ენზინანი #20ტ

ენზინანი™
ტაბლეტები შაქრიანი გარსით


შემცველობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
პანკრეატინი           100 მგ
Carica papaya         25 მგ
Aloe Vera ექსტრაქტი  5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
საკვებგადამამუშავებელი ფერმენტული პრეპარატი, რომელიც პანკრეატინის (ამილაზა, ლიპაზა, პროთეაზა) ფერმენტებისა და Carica papaya  და Aloe Vera ნაყოფებისაგან მიღებული ექსტრაქტის ნარევისაგან შედგება. ცხოველური (პანკრეატინის ფერმენტები) და მცენარეული (Carica papaya ექსტრაქტისაგან მიღებული ფერმენტები) ფერმენტების ნარევი საკვებგადამამუშავებელ ტრაქტში უზრუნველყოფს სინერგიულ მოქმედებას. Carica papaya ექსტრაქტი შეიცავს ფერმენტებს: პაპაინს (ახასიათებს პეპსინის მსგავსი მოქმედება), ცნობილია როგორც მცენარეული პეპსინი, (შლის პროტეინებს), რენინს (შლის რძის პროტეინებს) და პეპტიდაზას მაგვარ ფერმენტს (ასტიმულირებს საკვების გადამუშავებას).

Aloe Vera ექსტრაქტი ზემოაღნიშნულ ფერმენტებთან კობბინაციაში, ასრულებს კუჭში გამხსნელის ფუნქციას ყაბზობისას, რაც ხშირად ვლინდება ფერმენტების გადამეტებული გამოყენების გამო.

ჩვენებები:
საკვები დანამატი გამოიყენება ზედმეტი საკვების მიღებასთან დაკავშირებული საკვების გადამუშავების დარღვევების დროს.


მიღების წესი:
მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
მოზრდილები: 3-5 ტაბლეტი დღეში.
ბავშვები: 1-3 ტაბლეტი დღეში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15 - 25ºC ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


გამოშვების ფორმა:
დალუქული კოლოფი, ბოთლით #20 შაქრის გარსიანი ტაბლეტი.

ნებისმიერ საჩივარს უნდა ახლდეს პარტიის კოლოფზე ან ეტიკეტზე დაბეჭდილი ნომერი!

წარმოებულია “GlaxoSmithKline group of companies” (რუმინეთი).
ენზინანი სავაჭრო ნიშანი “GlaxoSmithKline group of companies”.
გამოყენების უფლება გააჩნია კომპანიას “ასფარმა”.


აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით გასაცემი