გოჯი ბერი 400მგ #30ტ

გოჯი ბერი 400მგ #30ტ

მცენარეული სამკურნალო საშუალება      

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:    

გოჯი  ბერის    (Lycium barbarum )  ნაყოფის  ექსტრაქტი - 400 mg.

სტანდარტიზებული როგორც 50% პოლისაქარიდები.

დამხმარე ნივთიერებების სახით თითოეული ტაბლეტი შეიცავს: ლაქტოზა, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი, ინსტაქოათ აქუა III (ტაბლეტის დასაფარი კომბინაცია),  საღებავი  FD&C Yellow No.40

 

ქიმიური  შემადგენლობა:  

გოჯი  ბერის  ნაყოფი  შეიცავს  18 ამინომჟავას: (ფოლიუმის მჟავა, გლუტამინის მჟავა,  L-კარნიტინი და სხვ.)   და   21  მინერალს: (კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა, თუთია და სხვ.)  ასევე  A, D, E, C, B1, B2, B6, B12 ვიტამინებს, B -კაროტინს, პოლისაქარიდებს და სხვ. ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები 

გოჯი ბერის (GOJI BERRY ) ექსტრაქტი  უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას , მეტაბოლიზმის აჩქარებას და მადის მნიშვნელოვან დაქვეითებას. ფლავონოიდები გამოდევნის ცხიმს  და მოკლე დროში ხდება  წონის კლება.გოჯი ბერი შეიცავს პოლისაქარიდების კომპლექსს, რომელიც სხვა მცენარეებში  არ მოიპოვება. მათიწყალობით ხდება გლუკოზის რეგულირება. ასევე შეიცავს ბეტაინს,  რომელიც ხელს უშლის ღვიძლის გაცხიმოვნებას და სისხლძარღვთა დაზიანებას.  ბეტაინს აქვს უნარი გადაიქცეს ქოლინად, რაც  აუმჯობესებს  მეხსიერებას და აზროვნებას. იზრდება მნიშვნელოვანი ჰორმონის მელატონინის დონე,  რის შედეგადაც უმჯობესდება გუნება-განწყობა, შრომისუნარიანობა  და სასქესო სისტემის ფუნქცია. პოლისაქარიდები წარმოადგენს საკვებს ნაწლავის საპროფიტული მიკროფლორისთვის. აუმჯობესებენ ნაწლავების ფუნქციას და მდგომარეობას. გამოიყენება ონკოლოგიაში კომპლექსური მკურნალობის დროს დამხმარე საშუალებად.  GOJI  BERRY   ხელს უწყობს ორგანიზმში განსაკუთრებული ნივთიერების  გამა-ინტერფერონის გამომუშავებას.  რომელსაც შეუძლია გაანადგუროს კიბოს უჯრედები და შეაჩეროს სიმსივნის ზრდა.  GOJI  BERRY  აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, არეგულირებს არტერიულ წნევას. ამაგრებს კუნთებს და ძვლებს. აძლიერებს იმუნიტეტს და  ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს. აძლიერებს ლიბიდოს, როგორც მამაკაცებში ასევე ქალებშიც.  მნიშვნელოვნად ანელებს დაბერების პროცესს, რადგან წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.  B - კაროტინის ანტიოქსიდური მოქმედება აუმჯობესებს  კანის ფუნქციას და გამოიყენება ცელულიტის წინააღმდეგ.

 

ჩვენებები:  

  • ჭარბი წონა
  • ასთენია, დეპრესია (ფსიქოგენური)
  • შაქრიანი დიაბეტი
  • იმპოტენცია და ლიბიდოს დაქვეითება
  • კლიმაქტერული სინდრომის დროს ვეგეტო–სისხლძარღვოვანი მოვლენების (მომატებული დაღლილობა, გაღიზიანებულობა, ლიბიდოს და ფიზიკური აქტიობის დაქვეითება) არსებობა

მიღების წესი და დოზირება:    მიიღება პერორალურად. ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. დღიური დოზა  3 ტაბლეტი.  

განსაკუთრებული მითითებები:  მიღება  არ  არის  რეკომენდირებული  ინსულტ გადატანილი პირებისათვის, სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს. ასევე ქალებისა და მამაკაცებისათვის რომლებსაც ჯერ 18 წელს არ მიუღწევიათ. არ არის რეკომენდირებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების  მიმართ.

გვერდითიმოვლენები:  შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება. გამონაყარი, ქავილი. ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

გამოშვების ფორმა:

პირვლადი შეფუთვა:  10 გარსით დაფარული ტაბლეტი ალ/პვხ ბლისტერში.

მეორეული შეფუთვა:  3 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

შენახვის პირობები:  მშრალ, სინათლისგან დაცულ,  გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

არ მიიღოთ მედიკამენტი  ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას და ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის შენახვის ვადაა წარმოებიდან 3 წელი.

გაცემის ფორმა:  გაიცმა ურეცპტოდ.

მწარმოებლი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს „გამა“

საქართველო.  ტელ: 2 109916

[email protected]

www.gama.ge     

facebook.gama.ge