (ზრდის ღვიძლში გლუტათონის წარმოქმნას) და მეთიონინის შეყვანა.

შენახვის პირობები:

ეფერალგანის სუპოზიტორიები 80მგ და 150მგ ინახება არაუმეტეს 15ºC ტემპერატურაზე. შენახვის ვადა 5 წელია. ეფერალგანის სუპოზიტორიები 300მგ, ეფრალგანის სიროფი და ეფერალგანი C ვიტამინით ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ვარგისიანობის ვადა 3 წელია. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
UPSA Laboratories a division of BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი.