შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია (ები):
1. ჟენ-შენის (ინსამის ქერქის) მშრალი ექსტარაქტი - 60 მგ
2. ატრაქტილისის ფესვის მშრალი ექსტარაქტი - 8 მგ
3. კორეული ჟოლოს თესლების მშრალი - 12 მგ
4. კორეული ყავისფერი ხის ქერქის ექსტარაქტი - 5 მგ
5. ჟენ_შენის (ველური ინსამის) მშრალი ექსტარაქტი - 5 მგ
6. რემანის მშრალი ექსტარაქტი - 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა The International Pharmacopenia: Third edition: Voliume 4)
Saccharum lactis
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ერექციის ფუნქციის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატში შემავალი სამკურნალო მცენარეების სპეციალური კომბინაციისთვის დამახასიათებელი თვისებების მეშვეობით იგი მაღალეფეკტურია სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული იმპოტენციეს სამკურნალოდ. პრეპარატი აძლიერებს სექსუალურ პოტენციეს, ახანგძლივებს სქესობრივი აქტის პროცესს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, გამოიყენება როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში. იგი მიიღება როგორც ერთჯერადად, ასევე სამკურნალო კურსის ჩასატარებლად.
ჩვენება:
სქესობრივი ფუნქციის სტიმულირებისათვის მამაკაცებში (ერექციის დაქვეითებისას, ნაადრევი ეაკულაციის დროს) და სქესობრივი დისფუნქციის სამკურნალოდ ქალებში (ლიბიდოს დაქვეითება, ფრიგიდულობა).
უკუჩვენება:
პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში მძიმე ფორმის ჰიპერტონიითა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ალკოჰოლთან ერთად და წნევის დამაქვეითებელ საშუალებებთან კომბინაციაში.
გვერდითი მოვლენები:
სახის ჰიპერემია 30 წთ-დან 3 სთ-მდე 3%-ში, თავის ტკივილი 2%-ში.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის სრული ეფექტურობის შესანარჩუნებლად ცხიმიანი საკვებისა და ხორცის მიღება არ არის სასურველი, აგრეთვე პრეპარატის გამოყენების დროს არ უნდა იქნეს მიღებული არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები.
მიღების წესი და დოზირება:
მამაკაცებში სქესობრივი უძლურობის დროს სქესობრივი აქტის სტიმულირებისათვის: გამოიყენება 2 კაფსულა სქესობრივ აქტამდე 30-50 წთ-ით ადრე თბილი წყლის მიყოლებით. იღებენ დღეში ერთხელ, ჭამიდან არანაკლებ 1 სთ-ის შემდეგ. თუ პრეპარატის მიღებიდან 8-16 სთ-ს შემდეგ ერექცია სუსტია, შესაძლებელია დამატებით 1 კაფსულის მიღება. ჩვეულებრივ პრეპარატს იყენებენ დღეში ერთხელ ყოველ 1-3 დღეში. პირველი ნორმალური ერექციის შემთხვევაში, მისი გამოყენებისათვის საკმარისია 2 კაფსულა.
მკურნალობის კურსი:
მამაკაცებში არასრულფასოვანი სქესობრივი ფუნქციით (1-2 სქესობრივი აქტი 1-2 თვის განმავლობაში) საკმარისია 6-12 კაფსულა 12-24 დღის განმავლობაში (2 კაფსულა 2-3 დღეში ერთხელ).
მამაკაცებში მძიმე ფორმის სქესობრივი უძლურების დროს (1 სქესობრივ აქტზე ნაკლები 3-4 თვის განმავლობაში) ერექცია ვითარდება პრეპარატის 18-24 კაფსულის (2 კაფსულა 2-3 დღეში ერთხელ) მიღების შემდეგ. ქალებში პრეპარატი გამოიყენება სექსუალური დარღვევების დროს (სექსუალური აქტის დროს სექსუალური აგზნების დაქვეითება, ფსიქოლოგიური ხასიათის სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება). იგი ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი ტონუსის მომატებას, ასუფთავებს და ნაზს ხდის სახის კანს. მკურნალობის კურსი შეადგენს 6-12 კაფსულას 12-24 დღის განმავლობაში (2 კაფსულა 2-3 დღეში ერთხელ). მიღების წესი ისეთივეა როგორც მამაკაცებში.
შეფუთვა:
2 კაფსულა ბლისტერზე, 1 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის წესი:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C), ბავშვებისაგან მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.