ფლუიფორტი® სიროფი
FLUIFORT® Syrup
FLUIFORT® Syrup
საერთაშორისო დასახელება - carboxymethylcysteine lysine salt
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები; მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
9 მგ/100 მლ: ფლ. 40 მლ
9 მგ/100 მლ: ფლ. 120 მლ
სიროფის ყოველი 100მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კარბოცისტეინის ლიზინის მონოჰიდრატი 9 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატურალური ალუბლის არომატიზატორი, მეთილპარაბენი, კარამელის არომატიზატორი, საქაროზა და გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუიფორტი არის მუკორეგულატორი, რომელიც აძლიერებს სასუნთქი გზების ლორწოვანის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლას. იგი არ მოქმედებს უშუალოდ ლორწოზე.
ფლუიფორტის მთავარი ეფექტი არის ლორწოში სიალომუცინის შემცველობის გაზრდა, სიალო- და ფუკო- მუცინებს შორის პროპორციის აღდგენა. ეს პირდაპირ აისახება ლორწოს ელასტიურობაზე, სიმკვრივეზე და წებოვნებაზე, არაპირდაპირი მოქმედებაა ლორწოს გათხევადება და სასუნთქი გზების ლორწოსაგან დასუფთავება ეპითელიუმის წამწამების მეშვეობით (მუკოცილიარული კლირენსი)
კარბოცისტეინში ლიზინის დამატება ზრდის მის ხსნადობასა და ბიოშეღწევადობას, რაც იძლევა დღეღამური დანიშნვის სიხშირის შემცირებას, სასურველი ეფექტის შენარჩუნებით და მეტაბოლიტებისათვის დამახასიათებელი დოზის შემდგომი ეფექტის გაძლიერებით.
ერთი ან რამდენიმე დღიური მიღების შედეგად მეტაბოლური მექანიზმის ერთხელ ჩართვისას ის მოქმედებს შემდგომშიც, წამლის მიღების შეჩერების შემთხვევაშიც.
ფარმაკოკინეტიკა
კარბოცისტეინის ლიზინის მონოჰიდრატს გააჩნია კარგი ადსორბციის და ბიოშეღწევადობის უნარი; ამიტომ შესაძლებელია მისი დანიშნვა დღეში ერთხელ მოზრდილებში და ორჯერ ბავშვებში.
პრეპარატის აქტიური კომპონენტები სწრაფად და სრულად შეიწოვება პერორალური მიღებისას, პლაზმის შიგნით ნახევარ დაშლის პერიოდია 1,5 საათი, იგი თითქმის მთლიანად გამოიყოფა საშარდე გზების მეშვეობით. 30-60% უცვლელი სახით, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით. კვლევებმა აჩვენა, რომ 17,5% გამოიყოფა ბრონქულ სეკრეტში.
ჩვენებები
• ფლუიფორტი არის მუკორეგულატორი, ლორწოს გამათხელებელი და ამოსახველეებლი ეფექტით. ფლუიფორტი ეფექტურია როგორც ჰიპო- ასევე ჰიპერვისკოსზური ლორწოსა და ნახველის შემთხვევაში.
• ფლუიფორტი მოწოდებულია ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების და მწვავე ბრონქიტის გართულებების სამკურნალოდ
• ფლუიფორტი აგრეთვე მოწოდებულია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების: ფარინგიტის, ტონზილიტის, ლარინგიტის, რინიტის, რინოფარინგიტის, ოტიტის და სინუსიტის სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისათვის:
30მლ ერთხელ ან 15მლ ორჯერ დღეში.
ბავშვებისათვის:
1-დან 5 წლამდე ბავშვებში: 2.5 მლ ორჯერ დღეში.
5 წელზე უფროსს ბავშვებში: 5 მლ ორჯერ დღეში.
ბავშვებში პრეპარატის დანიშნვა ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დოზირება შესაძლოა გაიზარდოს (სამჯერ დღეში) ბავშვებშიც და მოზრდილებშიც ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
უკუნაჩვენებია ახალშობილთათვის და 1 წლამდე ბავშვებში
გვერდითი მოვლენები
კლინიკურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ პაციენტაბი კარგად იტანენ ფლუიფორტს. იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მაგ: დიარეა, გულისრევა, გასტრალგია, თავბრუსხვევა და ძილიანობა, უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში გამონაყარი კანზე და ქავილი. აღნიშნული სიმპტომები ქრება დოზის შემცირების შემდეგ
უკუჩვენება
უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენინებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ და თორმეტგოჯა ნაწლავისა ან კუჭის მწვავე წყლულოვანი დაავადება
ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავდ იმისა, რომ პრეპარატს არ ახასიათებს არც ტერატოგენული, არც მუტაგენური მოქმედება და არ არის დადგენილი მისი შემცველობა დედის რძეში მისი გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციისას რეკომენდირებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
შაქრიანი დიაბეტის მქონე ან დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფი პაციენტების შემთხევვაში გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი შეიცავს საქაროზას.
ჭარბი დოზირება
ფლუიფორტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ინიშნება სიმპტომატიური მკურნალობა (კუჭის გამორეცხვა და აქტივირებული ნახშირი). სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ფლუიფორტსა და სასუნქი გზების სამკურნალო სხვა პრეპარატებს შორის რაიმე შეუთავსებლობა არ აღინიშნება
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას (25ºC)
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
M&H Manufacturing Co. Ltd
ნიდერლანდები