გრასალვა 300მკგ/1მლ შპრიცი

გრასალვა
GRASALVA
 
 
საერთაშორისო დასახელება - filgrastim
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - L03AA02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰემოპოეზის მასტიმულირებელი საშუალებები
; ლეიკოპოეზის მასტიმულირებელი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
 300 მკგ 1ც
 480 მკგ 1ც

აქტიური ნივთიერება:
გრასალვა 30 მლნ სე/მლ: 1 მლ ხსნარი შეიცავს 30 მლნ სე (300 მკგ) ფილგასტრიმს.
გრასალვა 48 მლნ სე/0,8 მლ: 0,8 მლ ხსნარი შეიცავს 48 მლნ სე (480 მკგ) ფილგასტრიმს.
დამხმარე ნივთიერებები: ძმარმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბიტოლი, პოლისორბატი
80, საინექციო წყალი.
აღწერილობა:
გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
წამლის ფორმა:
ხსნარი შიგნით მისაღებად და კანქვეშა ინექციისთვის 30 მლნ სე/მლ,
ხსნარი შიგნით მისაღებად და კანქვეშა ინექციისთვის 48 მლნ სე/0,8 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ფილგასტრიმი, ადამიანის რეკომბინირებული გრანულოციტების კალონიების მასტიმულირებელი ფაქტორი. (გ-კმფ). ფილგასტრიმს გააჩნია ისეთივე ბიოლოგიური აქტივობა, როგორიც ადამიანის ენდოგენურ გ-კმფ-ს და ამ უკანასკნელისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ წარმოადგენს არაგლიკოზილირებულ ცილას და N- ბოლოში გააჩნია დამატებითი მეთიონინი. ფილგასტრიმი, რომელიც მიღებულია რეკომბინირებული დნმ-ს ტექნოლოგიით, გამოიყოფა ბაქტერია Escherichia coli- ს უჯრედებიდან, რომელთა გენეტიკურ აპარატშიც შეყვანილია გ-კმფ-ს ცილის მაკოდირებელი გენი.
ადამიანის გრანულოციტების კოლონიების მასტიმულირებელი ფაქტორი (გ-კმფ) – წარმოადგენს გლიკოპროტეინს, რომელიც არეგულირებს ფუნქციურად აქტიური ნეიტროფილების წარმოქმნას და მათ გადმოსვლას ძვლის ტვინიდან სისხლში. ფილგრასტიმი, რომელსაც გააჩნია გ-კმფ-ს თვისებები, შეყვანიდან პირველივე 24 საათში მნიშვნელოვნად ზრდის ნეიტროფილების რაოდენობას პერიფერიულ სისხლში და აგრეთვე მცირედით ზრდის მონოციტების რაოდენობას. მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის მქონე ზოგიერთ პაციენტში ფილგრასტიმმა შესაძლებელია გამოიწვიოს მოცირკულირე ეოზინოფილების და ბაზოფილების რაოდენობის უმნიშვნელო მომატება შედარებით საწყის მაჩვენებლებთან, თუმცა აღნიშნული პაციენტების ნაწილში ეოზინოფილია და ბაზოფილია შესაძლებელია გამოვლინდეს პრეპარატის მიღებამდეც.
ფილგასტრიმის რეკომენდირებული დოზის მიღებებს შორის ინტერვალში გამოვლინდა ნეიტროფილების რაოდენობის დოზა-დამოკიდებული მომატება, რის დროსაც აღნიშნული უჯრედების ქემოტაქსიური და ფაგოციტური აქტივობა ნორმალურია ან მომატებულია. მკურნალობის დასრულების შემდეგ ნეიტროფილების რაოდენობა პერიფერიულ სისხლში ქვეითდება 50%-მდე 1-2 დღის განმავლობაში და უბრუნდება ნორმალურ დონეს შემდეგი 1-7 დღის განმავლობაში.
ფილგრასტრიმი მნიშვნელოვნად ამცირებს ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირეს, სიმძიმეს და ხანგრძლივობას ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის ჩატარების შეემდეგ. ფილგრასტიმი მნიშვნელოვნად ამცირებს ფებრილური ნეიტროპენიის, ანტიბიოტიკოთერაპიის და ჰისპიტალიზაციის ხანგრძლივობას როგორც მწვავე მიელოლეიკოზის დროს ჩატარებული ინდუქციური ქიმიოთერაპიის შემდეგ, ასევე მიელობლასტური მკურნალობის შემდეგ (ძვლის ტვინის შემდგომი ტრანსპლანტაციით), თუმცა არ ახდენს ზეგავლენას ცხელების სიხშირეზე და ინფექციურ გართულებებზე და არ ამცირებს ცხელების ხანგრძლივობას პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მიელობლასტური მკურნალობა შემდგომი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით.
ფილგრასტიმის მონოთერაპია ისევე, როგორც ქიმიოთერაპიის შემდეგ იწვევს პერიფერიულ სისხლში ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადასვლას. სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (პსღუ) აუტოლოგიური ან ალოგენური ტრანსპლანტაცია შესაძლებელია ჩატარდეს მაღალდოზიანი ციტოსტატიური მკურნალობის შემდეგ ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან ერთად ან ტრანსპლანტაციის დამატებითი მკურნალობის სახით. პსღუ-ს ტრანსპლანტაცია აჩქარებს სისხლმბადი ფუნქციის აღდგენას, აგრეთვე ამცირებს ჰემორაგიული გართულებების რისკს და ტრომბოციტური მასის გადასხმის საჭიროებას.
ალოგენური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან შედარებით ფილგრასტიმის გამოყენება მობილიზირებული ალოგენური პსღუ-ს რეციპიენტებში იწვევს ჰემატოლოგიური მაჩვენებლების უფრო სწრაფ დარეგულირებას. ნორმას უბრუნდება თრომბოციტების რაოდენობა და აღარ არის საჭირო თრომბოციტოპენიის კონტროლი. ჯანმრთელ დონორებში ფილგრასტიმის 10 მკგ/კგ სხეულის წონა/ დღეღამეში შეყვანა კანქვეშ ყოველდღიურად 4-5 დღის განმავლობაში ჩვეულებრივ ქმნის პირობებს, რომ 2 ლეიკოფერეზის ჩატარების შემდეგ მიიღოს პსღუ-ს რაოდენობა, რაც ტოლია ან მეტია 4 x 106 CD 34+-უჯრედები/კგ რეციპიენტის სხეულის წონისა.
მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის მქონე ბავშვებში და მოზრდილებში (თანდაყოლილი, პერიოდული ან იდიოპათური) ფილგასტრიმი სტაბილურად ზრდის ნეიტროფილების რაოდენობას პერიფერიულ სისხლში, ამცირებს ინფექციების სიხშირეს და მათთან დაკავშირებულ გართულებებს.
შიდსის მქონე პაციენტებში ფილგასტრიმის დანიშვნა ხელს უწყობს ნეიტროფილების ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებას, რაც ხელს უწყობს ანტრივირუსულ და/ან მიელოსუპრესიული თერაპიის გეგმაზომიერ განხორციელებას. ფილგასტრიმის მკურნალობის დროს არ გამოვლენილა შიდსის რეპლიკაციის მომატების შემთხვევები.
სხვა ჰემატოპოეზური ზრდის ფაქტორების მსგავსად ფილგრასტიმი in vitro ასტიმულირებს ადამიანის ენდოთელური უჯრედების პროლიფერაციას.

ფარმაკოკინეტიკა

როგორც ინტრავენური, ასევე კანქვეშა ინექციის შემდეგ ფილგასტრიმის ელიმინაცია მიმდინარეობს I რიგის კინეტიკის შესაბამისად. სისხლის პლაზმიდან ფილგრასტიმის ნახევარგამოყოფის პერიოდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 3,5 სთ-ს, ხოლო კლირენსი ტოლია 0,6 მლ/წთ/კგ. ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის შემდეგ ფილგრასტიმის ხანგრძლივი, 28 დღემდე გამოყენებისას არ გამოვლენილა კუმულაცია და ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა.
ფილგასტრიმის ინტრავენური და კანქვეშა ინექციის შემდეგ ვლინდება დადებითი ხაზოვანი დამოკიდებულება დოზასა და სისხლის შრატის კონცენტრაციას შორის. კანქვეშ ფილგასტრიმის თერაპიული დოზების შეყვანის შემდეგ მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში აჭარბებს 10 ნგ/მლ-ს 6-8 სთ-ს განმავლობაში. გადანაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 150 მლ/კგ.

ჩვენებები

გრასალვა ინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით:
• ნეიტროპენიის ხანგრძლივობის და ფებრილური ნეიტროპენიის ეპიზოდების სიხშირის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ციტოტოქსიური ქიმიოთერაპია ავთვისებიანი დაავადების გამო (გამონაკლისს წარმოადგენს მიელოლეიკოზი და მიელოდისპლაზიური სინდრომი).
• ნეიტროპენიის ხანგრძლივობის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მიელოაბლაციური მკურნალობა, რის შემდეგაც დაგეგმილია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩატარება.
• სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია
• ხანგრძლივი მკურნალობის სახით ინიშნება ნეიტროფილების რაოდენობის მოსამატებლად და ინფექციური გართულებების სიხშირის და ხანგრძლივობის შესამცირებლად პატარა და მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე, ქრონიკული, თანდაყოლილი, პერიოდული ან იდიოპათური ნეიტროპენია (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≤0,5 X 109/ლ) და ანამნეზში აღენიშნებათ მძიმე ან მორეციდივე ინფექციები.
• ბაქტერიული ინფექციების რისკის შემცირება მდგრადი ნეიტროპენიის დროს (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≤1,0 X 109/ლ) შიდსის შორს წასული სტადიის მქონე პაციენტებში, როცა სხვა მკურნალობა არაეფექტურია ნეიტროფილების რაოდენობის გასაკონტროლებლად.
• ჯანმრთელ დონორებში სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია სპღუ-ს ალოგენური ტრანსპლანტაციის მიზნით.

მიღების წესები და დოზები

პაციენტები, რომელთაც უტარდებათ ციტოტოქსიური ქიმიოთერაპია ავთვისებიანი დაავადების გამო:
რეკომენდირებული დოზა შეადგენს 0,5 მლნ. სე (5 მკგ)/კგ სხეულის წონა 1-ჯერ დღეში. პირველი დოზა შეჰყავთ ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის დამთავრებიდან არა უადრეს 24 საათის შემდეგ. გრასალვას შეყვანა შესაძლებელია ყოველდღიურად კანქვეშა ინექციების სახით ან ყოველდღიურად ხანმოკლე (30 წუთიანი) ინტრავენური ინფუზიის სახით განზავებული 5% გლუკოზის ხსნარში (იხ. "მიღების წესი"). სასურველია პრეპარატის შეყვანა კანქვეშა ინექციის გზით. ინტრავენური ინფუზიისას ფილგასტრიმის მოქმედების ვადა შესაძლებელია შემცირდეს.
გრასალვა შეჰყავთ ყოველდღიურად მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმალურ ზღვარს და არ მიაღწევს ნორმალური მაჩვენებლების დიაპაზონს. თუ ციტოტოქსიური ქიმიოთერაპია ტარდება მყარი სიმსივნეების, ლიმფომების და ლიმფოლეიკოზის გამო, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 14 დღის განმავლობაში. მწვავე მიელოლეიკოზის ინდუქციური და კონსოლიდაციური მკურნალობის ჩატარების შემდეგ გრასალვას მიღება შესაძლებელია გახანგრზლივდეს 38 დღემდე. გრასალვას მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩატარებული ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის ტიპზე, დოზაზე და სქემაზე. ნეიტროფილების რაოდენობის გარდამავალი მომატება ჩვეულებრივ აღინიშნება ფილგასტრიმის მკურნალობის დაწყებიდან 1-2 დღის შემდეგ. სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მკურნალობა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გადააჭარბებს მოსალოდნელი მინიმუმის ზღვარს ან არ მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებელს. არ არის რეკომენდირებული მკურნალობის შეწყვეტა მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმალურ ზღვარს.
პაციენტები, რომელთაც უტარდებათ მიელოაბლაციური მკურნალობა ძვლის ტვინის შემდგომი ტრანსპლანტაციით
საწყისი დოზა შეადგენს 1 მლნ. სე (10 მკგ)/ კგ სხეულის წონა დღეღამეში, ინიშნება 30 წუთიანი ან უწყვეტი 24 საათიანი ინტრავენური ინფუზიის ან უწყვეტი 24 საათიანი კანქვეშა ინფუზიის სახით. ი/ვ და კანქვეშა ინფუზიის შემთხვევაში გრასალვა უნდა განზავდეს 20 მლ 5% გლუკოზის ხსნარში (იხ. "მიღების წესი").
გრასალვას პირველი დოზა შეჰყავთ ქიმიოთერაპიის დასრულებიდან არანაკლებ 24 საათის შემდეგ ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციიდან არაუგვიანეს 24 საათის შემდეგ.
მას შემდეგ, რაც გაივლის ნეიტროფილების რაოდენობის მაქსიმალური დაქვეითების მომენტი, მაშინ სადღეღამისო დოზა უნდა დარეგულირდეს გამომდინარე ნეიტროფილების რაოდენობის დინამიკიდან:

 ნეიტროფილების რაოდენობა ფილგასტრიმის დოზა
 1,0x109/ლ-ზე მეტი ზედიზედ 3 დღის განამვლობაში ამცირებენ 0,5 მლნ სე-მდე (5 მკგ)/კგ/დღეღამეში
 1,0x109/ლ-ზე მეტი ზედიზედ 3 დღის განამვლობაში ფილგასტრიმის მიღება წყდება
 თუ მკურნალობის დროს ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა მცირდება 1,0x109/ლ-მდე, ასეთ შემთხვევაში პრეპარატის დოზა ხელახლა უნდა გაიზარდოს ზემოაღნიშნული სქემის შესაბამისად.

სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მიელოსუპრესიული ან მიელოაბლაციური მკურნალობა სპღუ-ს შემდგომი აუტოლოგიური ტრანსფუზიით
სპღუ-ს მობილიზაციისთვის, რომელიც ტარდება მონოთერაპიის სახით, შეჰყავთ 1 მლნ. სე (10 მკგ)/კგ დღეღამეში 24 საათიანი უწყვეტი კანქვეშა ინფუზიის ან ერთჯერადი კანქვეშა ინექციის სახით ზედიზედ 5-7 დღის განმავლობაში. ინფუზიის წინ გრასალვას აზავებენ 20 მლ 5% გლუკოზის ხსნარში (იხ. "მიღების წესი"). ჩვეულებრივ საკმარისია ერთი ან ორი ლეიკოფერეზის ჩატარება მე-5 ან მე-6 დღეს. დამატებითი ლეიკოფერეზის ჩატარების შემთხვევაში საჭიროა გრასალვას იგივე დოზების მიღება ლეიკოფერეზის დასრულებამდე. მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპიის შემდეგ სპღუ-ს მობილიზაციისთვის ინიშნება 0,5 მლნ სე (5 მკგ)/ კგ დღეღამეში კანქვეშა ინექციის სახით, ქიმიოთერაპიის დასრულების პირველივე დღიდან და მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმალურ ზღურბლს და არ მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებლებს. ლეიკოფერეზი უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა ნეიტროფილების რაოდენობა მოიმატებს <0,5 x 109/ ლ-დან >5,0 x 109/ლ-მდე. თუ პაციენტს არ ჩატარებია ინტენსიური ქიმიოთერაპია, ასეთ შემთხვევაში საკმარისი იქნება ერთი ლეიკოფერეზის გაკეთება. ცალკეულ შემთხვევებში რეკომენდირებულია დამატებითი ლეიკოფერეზის ჩატარება.
მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის (მქნ) მქონე პაციენტები
თანდაყოლილი ნეიტროპენიის დროს გრასალვას საწყისი დოზა შეადგენს 1,2 მლნ. სე (12 მკგ)/კგ დღეღამეში ერთჯერადი კანქვეშა ინექციის სახით ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე. იდიოპათიური ან პერიოდული ნეიტროპენიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 0,5 მლნ. სე (5 მკგ)/კგ/დღეღამეში, ერთჯერადი კანქვეშა ინექციის სახით ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე.
დოზის კორექცია: გრასალვა შეჰყავთ ყოველდღიურად მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა სტაბილურად არ გადააჭარბებს 1,5 x 109/ ლ-ს. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ საჭიროა განისაზღვროს მინიმალური ეფექტური დოზა ნეიტროფილების აღნიშნული რაოდენობის შესანარჩუნებლად. ნეიტროფილების საჭირო რაოდენობის შესანარჩუნებლად საჭიროა პრეპარატის ხანგრძლივად და ყოველდღიურად გამოყენება. 1-2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ საწყისი დოზა შესაძლებელია გაორმაგდეს ან განახევრდეს გამომდინარე მკურნალობის ეფექტიდან. შედეგად ყოველ 1-2 კვირაში უნდა ჩატარდეს დოზის ინდივიდუალური კორექცია, რათა შენარჩუნდეს ნეიტროფილების რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი 1,5x 109/ლ-დან 10 x 109/ ლ-მდე დიაპაზონში. მძიმე ინფექციების მქონე პაციენტებში დასაშვებია დოზის უფრო სწრაფი მომატება. მქნ-ს მქონე პაციენტებში დღეღამეში 2,4 მლნ. სე-ზე მეტი (24 მკგ)/კგ დოზის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
შიდსით დაავადებული პაციენტები
ნეიტროფილების რაოდენობის აღდგენა
საწყისი დოზა შეადგენს 0.1 მლნ. სე (1 მკგ)/ კგ დღეღამეში ყოველდღე, ერთჯერადი კანქვეშა ინექციის სახით, თუმცა დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმამდე, რაც შეადგენს 0,4 მლნ. სე (4 მკგ)/კგ/დღეღამეში – სანამ არ დარეგულირდება ნეიტროფილების რაოდენობა (2,0 x 109/ ლ-ზე მეტი).
ნეიტროფილების ნორმალური რაოდენობის შენარჩუნება:
ნეიტროფილების რაოდენობის დარეგულირების შემდეგ უნდა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა აღნიშნული მაჩვენებლების შესანარჩუნებლად. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია დაიწყოს 30 მლნ. სე (300 მკგ)(სხეულის წონისგან დამოუკიდებლად) შეყვანა კანქვეშ დღეგამოშვებით. აუცილებელია ნეიტროფილების რაოდენობა იყოს 2,0 x 109/ ლ-ზე მეტი, ამიტომ შემდგომში ნეიტროფილების რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის ინდივიდუალური კორექია. ჩვეულებრივ აღნიშნული დოზის შეყვანა შესაძლებელია კვირაში 3-ჯერ. ზოგჯერ >2,0 x 109/ ლ-ის ფარგლებში ნეიტროფილების რაოდენობის შესანარჩუნებლად საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება.
სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია ჯანმრთელ დონორებში სპღუ-ს ალოგენური ტრანსპლანტაციისთვის
რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 მლნ. სე (10 მკგ)/კგ დღეღამეში 24 საათიანი კანქვეშა ინფუზიის (იხ. "მიღების წესი") ან კანქვეშა ინექციის სახით 1-ჯერ დღეღამეში ზედიზედ 4-5 დღის განმავლობაში. ლეიკოფერეზი ტარდება მე-5, ან საჭიროების, შემთხვევაში მე-6 დღიდან, რათა მიიღონ 4 x 106CD34+ უჯრედი/კგ პაციენტის სხეულის წონა.
16 წლამდე ბავშვებში და 60 წელზე უფროს დონორებში ფილგასტრიმის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები არ მოიპოვება.
განსაკუთრებული მითითება დოზირების შესახებ
ბავშვები: სპღუ-ს და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პედიატრიულ პაციენტებში გრასალვა გამოიყენება ისეთივე დოზებით, როგორც მოზრდილებში, რომელთაც უტარდებათ მიელოსუპრესიული ციტოტოქსიური მკურნალობა. განსაკუთრებული მითითება დოზირების შესახებ
ხანდაზმულები: იმის გამო, რომ არ ჩატარებულა საკმარისი გამოკვლევები, ხანდაზმულებში დოზირების სპეციალური რეკომენდაციები არ არის მოწოდებული
მიღების წესი:
გრასალვას ანზავებენ მხოლოდ 5% გლუკოზის ხსნარში (დექსტროზა), დაუშვებელია მისი განზავება 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
განზავების შემდეგ პრეპარატი შესაძლებელია ადსორბირდეს მინის ან პლასტმასის მიერ.
თუ განზავებისას გრასალვას კონცენტრაცია ნაკლებია 1,5 მლნ. სე-ზე (15 მკგ) 1 მლ-ში, ასეთ შემთხვევაში ადსორბციის თავიდან ასაცილებლად პრეპარატს უნდა დაემატოს იმ რაოდენობის ადამიანის შრატის ალბუმინი, რომ ალბუმინის საბოლოო კონცენტრაციამ შეადგინოს 2 მგ/მლ. მაგალითად იმისთვის, რომ გრასალვას 30 მლნ. სე-ზე (300 მკგ) ნაკლები საერთო დოზის განზავებისას საბოლოოდ მივიღოთ 20 მლ ხსნარი, ამისთვის საჭიროა 0,2 მლ 20% ალბუმინის ხსნარის დამატება. განზავებისას გრასალვას კონცენტრაცია არ უნდა იყოს 0,2 მლნ. სე (2 მკგ)/მლ-ზე ნაკლები.
5% გლუკოზის ხსნარში ან ალბუმინისა და 5% გლუკოზის კომბინირებულ ხსნარში განზავებული გრასალვა შეთავსებადია როგორც მინასთან და ზოგიერთ პლასტმასთან, ასევე პოლივინილქლორიდთან (პვც), პოლიოლეფინთან (პოლიპროპილენის და პოლიეთილენის კოპოლიმერი) და პოლიპროპილენთან.
გრასალვას განზავებული ხსნარის შენახვა დასაშვებია 2-8°C ტემპერატურაზე არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში.
გამოყენების შემდეგ შპრიცი და მასში არსებული დარჩენილი სითხე უნდა განადგურდეს. სურათზე მოცემულია გრასალვას კანქვეშა ინექციის ყველაზე სასურველი ადგილები. სასურველია პრეპარატის შეყვანა ყოველდღიურად და ერთიდაიგივე დროს. ტკივილის თავიდან ასაცილებლად ყველაზე უკეთესია ინექციის ადგილების ცვლა

გვერდითი მოვლენები

ონკოლოგიური პაციენტები
ფილგრასტიმის რეკომენდირებული დოზების გამოყენებისას ხშირად ვლინდება ძვლების და კუნთების ტკივილი. როგორც წესი იგი სუსტად ან ზომირად არის გამოხატული (10%), თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია იყოს საკმაოდ მძიმე (3%) და უმეტეს შემთხვევებში მცირდება ანალგეტიკების მიღების საშუალებით. იშვიათ შემთხვევებში ვლინდება შარდვის დარღვევა (ძირითად მსუბუქი ან ზომიერი დიზურია).
რანდომიზირებული პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის მიღებისას ფილგრასტიმი არ ზრდიდა გვერდითი მოვლენების სიხშირეს. გვერდითი ეფექტები ერთნაირი სიხშირით აღინიშნება როგორც ფილგასტრიმი/ქიმიოთერაპიის ასევე პლაცებო/ქიმიოთერაპიის დროსაც. ასეთი გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, ალოპეცია, დიარეა, მოდუნება, საერთო სისუსტე, ანორექსია, ლორწოვანი გარსების ანთება, თავის ტკივილი, ხველა, გამონაყარი, ტკივილი მკერდის უკან, ყელის ტკივილი, ყაბზობა და არასპეციფიური ტკივილი (დიაგნოზის მითითების გარეშე).
ფილგასტრიმის რეკომენდირებული დოზების გამოყენებისას გამოვლინდა ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას, შრატის შარდმჟავას და გამა-გლუტამილტრანსფერაზას კონცენტრაციის შექცევადი, დოზა-დამოკიდეული და სუსტად ან ზომიერად გამოხატული მომატება პაციენტთა 50%, 35%, 25% და 10%-ში შესაბამისად.
იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს არტერიული წნევის გარდამავალი დაქვეითება, რაც არ საჭიროებს მკურნალობას.
ზოგჯერ ქიმიოთერაპიის მაღალი დოზების მიღებისას, რასაც შემდგომში მოჰყვებოდა ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, გამოვლინდა სისხლძარღვოვანი დაზიანებები, მაგალითად ვენო-ოკლუზიური დაავადებები და წყლის მიმოცლის დარღვევა. აღნიშნული მოვლენების განვითარებასა და ფილგრასტიმის მიღებას შორის კავშირი დადგენილი არ არის. იშვიათ შემთხვევებში ფილგასტრიმის მიღებისას გამოვლინდა გამონაყარი, რომლის მექანიზმიც უცნობია.
აგრეთვე გამოვლინდა სვიტის სინდრომის შემთხვევები (მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი). აღნიშნულ მოვლენებს და ფილგასტრიმის მიღებას შორის კავშირი არ არის დადგენილი, რადგან პაციენტთა უმეტესი ნაწილი იყო ლეიკოზით დაავადებული ადამიანები, ხოლო ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია სვიტის სინდრომის განვითარება.
ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა რევმატიული ართრიტის გამწვავება.
ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდა ფილტვის ინფილტრატის განვითარება, რაც იწვევდა ფილტვის უკმარისობას ან დიდების რესპირატორულ დისტრესს სინდრომს. აღნიშნულმა მოვლენებმა საბოლოოდ შესაძლებელია გამოიწვიოს სიკვდილი.
აგრეთვე იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ალერგიული ტიპის რეაქციებზე, ამათგან დაახლოებით ნახევარი გამოვლინდა პირველი დოზის შეყვანისას. ასეთი რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება ინტრავენური ინფუზიის შემდეგ. ზოგჯერ მკურნალობის განახლებას თან ახლდა სიმპტომების რეციდივი.
მქნ-ს მქონე პაციენტები:
ფილგრასტიმტან დაკავშირებულ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს ძვლების ტკივილი, რაც ზოგჯერ კომბინირებულია კუნთების ტკივილთან ერთად.
სხვა გვერდით მოვლენებს წარმოადგენს ელენთის გადიდება (რაც შესაძლებელია პროგრესირდეს პაციენტთა მცირე რაოდენობაში) და აგრეთვე თრომბოციტოპენა.
აღწერილია, რომ ფილგრასტიმის მკურნალობის დაწყებიდან ცოტა ხანში პაციენტთა 10% განუვითარდა თავის ტკივილი და დიარეა. მკურნალობის შემდეგ ასეთივე სიხშირით გამოვლინდა ანემია და ცხვირიდან სისხლდენა. გამოვლინდა შრატის შარდმჟავას, ლაქტატდეჰიდროგენაზას და ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაციის გარდამავალი და კლინიკურად უსიმპტომო მომატება, ხოლო სისხლში მოსალოდნელია გლუკოზის დონის გარდამავალი დაქვეითება ჭამის შემდეგ.
ფილგრასტიმის მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რაც ვლინდება მქნ-ს მქონე პაციენტთა 2%-ში არის ადგილობრივი რეაქციები, თავის ტკივილი, ღვიძლის გადიდება, სახსრების ტკივილი, ალოპეცია, ოსტეოპოროზი და გამონაყარი. მქნ-ს მქონე პაციენტთა 2%-ში გამოვლინდა კანის ვასკულიტი, ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში პროტეინურია და ჰემატურია.
მქნ-ს მქონე პაციენტებში აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის სიხშირე მცირდება დროსთან ერთად.
შიდსით ინფიცირებულები:
კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ სავარაუდოთ ფილგრასტიმთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს კუნთების და ძვლების ტკივილი, რაც როგორც წესი არის სუსტად ან ზომიერად გამოხატული. სიმპტომები ისეთივე სიხშირით ვლინდება, როგორც ონკოლოგიურ პაციენტებში.
3%-ზე უფრო ნაკლებ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ფილგასტრიმით, გამოვლინდა ელენთის მცირე ან ზომიერი გადიდება, რაც ჩვეულებრივ ხასიათდებოდა კეთილსაიმედო კლინიკური მიმდინარებით; ჰიპერსპლენიზმი და სპლენექტომია არ გამოვლენილა არც ერთ შემთხვევაში. ჩვეულებრივ შიდსით ინფიცირებულ პაციენტებს გადიდებული აქვთ ელენთა, თუმცა კავშირი აღნიშნულ მოვლენას და ფილგრასტიმის მიღებას შორის გარკვეული არ არის.
ჯანმრთელ დონორებში სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაციისას
სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) ჯანმრთელ დონორებში ფილგასტრიმის მიღებისას ყველაზე ხშირად ვითარდებოდა სუსტად ან ზომიერად გამოხატული ძვლების და კუნთების ტკივილი. დონორთა 41%-ში გამოვლინდა ლეიკოციტოზი (>50x 109/ ლ), ხოლო 35%-ში კი – ფილგასტრიმის და ლეიკოფერეზის ჩატარების შემდეგ გამოვლინდა გარდამავალი თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობა < 100 x 109/ ლ).
ცალკეულ შემთხვევებში დონორებს გამოუვლინდათ ტუტე ფოსფატაზის, ლაქტატდეჰიდროგენაზის, ასპარტატ-ამინოტრანსფერაზის და შარდოვანას კონცენტრაციის კლინიკურად უსიმპტომო მომატება.
იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ართრიტის სიმპტომების გამწვავება, ხოლო ძალიან იშვიათად კი - მძიმე ალერგიული რეაქციები.
სპღუ-ს დონორებში გამოვლენილი თავის ტკივილი სავარაუდოდ დაკავშირებულია ფილგასტრიმის მიღებასთან.
ერთეულ შემთხვევებში სპღუ-ს ჯანმრთელ დონორებში, რომლებიც ღებულობდნენ კოლონიის მასტიმულირებელ ფაქტორს, განვითარდა ელენთის გასკდომა.

უკუჩვენება

• მომატებული მგრძნობელობა ფილგრასტიმის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
• ქრონიკული მიელოლეიკოზი და მიელოდისპლაზიური სინდრომი (იხ. `განსაკუთრებული ჩვენებები და სიფრთხილის ზომები~).
• მძიმე ხარისხის თანდაყოლილი ნეიტროპენია (კოსტმანის სინდრომი) ციტოგენეტიკური დარღვევების თანხლაბით (იხ. `განსაკუთრებული ჩვენებები და სიფრთხილის ზომები~).
• თუ საჭიროა ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიული პრეპარატების რეკომენდირებულზე მაღალი დოზების მიღება.
• ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულ ქალებში ფილგრასტიმის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. ზოგიერთი ლიტერატურული მონაცემების თანახმად, ფილგრასტიმი კვეთს პლაცენტის ბარიერს. ვირთაგვებზე და ბოცვრებზე ჩატარებული ცდებიდან ფილგრასტიმის ტერატოგენობის შესახებ მონაცემები არ გამოვლენილა. ბოცვრებში, რომლებიც ღებულობდნენ ფილგრასტიმს, გამოვლინდა აბორტების გახშირება, თუმცა განვითარების ანომალიები არ დაფიქსირებულა.
ორსულ პაციენტებში გრასალვას დანიშვნისას საჭიროა მოსალოდნელი თერაპიული ეფექტის და მკურნალობასთან დაკავშირებული რისკის გათვალისწინება.

განსაკუთრებული მითითებები

გრასალვას მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ონკოლოგიურ ცენტრთან თანამშრომლობის პირობებში, სადაც არიან სპეციალისტები, რომლებიც გამოცდილნი არიან ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ფილგრასტიმის გამოყენებაში და აგრეთვე მოიპოვება აუცილებელი სადიაგნოსტიკო საშუალებები.
მობილიზაციის და უჯრედების აფერეზის პროცედურები უნდა ჩატარდეს ონკოლოგიური ან ჰემატოლოგიური ცენტრის დახმარებით, სადაც იქნებიან აღნიშნულ სფეროში გარკვეული გამოცდილების მქონე სპეციალისტები და ჰემატოპოეზის წინამორბედი უჯრედების მონიტორინგისთვის აუცილებელი შესაძლებლობები.
ავთვისებიანი უჯრედების ზრდა
ფილგრასტიმი იწვევს მიელოიდური უჯრედების ზრდას in vitro. ანალოგიური ეფექტები ვლინდება ინ ვიტრო და ზოგიერთ არამიელოიდურ უჯრედებზეც.
მიელოდისპლაზიური სინდრომის და ქრონიკული მიელოლეიკოზის მქონე პაციენტებში ფილგრასტიმის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, შესაბამისად აღნიშნული დაავადებების დროს გრასალვას დანიშვნა არ შეიძლება. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მოხდეს დიფერენცირება ქრონიკული მიელოლეიკოზის ბლასტურ კრიზსა და მწვავე მიელოლეიკოზს შორის.
არ არის დადგენილი მეორადი მწვავე მიელოლეიკოზის მქონე პაციენტებში თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ფილგრასტიმის გამოყენება. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში გრასალვა ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით. არ არის დადგენილი ფილგრასტიმის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 55 წელზე ახალგაზრდა პაციენტებში წარმოქმნილი de novo მწვავე მიელოლეიკოზის დროს, როდესაც გამოხატულია პროგნოზულად კეთილსაიმედო ციტოგენტიკური ფაქტორები (t(8;21), t(15;17) da inv(16)).
სიფრთხილის სხვა ზომები
თანმხლები ძვლის პათოლოგიის და ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ გრასალვას უწყვეტი მკურნალობა 6 თვის განმავლობაში, ნაჩვენებია ძვლის ნივთიერების სიმკვრივის კონტროლი.
თირკმლის ან ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.
ფილგრასტიმის მკურნალობის დროს შესაძლებელია განვითარდეს მოზრდილების რესპირატორული დისტრესს-სინდრომი (მრდს), რისი პირველი ნიშნებიც შესაძლებელია იყოს ხველა, ცხელება და ქოშინი. აგრეთვე მოსალოდნელია ინფილტრატის განვითარება ფილტვებში, რაც ვლინდება რენდგენოლოგიურად და სუნთქვის ფუნქციური ტესტების დარღვევა. ასეთ შემთხვევაში გრასალვას მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
განსაკუთრებული სიფრთხილე სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში
ლეიკოციტოზი
პაციენტები, რომელთაც უტარდებათ ქიმიოთერაპია ციტოტოქსიური პრეპარატებით იმ რისკის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება მაღალ ლეიკოციტოზს, გრასალვას მკურნალობის დროს საჭიროა ლეიკოციტების რაოდენობის რეგულარული კონტროლი. ნეიტროფილების რაოდენობა რეკომენდირებულია განისაზღვროს ყოველდღიურად მკურნალობის პირველ 2-3 დღეს, შემდგომი პირველი 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ არა ნაკლებ 2-ჯერ კვირაში, ხოლო შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს სულ მცირე ერთჯერ კვირაში ან ყოველ მეორე კვორას. თუ მოსალოდნელი პიკის მიღწევის შემდეგ ლეიკოციტების რაოდენობა გადააჭარბებს 50 X 109/ლ-ს, ასეთ შემთხვევაში გრასალვას მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ ფილგრასტიმი გამოიყენება სპღუ-ს მობილიზაციისთვის, მაშინ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ან დოზა უნდა დაქვეითდეს მაშინ, როდესაც ლეიკოციტების რაოდენობა გადააჭარბებს 70 X 109/ლ-ს.
მაღალ-დოზიან ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული რისკი
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო, თუ პაციენტს უტარდება მაღალ- დოზიანი ქიმიოთერაპია, რადგან ასეთ შემთხვევებში ავთვისებიანი წარმონაქმნის
მკურნალობის შედეგის გაუმჯობესება არ არის დადასტურებული, ხოლო ქიმიოთერაპიული პრეპარატების დოზის მომატება იწვევს ტოქსიკური ეფექტების გამოვლენას და იწვევს კარდიოლოგიურ, ფილტვის, ნევროლოგიურ და დერმატოლოგიურ რეაქციებს.
ფილგატრიმის მონოთერაპია არ უშლის ხელს მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპიით გამოწვეული თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარებას. იმის გამო, რომ შესაძლებელია ქიმიოთერაპიის გაცილებით მაღალი დოზების გამოყენება (მაგალითად სქემის შესაბამისად სრული დოზების გამოყენება), პაციენტს აქვს თრომბოციტოპენიის ან ანემიის განვითარების მაღალი რისკი, შესაბამისად რეკომენდირებულია თრომბოციტების და ჰემატოკრიტის მაჩვენებლების რეგულარული გადამოწმება.
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო ერთკომპონენტიანი ან კომბინირებული ქიმიოთერაპიის სქემების გამოყენების შემთხვევაში, რადგან მათ შესაძლებელია გამოიწვიონ მძიმე თრომბოციტოპენია.
ფილგრასტიმის საშუალებით მობილიზებული სპღუ-ს გამოყენება ამცირებს მიელოსუპრესიული და მიელოაბლაციური ქიმიოთერაპიის შემდეგ განვითარებული ტრომბოციტოპენიის სიმძიმის ხარისხს და ხანგრძლივობას.
სხვა სიფრთხილის ზომები
ფილგრასტიმის მოქმედება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მიელოიდური წინამორბედი უჯრედების მნიშვნელოვნად დაქვეითებული რაოდენობა, არ არის შესწავლილი. ამის გამო მიელოიდური წინამორბედი უჯრედების დაქვეითებული რაოდენობის მქონე პაციენტებში (მაგალითად ვისაც უტარდებათ ინტენსიური სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია, აგრეთვე სიმსივნის მიერ ძვლის ტვინის ინფილტრაციის შემთხვევაში) ნეიტროფილების რაოდენობის მომატება შესაძლებელია შეფერხდეს.
ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა. პრეპარატში არსებული 50 მგ/მლ სორბიტოლი არ უნდა ახდენდეს უარყოფით გავლენას ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობის მქონე პაციენტებზე. ასეთ პაციენტებში გრასალვას ერთჯერადი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია
მობილიზაცია
პროსპექტულ რანდომიზირებულ კვლევებში მობილიზაციის ორი რეკომენდირებული მეთოდის (მხოლოდ ფილგრასტიმით ან კომბინაციაში მიელოსუპრესიულ ქიმიოთერაპისთან ერთად) შედარება პაციენტთა ერთნაირ კონტინგენტში არ მომხდარა. სხვადასხვა კვლევებში მონაწილე პაციენტების ინდივიდუალური თავისებურებები და ლაბორატორიულ მონაცემებში CD34+-უჯრედების რაოდენობის განსვავებული მონაცემები ართულებენ აღნიშნული კვლევების შედეგების შედარებას. ამიტომ ოპტიმალური მეთოდის რეკომენდირება ძნელია. მობილიზაციის მეთოდი უნდა შეირჩეს გამომდინარე პაციენტის მკურნალობის მიზნებიდან.
ციტოტოქსიური პრეპარატების გამოყენებამდე
იმ პაციენტებში, რომელთაც წარსულში უტარდებოდათ აქტიური მიელოსუპრესიული თერაპია, შესაძლებელია ვერ მოხდეს სპღუ-ს საკმარისი აქტივაცია რეკომენდირებულ მინიმალურ დონემდე (≥ 2,0 x 106/CD34-უჯრედები/კგ) ან ტრომბოციტების რაოდენობის ნორმალიზაციის დაჩქარება.
ზოგიერთი ციტოტოქსიური პრეპარატი განსაკუთრებით ტოქსიკურად მოქმედებს ჰემატოპოეზის წინამორბედ უჯრედებზე და შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედონ მათ მობილიზაციაზე. თუ ღეროვანი უჯრედების მობილიზაციის მცდელობამდე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოიყენებოდა ისეთი საშუალებები, როგორიც არის მელფალანი, კარმუსტინი (BCNU) და კარბოპლატინი, ამან შესაძლებელია შეამციროს მკურნალობის ეფექტურობა. თუმცა მელფალანის, კარმუსტინის და კარბოპლატინის კომბინირებული მიღება ფილგრასტიმთან ერთად ეფექტური აღმოჩნდა ღეროვანი უჯრედების აქტივაციისთვის. თუ იგეგმება სპღუ-ს ტრანსპლანტაცია, ასეთ შემთხვევაში ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია რეკომენდირებულია მკურნალობის ადრეულ სტადიაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ღეროვანი უჯრედების რაოდენობას, რომლებიც გააქტიურდნენ მაღალდოზიანი ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე. თუ მობილიზაციის შედეგები არ არის საკმარისი ზემოთაღნიშნულ კრიტერიუმებთან მიმართებაში, მაშინ უნდა განხილულ იქნას მკურნალობის ალტერნატიული გზები, რომლის დროსაც არ არის საჭირო წინამორბედი უჯრედების გამოყენება.
სისხლის მობილიზებული პერიფერიული ღეროვანი უჯრედების რაოდენობის შეფასება ფილგასტრიმის გამოყენების შედეგად მობილიზებული პერიფერიული ღეროვანი უჯრედების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მათი რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდს. ნაკადური ციტომეტრიით განსაზღვრული CD34+- უჯრედების რაოდენობრივი მაჩვენებლები განსხვავებულია, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ მეთოდიკაზე. ამის გამო სიფრთხილე არის საჭირო მათი რაოდენობის ინტერპრეტირებისას, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მეთოდი ჩატარებულია სხვა ლაბორატორიაში.
მაღალდოზიანი ქიმიოთერაპიის ჩატარების შემდეგ თრომბოციტების რაოდენობის დარეგულირების სიჩქარე დამოკიდებულია რეინფუზიაში შეყვანილი CD34+-უჯრედების რაოდენობაზე. სპღუ-ს მინიმალური რეკომენდირებული რაოდენობა შეადგენს ≥2,0x106 CD34+- უჯრედები/კგ. თუ წინამორბედი უჯრედების რაოდენობა აჭარბებს აღნიშნულ მაჩვენებელს, ასეთ შემთხვევაში მოხდება მათი უფრო სწრაფი ნორმალიზაცია, ხოლო თუ მათი რაოდენობა ნაკლებია მითითებულ ზღვართან შედარებით, მაშინ სისხლის შემადგენლობის ნორმალიზაცია უფრო ნელა მოხდება.
განსაკუთრებული მითითებები ჯანმრთელი დონორებისთვის, რომლებსაც უტარდებათ სპღუ-ს მობილიზაცია.
სპღუ-ს მობილიზაცია დონორებში მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე და გამოიყენება მხოლოდ ალოგენური წინამორბედი უჯრედების ტრანსპლანტაციის წინ.
სპღუ-ს მობილიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს დონორებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი კლინიკური და ლაბორატორიული კრიტერიუმები შეესაბამება წინამორბედი უჯრედის დონორებისთვის დადგენილ კლნიკურ და ლაბორატორიულ კრიტერიუმებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰემტოლოგიურ მაჩვენებლებს და ინფექციური დაავადებების არსებობას.
16 წლამდე და 60 წელზე უფროსი ასაკის ჯანმრთელ დონორებში ფილგასტრიმის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
არ არის რეკომენდირებული გრასალვას მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
თუ საჭიროა ერთზე მეტი ლეიკოფერეზის ჩატარება, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დონორებს, რომელთა თრომბოციტების რაოდენობა ლეიკოფერეზის ჩატარებამდე შეადგენდა <100x109/ ლ.
ანტიკოაგულანტების მიღების ან ჰემოპოეზის დარღვევის შემთხვევაში, თუ თრომბოციტების რაოდენობა ნაკლებია 75x109/ ლ-ზე, ასეთ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ლეიკოფერეზის ჩატარება.
თუ ლეიკოციტების რაოდენობა მეტია თრომბოციტების რაოდენობა ნაკლებია 70x109/ ლ-ზე, მაშინ გრასალვას მკურნალობა უნდა შეწყდეს ან დოზა უნდა შემცირდეს.
დონორზე უნდა მოხდეს დაკვირვება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რათა შეფასდეს სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოება. დონორები, რომლებიც ღებულობდნენ ფილგასტრიმს სპღუ-ს მობილიზაციის მიზნით, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ მანამდე, სანამ არ დარეგულირდება ჰემატოლოგიური მაჩვენებლები.
გარდა ამისა არ არის გამორიცხული ავთვისებიანი მიელოიდური კლონის სტიმულაცია. აფერეზის ცენტრის მიერ რეკომენდირებულია სპღუ-ს დონორების რეგისტრირება და მათზე დაკვირვება, რათა შეგროვდება მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ფილგასტრიმის გამოყენების შემდეგ ჯანმრთელ დონორებში შეიძლება განვითარდეს ელენთის გახეთქვა. ამის გამო რეკომენდირებულია მათი ელენთის ზომების კონტროლი (პალპაცია, ექოსკოპია). თუ გამოვლინდა ტკივილი მუცლის მარცხენა ზედა არეში ან მარცხენა მხარში, ასეთ შემთხვევაში ეჭვი უნდა მიიტანონ ელენთის გახეთქვაზე.
განსაკუთრებული სიფრთხილე ფილგასტრიმით მობილიზებული ალოგენური სპღუ-ს რეციპიენტებში.
ლიტერატურული მონაცემები მოწმობენ იმის შესახებ, რომ იმუნოლოგიური ურთიერთქმედება ალოგენურ სპღუ-ს და რეციპიენტს შორის ხასიათდება ტრანსპლანტანტის მოცილების მაღალი რისკით, შედარებით ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან.
განსაკუთრებული სიფრთხილე მქნ-ს მქონე პაციენტებში
სისხლის შემადგენლობის გამოკვლევა
აუცილებელია თრომბოციტების რაოდენობის გადამოწმება. ეს განსაკუთრებით ეხება ფილგასტრიმით მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირას. თუ პაციენტს განუვითარდა თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობა სტაბილურად დაბალია 100x109/ ლ-ზე), მაშინ საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება. აგრეთვე შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის ფორმულის სხვა ცვლილებებიც, მათ შორის ანემია და მიელოიდური წინამორბედი უჯრედების გარდამავალი მომატება, რის გამოც საჭიროა სისხლის ფორმულის ხშირი გადამოწმება.
ტრანსფორმაცია ლეიკოზად ან მიელოდისპლაზიურ სინდრომში
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის დადგენისას. აუცილებელია მისი დიფერენცირება სხვა ჰემატოლოგიური დაავადებებისგან, როგორიც არის აპლასტიური ანემია, მიელოდისპლაზია და მიელოლეიკოზი. მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს სისხლის სრული კლინიკური ანალიზი განისაზღვროს ლეიკოციტური ფორმულა, თრომბოციტების რაოდენობა და აგრეთვე საჭიროა გამოკვლეულ იქნას ძვლის ტვინის მორფოლოგიური სურათი და კარიოტიპი.
თუ მქნ-ს მქონე პაციენტს გამოუვლინდა ციტოგენეტიკური დარღვევები, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეფასდეს მკურნალობის ეფექტი და მასთან დაკავშირებული რისკი. მიელოდისპლაზიური სინდრომის (მდს) ან ლეიკოზის განვითარების შემთხვევაში გრასალვას მიღება უნდა შეწყდეს. ამჟამად არ არის ცნობილი უწყობს თუ არა ხელს მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში ფილგასტრიმის გამოყენება ციტოგენეტიკური ანომალიების, მდს-ს და ლეიკოზის განვითარებას. ასეთ პაციენტებში რეკომენდირებულია რეგულარულად (დაახლოებით ყოველ 12 თვეში) გადამოწმდეს ძვლის ტვინის მორფოლოგიური და ციტოგენეტიკური მონაცემები.
სხვა შემთხვევები
უნდა გამოირიცხოს გარდამავალი ნეიტროპენიის ისეთი მიზეზები, როგორიც არის ვირუსული ინფექციები.
ელენთის გადიდება წარმოადგენს ფილგასტრიმის მკურნალობის უშუალო შედეგს, ხოლო დოზის შემცირება ანელებს ან აჩერებს ელენთის გაზრდას. რეგულარულად უნდა გადმოწმდეს ელენთის ზომები. ელენთის ზომების ანომალურად მომატების გამოვლენისთვის საკმარისია მუცლის პალპაცია.
ავადმყოფთა მცირე რაოდენობას გამოუვლინდათ ჰემატურია და/ან პროტეინურია. მათი კონტროლისთვის რეგულარულად უნდა ჩატარდეს შარდის ლაბორატორიული ანალიზი. ჩვილებში და აუტოიმუნური ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
განსაკუთრებული სიფრთხილე შიდს-ის დროს
სისხლის უჯრედების გამოკვლევა
აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ნეიტროფილების რაოდენობა, განსაკუთრებით ფილგასტრიმით მკურნალობის დაწყების პირველ რამდენიმე კვირას. ზოგიერთ პაციენში პირველი რამდენიმე ინექციის შემდეგვე ვლინდება პრეპარატის ეფექტი და ნეიტროფილების რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს. ფილგასტრიმის მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ნეიტროფილების რაოდენობის კონტროლი პირველი 2-3 დღის განმავლობაში ყოველდღიურად, შემდგომში მკურნალობის პირველი 2 კვირა, მაგრამ არა ნაკლებ 2-ჯერ კვირაში, ხოლო შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს სულ მცირე ყოველ ერთ ან ორ კვირაში 1-ჯერ.
თუ 30 მლნ. სე (300 მკგ) დღე-ღამეში არ შეჰყავთ ყოველდღიურად, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ აღინიშნება ნიეტროფილების რაოდენობის მერყეობა. ნეიტროფილების რაოდენობის შესამცირებლად ან მათი მინიმალური ზღვრის დასადგენად რეკომენდირებულია პაციენტის სისხლის ანალიზის აღება უშუალოდ პრეპარატის დოზის შეყვანამდე.
მაღალდოზიან მიელოსუპრესიულ თერაპიასთან დაკავშირებული რისკი
ფილგასტრიმის მონოთერაპია არ აფერხება მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპიით განპირობებულ თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარებას. რადგან ფილგასტრიმთან ერთად დიდი რაოდენობით ქიმიოთერაპიული პრეპარატების ან მათი მაღალი დოზების გამოყენებისას მნიშვნელოვნად იზრდება თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარების რისკი, ამის გამო რეკომენდირებულია სისხლის უჯრედების მაჩვენებლების ხშირი მონიტორინგი (იხ. ზემოთ).
მიელოსუპრესიის გამომწვევი ინფექციები და ავთვისებიანი წარმომაქმნები
თუ ნეიტროპენია განვითარდა ინფექციის (მაგ. დისემინირებული ბაქტერიის ჯგუფები Mycobacterium avium) ან ავთვისებიანი წარმონაქმნის (ლიმფომა) მიერ ძვლის ტვინის ინფილტრაციის შედეგად, ასეთ შემთხვევაში ფილგასტრიმთან ერთად საჭიროა სპეციფიური მკურნალობის ჩატარება. არ არის გამოკვლეული ფილგასტრიმის ზემოქმედება ნეიტროპენიაზე, რომელიც გამოწვეულია ინფექციების ან ავთვისებიანი წარმონაქმების მიერ ძვლის ტვინის ინფილტრაციის შედეგად.
განსაკუთრებული სიფრთხილე ნამგლისებური ანემიის დროს
ლიტერატურაში აღწერილია მონაცემები, რომ ნამგლისებური ანემიის დროს ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა წარმოადგენს პროგნოზულად არაკეთილსაიმედო ფაქტორს. ამის გამო ნამგლისებური ანემიის მქონე პაციენტებში ფილგასტრიმი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით, ხოლო მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა გადამოწმდეს შესაბამისი კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლები, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ელენთის გადიდების ალბათობას და სისხლძარღვთა თრომბოზის განვითარებას.
ზემოქმედება მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე
არ არის დადგენილი პრეპარატის ზემოქმედება მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების დროს გრასალვას მოქმედება არ არის დადგენილი. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მოცირკულირე ნეიტროფილების რაოდენობა ჩვეულებრივ ქვეითდება და მოგვიანებით ისევ უბრუნდება ნორმას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მიელოსუპრესიული სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების შეყვანის დღეს ფილგასტრიმის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. რადგან სწრაფი გამრავლების უნარის მქონე მიელოიდური უჯრედები მგრძნობიარენი არიან ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ, ამის გამო არ არის რეკომენდირებულია ფილგასტრიმის შეყვანა მათ გამოყენებამდე 24 საათით ადრე და სულ მცირე 24 საათის შემდეგ.
ფილგასტრიმის და 5-ფტორურაცილის ერთობლივი გამოყენებისას არსებობს ცალეკული მონაცემები ნეიტროპენიის გაუარესების შესახებ.
მონაცემები სხვა ჰემოპოეზის ზრდის ფაქტორებთან და ციტოტოქსინებთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ არ მოიპოვება.
ლითიუმმა, რომელიც ასტიმულირებს ნეიტროფილების გამოყოფას, შესაძლებელია გააძლიეროს ფილგრასტიმის მოქმედება. აღნიშნული ურთიერთქმედება არ არის გამოკვლეული, თუმცა მონაცემები არასასურველი გვერდითი ეფექტების შესახებ არ მოიპოვება
. ფარმაცევტული თვალსაზრისით გრასალვა შეუთავსებელია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან.

შენახვის პირობები და ვადები

სინათლისგან დაცულ ადგილას 2ºC -8ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Sicor Biotech UAB
ლიტვა