ეტაციზინი 0.05გ #50ტ

ეტაციზინი 50მგ


შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ეტაციზინი      50მგ
დამხმარე საშუალება: შაქარი, სახამებელი, კალციუმის სტეარატი, მეთილცელულოზა, სილიციუმის ორჟანგი, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის კარბონატი, პოლივინილპიროლიდონი, თაფლის სანთელი, ტიტანიუმის ორჟანგი (E 171), ქინოლინის საღებავი ყვითელი (E 104), მზის ყვითელი FCF(E 110).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიარითმული  საშუალება

ფორმა:
ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ეტაციზინი წარმოადგენს 1Cკლასის ანთიარითმულ საშუალებას. მას გააჩნია გამოხატული და ხანგრძლივი ანტიარითმული მოქმედება.  იგი ხელს უწყობს ნატრიუმის სწრაფი შემავალი დენის დათრგუნვას და, ნაკლებად, კალციუმის ნელი შემავალი დენის ინჰიბირებას. ეტაციზინი ანელებს აგზნების გატარებას მიოკარდიუმში. იგი  არ ცვლის გულისცემის სიხშირეს და არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე. მიოკარდიუმის კუმშვადობა იცვლება დოზის შესაბამისად. პრეპარატს გააჩნია ზომიერი ანტიიშემიური მოქმედება. არითმოგენური ეფექტი თერაპიული დოზების გამოყენებისას ვითარდება იშვიათად.

ფარმაკოკინეტიკა:
ეტაციზინი პერორალური გამოყენებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში პირველადი გავლის დროს. ფარმაკოკინეტიკის პარამეტრები განიცდიან მნიშვნელოვან ინდივიდუალურ მერყეობას და მოითხოვენ ინდივიდუალურ შესწავლას ცალკეულ ავადმყოფებში სისხლში ოპტიმალური კონცენტრაციის განსაზღვრისათვის.  ზოგიერთ წარმოქმნილ მეტაბოლიტს გააჩნია ანტიარითმული აქტივობა. ეტაციზინი  გაივლის პლაცენტურ ბარიერს. იგი გამოიყოფა დედის რძეში.
 
ჩვენება:
ვენტრიკულური და სუპრავენრტრიკულური ექსტრასისტოლია;
ვენტრიკულური და სუპრავენრტრიკულური ტაქიკარდია (არაპაროქსიზმული და პაროქსიზმული);
მოციმციმე არითმიის პაროქსიზმები;
შესაძლებელია მისი გამოყენება მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ, რომელიც გართულებულია გულის რითმის დარღვევით.
პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;
მიოკარდიუმის გამტარობის დარღვევა: სინოატრიული ბლოკადა II ხარისხის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (AV) II და III ხარისხის, პარკუჭთაშიდა გამტარებლობის ბლოკადა;
არტერიული ჰიპოტენზია;
გულის უკმარისობის მძიმე ფორმა;
ღვიძლის და თირკმელების  ფუნქციის დარღვევა.
შენიშვნა:
ეტაციზინი სიფრთხილით ინიშნება სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის დროს, I ხარისხის AV ბლოკადის, ჰისის კონის არასრული ბლოკადის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის  ადენომის დროს.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პრეპარატი ინიშნება მეთვალყურეობის ქვეშ. ეტაციზინი სასურველია დაინიშნოს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 3 თვის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: AV ბლოკადა, პარკუჭთაშიდა გამტარებლობის დარღვევა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა, მიოკარდიუმის კუმშვადობის შემცირება, კორონარული სისხლის მიმოქცევის შემცირება. იშვიათად ვითარდება არითმოგენული მოქმედება.
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, აკომოდაციის დარღვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.

დოზირება და მიღების წესი:
ეტაციზინი ინიშნება საწყისი დოზით 50მგ 3 ჯერ დღეში, მისი დანიშვნა საკვების მიღებასთან დაკავშირებული არ არის. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზა იზრდება (ეკგ კონტროლის ქვეშ) 50მგ-მდე 4 ჯერ დღეში (200მგ დღეში) ან 100მგ 3 ჯერ დღეში (300მგ). მყარი ანტიარითმული ეფექტის შემთხვევაში ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია ინდივიდუალურად შერჩეული მინიმალური ეფექტური დოზებით. ანტიარითმული ეფექტი ვითარდება პერორალური მიღებიდან მეორე-მესამე დღეს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არითმიის ფორმაზე, პრეპარატის ეფექტურობაზე და ამტანიანობაზე.

გამოყენების თავისებურებები:
ავადმყოფებში სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომით პრეპარატის პირველადი დანიშვნისას 2-3 დღის შემდეგ აუცილებელია ეკგ-კონტროლი (კომპლექსი QRS).
ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია არითმიის მკურნალობა დაიწყოს ეთმოზინით (600-1200მგ/დღეში). იგი უფრო იშვიათად იძლევა გვერდით მოვლენებს. არითმიის მიმართ რეფრაქტერობის განვითარების შემთხვევაში ინიშნება უფრო აქტიური ეტაციზინი. პრეპარატის დანიშვნა წინააღმდეგნაჩვენებია ავადმყოფებში გულის რითმის პარკუჭოვანი დარღვევით კომბინაციაში ჰისის-პურკინეას სისტემის ბლოკადასთან.
ეტაციზინს, როგორც სხვა ანტიარითმულ პრეპარატებს, ახასიათებს არითმოგენული მოქმედება. ეტაციზინის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნას:
1) წინააღმდეგჩვენება პრეპარატის გამოყენების მიმართ;
2) წინასწარ გამოვლენილი უნდა იქნას ჰიპოკალიემია და მიღებული იქნას ზომები მის წინააღმდეგ;
3) დაუშვებელია ეტაციზინის კომბინაცია 1A  კლასის სხვა ანტიარითმულ პრეპარატებთან;
4) პრეპარატით მკურნალობა უნდა დაიწყოს სტაციონარში (განსაკუთრებით პირველი 3-5 დღის განმავლობაში, ეკგ მონიტორინგის ქვეშ);
5) ექტოპური პარკუჭოვანი კომპლექსების გახშირების, ბლოკადების ან ბრადიკარდიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება. ეტაციზინით მკურნალობა წყდება პარკუჭოვანი კომპლექსის გაგანიერების შემთხვევაში >25%-ით, მისი ამპლიტუდის შემცირებისას, P კბილის ხანგრძლივობისას 0,12 წამზე მეტი. 
6) ეტაციზინის არითმოგენული ეფექტის განვითარების რისკს წარმოადგენს გულის ორგანული დაზიანება (განსაკუთრებით მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი), გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის  ფრაქციის შემცირება, მყარი პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პრეპარატის მაქსიმალური დოზა. ამის გარდა, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ღვიძლის დაავადებით, ვინაიდან იგი ტოქსიურია ჰეპატოციტებისათვის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატის დანიშვნისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გასათვალისწინებელია პოტენციური სარგებლიანობა დედისათვის და მოსალოდნელი რისკი ნაყოფისათვის. ამიტომ მისი დანიშვნა ამ პერიოდში ხორციელდება მხოლოდ ექიმის მიერ.

პრეპარატის ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე:
იმ პირებისათვის, რომლებშიც ადგილი აქვს პრეპარატის დანიშვნისას გვერდით ეფექტებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (მაგალითად, თავბრუსხვევა, აკომოდაციის დარღვევა, დიპლოპია და სხვა), დაუშვებელია ავტომობილის მართვა და მუშაობა ზუსტ მექანიზმებთან.
 
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გაძლიერებული დამთრგუნველი მოქმედება მიოკარდიუმის გამტარ სისტემაზე, არითმოგენული ეფექტის განვითარების რისკის მომატება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
1C   კლასის ანტიარითმული პრეპარატების (ეთმოზინი, ეტაციზინი, ენკაინიდი, ფლეკაინიდი, დორკაიმიდი, პროპაფენონი) ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია. 1C   კლასის ანტიარითმული პრეპარატების გამოყენება კომბინაციაში 1A   კლასის ანტიარითმულ პრეპარატებთან ასევე დაუშვებელია.
ეტაციზინი არ ინიშნება ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორებთან.
ბეტა-ბლოკატორების კომბინაცია 1C   კლასის ანტიარითმულ პრეპარატებთან აძლიერებს ანტიარითმულ ეფექტს, განსაკუთრებით იმ არითმიების მიმართ, რომლებიც გამოწვეულია ფიზიკური დატვირთვით ან სტრესით. ასეთი კომბინაცია საშუალებას იძლევა დაინიშნოს ანტიარითმული პრეპარატები   მცირე დოზებით. იგი ნაჩვენებია პაროქსიზმული ტაქიკარდიების, (მათ შორის პარკუჭოვანი), მკურნალობისათვის და პროფილაქტიკისათვის.
კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ შესაძლებელია ეტაციზინის კომბინაცია ამიოდარონთან (III კლასის ანტიარითმული პრეპარატი). ასეთ შემთხვევაში ორივე პრეპარატის დოზა მცირდება. პარკუჭების ციმციმის ან პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის პროფილაქტიკისათვის შესაძლებლია ეტაციზინის კომბინაცია მექსილეტინთან და ანაპრილინთან.
ეტაციზინის და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ორივე პრეპარატის ანტიარითმული მოქმედება და უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვადობა. მათი კომბინაციის დროს შესაძლებლია განვითარდეს გულისრევა, უმადობა, რაც დაკავშირებულია დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებასთან სისხლში. ამ დროს საჭიროა დიგოქსინის დოზის შემცირება.
ეტაციზინის და გლუტამინის მჟავას ერთდროული დანიშვნა იწვევს ეტაციზინის კარდიოდეპრესიული მოქმედების ნიველირებას ავადმყოფებში სისხლმიმოქცევის საწყისი დარღვევით.
ეტაციზინით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლის გამოყენება.

შენახვის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

შეფუთვა:
50 ტაბლეტი

მწარმოებელი:
”ოლაინფარმი” ლატვია