გასტროფიტი 120მლ სიროფი

სავაჭრო სახელწოდება - გასტროფიტი GASTROPHYT

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჯგ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს გამოსაყენებელი სხვადასხვა საშუალებები

მწარმოებელი ფირმა - BIOZONE INTERNATIONAL

მწარმოებელი ქვეყანა - ეიჩ ბი ჯორჯია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა - სიროფი

გასტროფიტის შემადგენლობაში შემავალი მცენარეთა ექსტრაქტების ფიტოფორმულა, უძველესი დროიდან ცნობილია აღმოსავლურ სამედიცინო კულტურაში (იუნანი). მკურნალები დაახლოებით 1000 წელის განმავლობეაში იყენებდნენ მცენარეთა ამ უებარ და საკმაოდ ეფექტურ კომბინაციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებისა და დაავადებების დროს.
გასტროფიტის შემადგენლობაში შედის:
• მარიამსხალა / Ptychotis Ajowan / 240 მგ
• დამასკური ვარდი / Roza Damascene / 220 მგ
• ბაღის პიტნა / Peppermint Leaves-Fresh/ 220 მგ
• ძირტკბილა / Glycyrrhiza Glabra/ 200 мг
• სინამაქის ფოთლები / Cassia Augustifolia/ 175 მგ
• დიდი კამა , ცერეცო / Foeniculum Vulgare/ 125 მგ
• კოჭა ანუ ჯინჯერი / Zingiber Officinate/ 125 მგ
• კვლიავი (ძირა) ზირაკი; / Carum carvi L 65 მგ
• ილი კარდამონი / cardamomoum Subulatum /48 მგ
• დარიჩინის ხე / Cinnamommum Zeylanicum 25 მგ.
• ქალბანა / Ferula Aasafetida/ – 8 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
გასტროფიტი– წარმოადგენს ლაბორატორია BIOZONE INTERNATIONAL-ის მეცნიერების მიერ ძველი რეცეპტების საფუძველზე შექმნილ გაუმჯობესებულ, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შემუშავებულ ბიოპრეპარატს, რომელმაც მაღალი შეფასებები დაიმსახურა აღმოსავლეთის, რუსეთსა და ევროპის .ქვეყნებში.
ანთების საწინააღმდეგო მოქმედება:
მკურლაობის პროცესში გასტროფიტი ბუნებრივად იცავს და აღადგენს საყლაპავისა და მთლიანად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს.
გააჩნია ზომიერი ბაქტერიციდული, ანტიჰელმენთური და ანტივირუსული მოქმედება
სპაზმოლიზური მოქმედება :
• ამსუბუქებს აბდომინალურ დისკომფორტს
• ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს; ეფექტურად აღმოფხვრის ტკივილს.
რეპარაციული მოქმედება :
• ასტიმულირებს ადგილობრივ სისხლისმიმოქცევას
• აჩქარებს წყლულების, პოსტოპერაციული ჭრილობების შეხორცებას.
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების რეგულირება:
• მყისიერდ ხსნის გულძმარვას, სიმძიმისა და გულისრევის შეგრძნებას.
• გასტროფიტი უზრუნველჰყოფს მადის ნორმალიზებას
• არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სეკრეციას
• ახდენს ნაწლავის პერისტალტიკის ნორმალიზებას, ხსნის შებერილობას. ეფქტურია მეტეორიზმსა და შეკრულობის დროს.
• დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე, აღადგენს რა სასარგებლო მიკროფლორას.
ზომიერი ნაღვლმდენი და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება:
• აუმჯობესებს ღვიძლის დეზინტოქსიკაციურ ფუნქციას.
• გააჩნია ზომიერი ნაღვლმდენი ეფექტი, არეგულირებს სანაღვლე გზების ტონუსს.
• ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.
რეგულარულად მიღებისას უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, თავიდან აცილებს ანემიის ჩამოყალიბებას.

ჩვენებები
• ტკივილი მუცლის არეში
• გულძმარვა, გულისრევა, ღებინება და სხვა დისპეპსიური მოვლენები
• ქრონიკული გასტრიტი
• კუჭის წყლულოვანი დაავადება
• მეტეორიზმი და შეკრულობა
• უმადობა ან არასწორი კვება
განსაკუთრებით საჭიროა და რეკომენდებულია ბავშვებისათვის და მოზარდებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ უსიამოვნო სიმძიმის შეგრძნება მუცლის ღრუსა და ღვიძლის არეში– განპირობებული არასწორი კვებით (მშრალი საკვები სკოლაში და ქუჩაში –ე.წ ფასტფუდი, ჩიპსები, ცომეული, გაზირებული სასამელები )

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) 3–ჯერ დღეში.
ბავშვებში: 2 დან 12 წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3–ჯერ დღეში.
6 თვიდან 2 წლამდე: ½ ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3–ჯერ დღეში.
გასტროფიტის მიღება რეკომენდებულია 15 დღის განმავლობაში.
მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში 3-4 ჯერ.
გასტროფიტს გააჩნია სასიამოვნო გემო და კომფორტულია მისაღებად.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბნელ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
გამოყენების წინ ბოთლი შეანჯღრიეთ.