ფრენაგ ფორტი 3% 30გ გელი

ფრენაგ ფორტი 3% გელი

Frenag Fort

გამოიყენება გარეგანად, კანზე

●   აქტიური სუბსტანცია: გელის ყოველი გრამი შეიცავს 0.9 გ ნიმესულიდს.

●   დამხმარე საშუალებები: მაკროგოლი 400, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ტრიეთილ ციტრატი, ეთანოლი, რძემჟავა.

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა მოგვიანებით.
  • კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს.
  • ამ პრეპარატის გამოყენებისას, ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას უთხარით თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
  • გთხოვთ ზუსტად დაიცვათ ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

1.  ამ ინსტრუქციის ფურცელში:

1.  რა არის ფრენაგ ფორტი 3% გელი  და რისთვის გამოიყენებაა

2.  რა უნდა იცოდეთ ფრენაგ ფორტი 3% გელი  გამოყენების წინ

3.  როგორ გამოიყენება ფრენაგ ფორტი 3% გელი 

4.  შესაძლო გვერდითი ეფექტები

5.  როგორ ინახება ფრენაგ ფორტი 3% გელი 

1.  რა არის ფრენაგ ფორტი 3% გელი  და რისთვის გამოიყენება

ფრენაგ ფორტი 3% გელი  არის გელი 30 მგ ტუბებში, რომელიც შეიცავს ნიმესულიდს და გამოიყენება გარეგანად. ფრენაგ ფორტი 3% გელი გამოიყენება რბილი ქსოვილების რევმატული დარღვევების სიმპტომების, რბილი ქსოვილების ტრავმების - დაჭიმულობების და კონტუზიის, ტკივილით, ანთებით მიმდინარე ჩონჩხ-კუნთოვანი დაავადებების და კუნთების დაჭიმულობის სამკურნალოდ და მოსახსნელად.

2.  რა უნდა იცოდეთ ფრენაგ ფორტი 3% გელის გამოყენების წინ

არ გამოიყენოთ ფრენაგ ფორტი 3% გელი შემდეგ შეთხვევებში; თუ

•  ხართ ალერგიული ნიმესულიდის მიმართ, რომელიც შედის ფრენაგ ფორტი 3% გელის შემადგენლობაში;

•  ანამნეზში გაქვთ წარსულში მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიმართ (მაგალითად, რესპირატორული ტრაქტის სტენოზი, გამონადენი ცხვირიდან, ქავილი, სხვ.);

•  იმავდროულად იყენებთ სხვა ტოპიკალურ საცხს დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე ადგილობრივი ინფექციისას;

• 12 წლამდე ასაკის ბავშვებში;

• ჰერმეტული სახვევის გამოყენებისას;

• გაქვთ კუჭ-ნაწლავის წყლული და ღვიძლის უკმარისობა. 

ფრენაგ ფორტი 3% გელი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში:

• მოერიდეთ ფრენაგ ფორტი 3% გელის შეხებას თვალებთან ან ლორწოვან გარსთან.

• არასოდეს მიიღოთ ეს პრეპარატი პერორალურად. გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.

• შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება, თუ ის იწვევს კანზე გაღიზიანებას.

• პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, აქტიური პეპტიკური წყლული ან ეჭვი მის არსებობაზე, ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დარღვევები, კოაგულაციის მძიმე  დარღვევები ან მძიმე/არაკონტროლირებული გულის უკმარისობა.

• პროდუქტი არ გამოიყენოთ ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

• უარყოფითი ეფექტების შემცირება შეიძლება პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზის დროის ყველაზე მცირე პერიოდში გამოყენებისას.

• თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ, გამოიყენეთ განსაკუთრებული სიფრთხილით. გაითვალისწინეთ მკურნალობის დროს ჰიპერმგრძნობელობის შესაძლებლობა.

• გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება მზის სინათლის პირდაპირი ზემოქმედების და სოლარიუმის მიმართ, რათა შეამციროთ სინათლეზე სენსიტივობის რისკი.

• თუ სიმპტომები გაგრძელდა ან მდგომარეობა უფრო მძიმე გახდა, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ რომელიმე ეს მდგომარეობა.

ფრენაგ ფორტი 3% გელის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ აღინიშნება ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოიყენეთ ექიმის ზედამხედველობით, თუ მისი მიღება საჭიროა ორსულობის დროს. ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება ორსულობის დროს, თუ არ არსებობს მკაფიო აუცილებლობა.

თუ მკურნალობის დროს შენიშნავთ, რომ ხართ ორსულად, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან ფრენაგ ფორტი 3% გელი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, არ გამოიყენოთ იგი ძუძუთი კვების დროს თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

პრეპარატი არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფრენაგ ფორტი 3% გელის ზოგიერთი დამხმარე საშუალების შესახებ

პრეპარატში შემავალი დამხმარე საშუალებების გამო, შეიძლება განვითარდეს მყისიერი  ალერგიული რეაქციები და ადგილობრივი რეაქციები კანზე.

კომბინაციური გამოყენება სხვა პრეპარატებთან

ცნობილი ან მოსალოდნელი არ არის ფრენაგ ფორტი 3% გელის სხვა ფარმაცევტულ პროდუქტებთან ურთიერთქმედება ტოპიკალური გზით გამოყენებისას.

თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ ნებისმიერ სხვა პრეპარატს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

3.  როგორ გამოიყენება ფრენაგ ფორტი 3% გელი

• ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

ფრენაგ ფორტი 3% გელი წაისვით დაზინებულ უბანზე დღეში 2-3-ჯერ, თუ ექიმი სხვა რეკომენდაციას არ მოგცემთ. მკურნალობის ხანგრძლივობა არის 7-15 დღე.

გამოყენების წესი

ფრენაგ ფორტი 3% გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გზით გამოყენებისათვის.

პროდუქტის თხელი ფენა წაისვით კანზე და მსუბუქად შეიზილეთ, ვიდრე არ შეიწოვება.

გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების მიერ:

არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულების მიერ:

ხანდაზმულებში გამოყენების პირობები ისეთივეა, როგორც ბავშვებში გამოყენებისას.

სპეციალური პირობები გამოყენებისას:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა/ღვიძლის უკმარისობა:

არ გამოიყენება იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა/ღვიძლის უკმარისობა. თუ მიგაჩნიათ, რომ ფრენაგ ფორტი 3% გელის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია,  მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ფრენაგ ფორტი 3% გელი, ვიდრე საჭირო იყო:

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ფრენაგ ფორტი 3% გელი, ვიდრე საჭირო იყო, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზების გამოყენებისას უარყოფითი ეფექტები არ გამოვლინდება, ვინაიდან ფრენაგ ფორტი 3% გელი გამოიყენება ლიმიტირებულ და ზედაპირულ უბანზე.

თუ დაგავიწყდათ ფრენაგ ფორტი 3% გელის  გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

შესაძლო გვერდითი ეფექტები ფრენაგ ფორტი 3% გელის მკურნალობის შეწყვეტისას: არავითარი.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა ფრენაგ ფორტ 3% გელში შემავალი სუბსტანციების მიმართ.

თუ განვითარდა რომელიმე შემდეგი მოვლენა, შეწყვიტეთ ფრენაგ ფორტი 3% გელის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას:

• სახის, ტუჩების, პირის, ენისა და ყელის შეშუპება

• სუნთქვის გაძნელება, ქშინვა

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი ძალიან სერიოზული.

თუ განვითარდა რომელიმე ეს ეფექტი, თქვენ გაქვთ სერიუზული ალერგია ფრენაგ ფორტი 3% გელის მიმართ. სეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათია.

თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ მოვლენას, უთხარით თქვენს ექიმს:

• ქავილი

• კანის სიწითლე

ეს ეფექტები ვითარდება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტისას.

თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების ინფორმირება

თუ განვითარდა გვერდითი ეფექტები, რომლებიც ჩამოთვლილია ან ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, ნებისმიერი განვითარებული გვერდითი ეფექტის შესახებ მიაწოდეთ ინფორმაცია თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს ვებ-გვერდის მეშვეობით მისამართზე www.tick.gov.tr – „წამლის გვერდითი ეფექტები“ ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 0 800 800 314 00. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარაცევტს.

5. როგორ ინახება ფრენაგ ფორტი 3% გელი

შეინახეთ ფრენაგ ფორტი 3% გელი ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25 °C-მდე  ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

არ გამოიყენოთ ფრენაგ ფორტი 3% გელი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც ვადაგასულია ან რომლებსაც აღარ იყენებთ! ასეთი პრეპარატები უნდა მაიწოდოთ გარემოსა და ურბანიზაციის მიერ დადგენილ შემგროველ სისტემას.

არ გამოიყენოთ ფრენაგ ფორტი 3% გელი, თუ შენიშნავთ, რომ პროდუქტი და/ან შეფუთვა დაზიანებულია.

გაცემის წესი:

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

HELBA İLAÇ İÇ ve DIŞ SAN. A.Ş.

მისამართი: ჯამლიკ მაჰალეში პამუკ სკ. ბლოკი A, ბ. N12-16/17

უმრანიე-სტამბოლი/თურქეთი

ტელ:  + 90 216 365 41 47

Fax: + 90 216 365 41 48

[email protected]

მწარმოებელი:

ARGİS İLAÇ SAN. ve TİC. A. Ş.

ბათი სიტეში მაჰ. გერსან სანაი სიტეში 2307. სოკ. N: :80-82-84

იენიმაჰალე-ანკარა-თურქეთი

Tel: + 90 312 255 54 74

Fax: + 90 312 255 54 42

[email protected]