იბეროგასტი (Iberogast®)
სავაჭრო დასახელება
იბეროგასტი
სამკურნალწამლო ფორმა
შიგნით მისაღები წვეთები
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს 9 ბალახის ექსტრაქტს:
მწარე იბერისი (ახალი მთლიანი მცენარის თხევადი ექსტრაქტი) (1:1,5-2,5) 0,15მლ
(ექსტრაგენტი: 50% ეთანოლი მ/მ);
თხევადი ექსტრაქტი:
სამკურნალო ანგელოზას მშრალი ფესვები (1:2,5-3,5) 0,1მლ
სააფთიაქო გვირილის მშრალი ყვავილები (1:2-4) 0,2მლ
ჩვეულებრივი კვლიავის მშრალი ნაყოფი (1:2,5-3,5) 0,1მლ
ბაყაყურას მწიფე მშრალი ნაყოფი (1:2,5-3,5) 0,1მლ
სამკურნალო ბარამბოს მშრალი ფოთლები (1:2,5-3,5) 0,1მლ
ბაღის პიტნის მშრალი ფოთლები (1:2,5-3,5) 0,05მლ
ქრისტესისხლას მშრალი ბალახი (1:2,5-3,5) 0,1მლ
ძირტკბილას მშრალი ფესვები (1:2,5-3,5) 0,1მლ
(ექტრაგენტი მთელი მშრალი სამკურნალო ნედლეულისთვის: 30% ეთანოლი მ/მ))
სპირტის შემცველობა 31% (მ/მ)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო საშუალება. ათქ კოდი: A03
მიღების ჩვენებები
კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ და მოტილობასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ, როგორიც არის ფუნქციური დისპეფსია და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ასევე, გასტრიტის სიმპტომატიკური მკურნალობისათვის კომპლექსურ თერაპიაში.
ეს დარღვევები ძირითადად ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის ტკივილი კუჭის არეში, შებერილობა, მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის სპაზმი, გულისრევა და გულძმარვა.
გამოყენების მეთოდი და დოზები
თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირებით, იბეროგასტს ღებულობენ დღეში 2-3-ჯერ ჭამის წინ ან ჭამის დროს, სითხის მცირე რაოდენობასთან ერთად:
მოზრდილები და მოზარდები 13 წლიდან: 20 წვეთი
6დან 12 წლამდე ბავშვები - 15 წვეთი
3-5 წლამდე ბავშვები - 10 წვეთი.
პაციენტები ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევებით:
სიფრთხილით დაინიშნოს პაციენტებისათვის ღვიძლის დაავადებებით.
გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით პრინციპული შეზღუდვები არ არსებობს.
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეზე, სიმძიმეზე და მიმდინარეობაზე.
გამოყენების წინ საჭიროა პრეპარატის შენჯღრევა!
გვერდითი მოქმედება
ძალიან იშვიათად შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს, როგორი არის გამონაყარი კანზე, ქავილი ან ქოშინი.
გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის მათაც, რომლებიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ მოქმედ ნივთიერებებზე.
იბეროგასტის გამოყენება 3 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის არ შეიძლება, ამ ჯგუფის ასაკში მისი გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
ჭარბი დოზირება
თუ პაციენტი მიიღებს პრპარატის ჭარბ რაოდენობას ან დაავიწყდება მისი მიღება, შემდეგ ჯერზე საჭიროა მიღების გაგრძელება ექიმის დანიშნულების ან დოზირების ინსტრუქციის შესაბამისად. დღემდე მწვავე ჭარბი დოზირების შემთხვევები დაფიქსირებული არ არის.
უსაფრთხოების ზომები
6 წლამდე ასაკის ბავშვებში მუცლის არეში ტკივილის დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
თუ პრეპარატის მიღებიდან ერთი კვირის მერე სიმპტომები ნარჩუნდება, ან სასურველი ეფექტი არ მიიღება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს ორგანული მიზეზები. თუ პრეპარატ იბეროგასტის მიღებისას სიმპტომები გაუარესდება ან ახალი სიმპტომები გამოვლინდება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
იბეროგასტი შეიცავს 31% (მოცულობის მიხედვით) ეთანოლს, ანუ მოზრდილთათვის 240 მგ-ს (20 წვეთი) ერთჯერად დოზაზე, რაც უტოლდება 6,2 მლ ლუდის ან 2,6 მლ ღვინის მიღებას. ეს მავნებელია ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის.ამის გათვალისწინება საჭიროა ორსულებისათვის, ქალებისათვის რომლებიც ძუძუთი კვებავენ, ბავშვებისათვის და ისეთი მაღალი რისკის შემცველი ჯგუფებისათვის, როგორებიცაა - ღვიძლის დაავადებების და ეპილეფსიის მქონე პაციენტების შემთხვევებში.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
არსებული მონაცემები ტოქსიური მოქმედებისა და რეპროდუქციული ფუნქციის შესახებ (ემბრიოტოქსიურობა, ტერატოგენობა, პერინატალური და პოსტნატალური ტოქსიურობა) არ შეიცავს ცნობებს, რომელიც მოგვცემს იმის საფუძველს, რომ პრეპარატის მიღება შეიზღუდოს ორსულობისა და ლაქტაციის დროს. ამისდა მიუხედავად, ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე
სამკურნალო საშუალება შეიცავს ეთილის სპირტს. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავი შეიკავოთ ავტოტრანსპორტის ტარებისა და სხვა სახის პოტენციურად საშიში საქმიანობისგან, რომელიც საჭიროებს მომატებულ კონცენტრირებულ ყურადღებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედების რაიმე ფორმები დღეისთვის უცნობია.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის პროცესში შესაძლებელია შემღვრევა ან ნალექის გაჩენა, რაც გავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნიდან: 8 კვირა.
გამოშვების ფორმა
20მლ, 50მლ ან 100მლ ფლაკონები. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი
ბაიერ კონსუმერ კერ აგ
Bayer Consumer Care AG,
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია
Peter Marian-Strasse 84, 4052 Basel, Switzerland
შტაიგერვალდ არცნამიტელვერკ გმბჰ
STEIGERWALD Arzneimittelwerk GmbH,
ჰაველშტრასე 5, 64295 დარმსტადტ, გერმანია
Havelstrasse 5, 64295 Darmstadt, Germany