კალიმინი 60მგ #100დრ

კალიმინი 60 H
Kalimin 60 H
 
 
საერთაშორისო დასახელება - pyridostigmin bromide

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მიორელაქსანტები; ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
60მგ ტაბლეტი #100

1 აბი შეიავს 60მგ მოქმედ ნივთიერებას პირიდოსტიგმინ ბრომიდს.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, პოლივიდონ К 25, გლუტამინის მჟავას ჰიდლოქლორიდი, კრემნიუმის დალაქილი დიოქსიდი, კრემნიუმის მაღალდისპერსიული დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა

ჩვენებები
კალინინ 60 H მიიღება კუნთების პათოლოგიური სისუსტის სამკურნალოდ (მძიმე მიასთენია, მიასთენიური სინდრომი), ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და შარდის ბუშტის კუნთების ტონუსის არ არსებობისას (ატონია).

მიღების წესები და დოზები

თქვენი მკურნალი ექიმის სპეციალური მითითებების გარეშე კალიმინ 60 H-სთვის მოქმედებს დოზირების ქვემოთ მითითებული რეჟიმი. გთხოვთ დაიცვათ ექიმის მიერ მითითებული დოზა, რამდენადაც სხვაგვარად კალიმინით 60 H არ ექნება სამკურნალო მოქმედება.
რა რაოდენობით და სიხშირით უნდა მიიღოთ კალიმინით 60 H?
მკაცრად უნდა დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული დოზა! არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითნებურად დოზის შეცვლა.
კუნთების პათოლოგიური სისუსტე (მძიმე მიასთენია):
დაავადების საწყისი სიმპტომების სამკურნალოდ პირიდოსტიგმინ ბრომიდი ინიშნება სადღეღამისო დოზით 30-60მგ, რომელიც ნაწილდება 3-6 მიღებაზე; ამისათვის არის პირიდოსტიგმინ ბრომიდის (კალიმინ 10 H) 10მგ ტაბლეტები. დაავადების როგრესირებისას კალიმინ 60 H ინიშნება დოზით 1-3 აბი 2-4ჯერ დღეში (120-720მგ პირიდოსტიგმინ ბრომიდი დრეში). კუნთების პათოლოგიური სისუსტისას (მძიმე მიასთენია) პირიდოსტიგმინ ბრომიდის დოზირება ხდება მკაცრად ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის და პაციენტის მკურნალობაზე რეაქციიდან გამომდინარე. ამიტომ ამ ჩვენებისათვის საჭირო დოზის რეჟიმი უდა განიხილოს, როგორც საორიენტაციო.
ნაწლავთა ატონია/შარდის შეკავება:
კალმინ 60 H ინიშნება დოზით 1 აბი (60მგ პირიდოსტიგმინ ბრომიდი) ყოველ 4 საათში.
კალმინ 60 H არ ინიშნება ახალშობილებში, ჩვილებში და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში პრეპარატში მოქმედი ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო. ამ პაციენტებში ინდივიდუალური მკურნალობის და დოზის ზუსტი შერჩევისთვის ექიმის განკარგულებაში არის მედიკამენტის სხვა ფორმა, რომელიც შეიცავს 10მგ პირიდოსტიგმინ ბრომიდეს ერთ აბში (კალიმინ 10 H).
თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობა:
თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებს პრეპარატს უნიშნავენ შედარებით დაბალი დოზებით, რადგან პირიდოსტიგმინ ბრომიდი ორგანზმიდან შეუცვლელი სახით გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ამიტომ საჭირო დოზას არჩევენ ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალურად პრეპარატის მოქმედებიდან გამომდინარე.
სად და როგორ უნდა მიიღოთ კალიმინ 60 H?
ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად. მიღებისას მიაყოლეთ მცირე რაოდენობით (დაახლოებით ნახევარი ჭიქა წყალი) სითხე. ჩვეულებრივ ინდივიდუალურ სადღეღამისო დოზას ექიმი ყოფს 2-6 მიღებაზე.
რამდენი ხნის განმავლობაში უნა მიიღოთ კალიმინ 60 H?
კალიმინ 60 H მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ჩვენებიდან გამომდინარე.
შეცდომები პრპარატის მიღებისას და დოზის გადაჭარბება. როგორ უნდა მოიქცეთ თუ მიიღეთ კალიმინ 60 H ძალიან მცირე დოზა, ან ერთხელ დაგავიწყდათ მისი მიღება?
თუ თქვენ მიიღეთ კალიმინ 60 H ძალიან მცირე დოზა, ან ერთხელ დაგავიწყდათ მისი მიღება, არ მიიღოთ ამის შემდეგ მისი დიდი რაოდენობა, ან დავიწყებული დოზა დამატებით, განაგრძეთ მისი მირება დანიშნული სქემის მიხედვით. რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ გარკვეული დროით ან ნაადრევად შეწყვიტოთ მკურნალობა?
არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება მკურნალ ექიმთან შეთანხმების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გაძლიერდეს თქვენი დაავადების სიმპტომები.
რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ კალიმინ 60 H მიიღეთ დიდი როდენობით?
კალიმინ 60 H დიდი როდენობით მიღების ყოველი სემთხევისას აუცილებელია დაუყივნებლივ მიმართოთ ექიმს დახმარბისათვის. კალიმინ 60 H მიღებამ ძალიან დიდი როდენობით (დიზის გადაჭარბება) შესაძლოა განაპირობოს ქოლინერგული კრიზის განვითარება, რომელიც ხასიათდება კუნთების გამოხატული, ან მზარდი სისუსტით (იხ. ნაწილი “გვერდითი მოვლენები”) პარეზის განვითარებამდე - სუნთქვის პარეზის საფრთხე, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს! სხვა თანხმლები მოვლენები შეიძლება იყოს არტერიული წნევის დაქვეითება სისხლძარღვოვან კოლაფსამდე, ასევე გულისცემის სიხშირის შეცირება გულის სრულ გაჩერებამდე, ან გულის შეკუმშვების სიხშირის პარადოქსალური მომატება (რეფლექტორული ტაქიკარდია).
ასსეტ შემთხვევებში რეპარატის დაუყოვნებლივი მოხსნის შემდეგ ექიმმა პაციენტს უნდა გაუწიოს სასწრაფო დახმარება (მაგ. ინტრავენურად ნელა შეუყვანოს ატროპინის სულფატი დოზით 1-2მგ, აუცილებლობისას და პულსის სიხშირიდან გამომდინარე საწყისი დოზა უნდა შიყვანოს განმეორებით 2-4 საათის შემდეგ).

გვერდითი მოვლენები

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს კალინინ 60 H მიიღებისას?
იმ სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომელთა მოქმედი ნივთიერება არის პირიდოსტიგმინ ბრომიდი (მაგ. კალინინ 60 H) პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ოფლიანობა, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა და ცრემლდენა, ბრონქული ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეცია, გულისრევა, ღებინება, ფაღართი, შეტევისმაგვარი ტკივილი მუცელში, რაც დაკავშირებულია ნაწლავების პერესტალტიკის გაძლიერებასთან, კუნთების ტრემორი, გახშირებული შარდვა, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე და ახლო აკომოდაციის დარღვევა. პრეპარატის შედაებით მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა შესაძლოა გულისცემის სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია), ასევე არტერიული წნევის არასასურველი დაქვეითება (ჰიპოტონია). ძალიან იშვიათ შემთხვევაში ჩნდება კანზე გამონაყარი. თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ანოტაციაში, აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
რა ზომები უნდა მიიღოთ გვერდითი მოვლენების არსებობისას?
ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოწვეული იყოს დოზის გადაჭარბებით, ან ქოლინერგული კრიზით (იხ. ასევე კალიმინის 60 H დიდი რაოდენობით მიღება). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ.ექიმის ამოცანას წარმოადგენს ამ გამოვლინებების მიზეზეს გარკვევა. წარმოქმნილი გვერდითი მოვლენების აღმოსაფხვრელად ექიმს შეუძლია შეგიყვანოთ კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში ნელა ატროპინის სულფატი.
უსაფრთხოების ზომები მიღებისას და გამაფრთხილებელი მითიტებები
რა სახის უსაფრთხოების ზომები უნდა დაიცვათ რეპარატის მიღებისას?
მკურნალობის პერიოდში აწესებენ ინტენსიურ მეთვალყურეობას პაციენტზე ერთი, ან რამოდნიმე რისკ-ფაქტორით, რაც მოხსენიებულია “უკუჩვენებების” ნაწილში (აუცილებლობის შემთხვევაში ახდენენ დოზის კორეგირებას).
პაციენტებს, ანამნეზში ღვიძლის დაავადებით, რეგულარულად უმოწმებენ მის ფუნქციებს. პაციენტებში კუნთების პათოლოგიური სისუსტით (მძიმე მიასთენია) კალიმინ 60 H დოზა ინიშნება მკაცრად ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმიდან და მკურნალობაზე რეაქციიდან გამომდინარე (იხ. ნაწილი ”დოზირება”) .
რა უნდა დაიცვათ ქუჩაში მოძრაობისას, მანქანების მომსახურებისას და სამუშაოს შესრულებისას არასაიმედო დაცვით?
თქვენი ძირითადი დაავადების არასრული კომპენსაციისას ამ მედიამენტის მიღებისას, ან არასასურველი მოვლენების განვითარებისას (ქოლინერგული ეფექტი) მისი შეფარდებითი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (იხ. ასევე ნაწილი “გვერდითი მოვლენები”) შესაძლოა დაგიქვეითდეთ ერითელური და რეაქციული შესაძლებლობები. ამიტომ თქვენ უკვე აღარ შეგიძლიათ საკმაოდ სწრფად და მიზანმიმართულადა მოახდინოთ რეაგირება მოულოდნელ მოვლენებზე. არ უნდა ატაროთ ავტომანქანა, ან სხვა სატრანსპორტო საშუალება, არ უნდა ისარგებლოთ ელექტრული მჭრელი ინსტუმენტებით, ან მოემსახუროთ მანქანებს! არ უნდა შეასრულოთ სამუშაო საიმედო დაცვის გარეშე!

უკუჩვენება

როდის არ უნდა მიიღოთ კალიმინ 60 H?
კალიმინ 60 H მიღება უკუნაჩვენებია ანამნეზში მოქმედი ნივთიერებისადმი მომატებული მგრძნობელობისას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მექანიკური გაუვალობისას, შარდის გამომყოფი გზების დახშობისას, ყველა იმ დაავადებისას, რომელსაც თან ახლავს ბრონქიალური კუნთების ტონუსის მომატება (მაგ. ბრონქული ასთმა და სპასტიკური ბრონქიტი).
კალინინ 60 H არ უნდა გამოიყენოთ დეპოლარიზაციის გამომწვევ მიორელაქსანტებთან ერთად (მაგ. სუქსამეტონი), რადგან ის აძლიერებს მათ მოქმედებას (სინერგიული ეფექტი).
რა შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ კალინინ 60 H ექიმთან კონსულტაციის შემდეგ?
ქვემოთ არნიშნულია, როდის შეგიძლიათ კალინინ 60 H მიღება მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში და მხოლოდ დიდი სიფრთხილით. მიიღეთ რეკომენდაცია ამის შესახებ ექიმისაგან. ეს ეხება ასევე იმ შემთხვევებს, როდესაც თქვენ უკვე გქონდათ ზემოთაღნისნული მდგომარეობა.
კალინინ 60 H მიიღება დიდი სიფრთხილით პაციენტებში გულის შემცირებული სიხშირით (ბრადიკარდია), შაქრიანი დიაბეტი, თირკმლების დაავადებები (აუცილებლოისას ახდენენ დოზის კირექციას) პარკინსონისმ დაავადებისას, ღვიძლია გადატანილი დაავადებებისას, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრქტზე ოპერაციის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი მიიღება მხოლოდ რისკი-სარგებელის გულდასმით შესწავლის და მოსალოდნელი სასურველი ეფექტის შემდეგ.
რადგან კალიმინი H გადის დედის რძეში, მკურნალობის პეროდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

რომელი მედიკამენტები ცვლიან კალიმინ 60 H მოქმედებას და პირიქით?
აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს რა პრეპარატებს იღებთ კალიმინ 60 H გარდა. კალიმინ 60 H შესაძლოა გააძლიეროს მორფინის წარმოებულების (ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები)და ბარბიტურატების (სპეციალური საძილწ, დამამსვიდებელი ნარკოტიკული, ან ეპილეფსიის საწინაარმდეგო საშუალებები) მოქმედება. გახსოვდეთ, რომ ეს ცნობები შეიზლება ასევე აქტუალური იყოს იმ სამედიცინო სასუალებებისათვის, რომლებსაც პაციენტი იღებდა კალიმინით 60 H მკურნალობის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე.
რა სახის მასტიმულირებელ საშუალებებზე, საკვებზე და სასმელზე უნდა თქვათ უარი?
კალიმინით 60 H მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა უარი უნდა თქვან ალკოჰოლოს მიღებაზე, რადგნ ამ დროს შესაძლოა აღინიშნოს მოქმედების და გვერდითი მოვლენების გაძლიერება, განსაკუთრებით პაციენტებში კუნთების პათოლოგიური სისუსტით (მძიმე მიასთენია) ალჰოკოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.

შენახვის პირობები და ვადები

სამკურნალო საშუალების ვარგისიანობის ვადა - 3 წელი
პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 30ºC პირობებში.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით
პრეპარატი შეინახეთ ბავსვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია