შემადგენლობა :
ტაბლეტები.
ლიზინოპრილი 10მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი 12.5მგ
დამხმარე ნივთიერებებს:
ლაქტოზა,
სახამებელი,
პოლოვინილპიროლიდონი
მაგნიუმის სტეარატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
აგფ ინჰიბიტორი დიურეტიკთან ერთად, ჰიპოტენზიური პრეპარატი
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გამალიზინი-H-ში შემავალი ლიზინოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, რის გამოც მცირდება ამ უკანასკნელის სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება და ალდოსტერონის სეკრეცია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ. პრეპარატის მოქმედების ფონზე მცირდება პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობა, გულზე პრე- და პოსტდატვირთვა, რის გამოც ქვეითდება როგორც სისტემური არტერიული წნევა, ასევე წნევა სისხლმიმოქცევის მცირე წრეში. პრეპარატში შემავალი ორი აქტიური ნივთიერების: ლიზინოპრილის Aდა ჰიდროქლორთიაზიდის ერთად მოქმედება აძლიერებს პრეპარატის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს ამცირებს მიოკარდიუმზე დატვირთვას და ლიზინოპრილით მონოთერაპიის დროს ქსოვილების შესაძლო შეშუპების საშიშროებას, ორგანიზმიდან სითხის გამოყოფის შემცირების გამო.
ჩვენება: გამალიზინ-H გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები; - თირკმელის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით; - მდგომარეობა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ; - აზოტემია; - ჰიპერკალიემია; - პირველადი ალდოსტერონიზმი; - აორტის სტენოზი და სისხლმიმოქცევის ანალოგიური დაბრკოლება; - კვინკეს შეშუპება; - ორსულობა და ლაქტაცია.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით და ხანგრძლივობით, რომელსაც ის დაადგენს.
ჩვეულებრივ არტერიული ჰიპერტონიის დროს პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. არასაკმარისად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტის დროს დოზა იზრდება 2-3 ტაბლეტამდე. გულის ქრონიკული უკმარისობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ(ლიზინოპრილის შესაბამისს). ავადმყოფებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, თირკმელების უკმარისობით, რენოვასკულური ჰიპერტონიით, პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ყურადღების კონცენტრაციაზე
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, მშრალი ხველა. იშვიათად - ორტოსტატული ჰიპოტენზია, ასთენია, ალერგიული გენეზის გამონაყარი კანზე, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში, დიარეა, პირის სიმშრალე. ცალკეულ შემთხვევაში: კვინკეს შეშუპება, ხასიათის ლაბილურობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკალიემია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება. აღწერილია თირკმლების მწვავე უკმარისობის, ართრალგიის, მიალგიის და ცხელების ცალკეული შემთხვევები.
განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი ავდმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ასევე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სალურეზულ საშუალებებს და ანტიდეპრესანტებს. შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის დაქვეითება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას. კალიუმისშემნახველ დიურეზულებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება. პრეპარატის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას ქვეითდება ლითიუმის გამოყოფა ორგანიზმიდან.
არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)
შენახვის პირობები და ვადა
ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
შეფუთვის ფორმა: 20 ტ ბლისტერში, მოთავსებული კოლოფში, ახლავს ანოტაცია
მწარმოებელი:
შ.პ.ს. “გამა” საქართველო
ტელ: 2-10-99-16