კარუმ-სანოველი 75მგ #28ტ

კარუმ-სანოველი 75მგ #28ტ
კარუმ – სანოველი
Karum-sanoveli



სავაჭრო სახელწოდება: კარუმ – სანოველი
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: კლოპიდოგრელი, (klopidrogel)
წამლის ფორმის აღწერა: 75 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა: ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელის ექვივალენტ კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატს.
დამხმარე ინგრედიენტები: ტიტანის დიოქსიდი, წითელი რკინის ოქსიდი.
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი
კოდი ათქ BB01AC04.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
კლოპიდოგრელი წარმოადგენს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორს. იგი სელექტიურად აინჰიბირებს ადენოზინფოსფატის (ადფ) დაკავშირებას თრომბოციტების რეცეპტორებთან და კომპლექს GPლლბ/ლლლა –ის აქტივაციას, რაც იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას. თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებისათვის კლოპიდოგრელი განიცდის ბიოტრანსფორმაციას. აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის ეფექტურობას, არ არის გამოვლენილი. კლოპიდოგრელი ასევე აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, გამოწვეულს სხვა აგონისტებით, რომლებიც გამოთავისუფლებული არიან თრომბოციტებთან ადენოზინდიფოსფატის აქტივობის გზით. კლოპიდოგრელი არ მოქმედებს ფოსფოდიესთერაზის აქტივობაზე.
კლოპიდოგრელი შეუქცევადად ცვლის თრომბოციტების ადფ-რეცეპტორებს, შედეგად ავლენს სამკურნალო მოქმედებას. თრომბოციტები კლოპიდოგრელის მოქმედებით რჩებიან უფუნქციო მდგომარეობაში მათი სიცოცხლის მთელი პერიოდის მანძილზე, ხოლო ნორმალური ფუნქციის აღდგენა ხდება თრომბოციტების განახლებისას.
თრომბოციტების აგრეგაციის დოზადამოკიდებული ინჰიბირება ვლინდება კლოპიდოგრელის ერთჯერადი დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. პრეპარატის განმეორებითი მიღება დოზით 75 მგ იწვევს ადფ-ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვან დათრგუნვას პირველივე დღეს. ეს ეფექტი პროგრესულად ძლიერდება და აღწევს წონასწორულ მდგომარეობას 3-7 დღის შემდეგ. 75 მგ დოზის მიღებისას აგრეგაციის ინჰიბირების საშუალო დონე შეადგენს 40-60%-ს. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის ხანგრძლივობა ეტაპობრივად უბრუნდება საწყის დონეს კლოპიდოგრელის მიღების შეწყვეტიდან 5 დღის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: 75 მგ კლოპიდოგრელის პერორალური მიღებისას იგი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. შარდით გამოყოფილი კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების რაოდენობის მიხედვით შეიწოვება პრეპარატის 50%.
მეტაბოლიზმი: კლოპიდოგრელის ძირითადი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი ძირითადი მეტაბოლიტი, კარბოქსილის მჟავას წარმოებული არააქტიურია, რომელიც მოცირკულირე შენაერთის 85%-ს შეადგენს. 75 მგ კლოპიდოგრელის განმეორებით მიღებისას სისხლის პლაზმაში აღნიშნული მეტაბოლიტის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 3 მგ/ლ-ს და მიიღწევა მიღებიდან 1 საათის შემდეგ.
ძირითადი მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებულია კლოპიდოგრელის დოზაზე 50-150 მგ (კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება პრეპარატის დოზის პროპორციულად).
ინ ვიტრო კლოპიდოგრელი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი თანმიმდევრობით უკავშირდებიან სისხლის პლაზმის ცილებს (შესაბამისად 98% და 94%).
გამოყოფა: 14C- ნიშნული კლოპიდოგრელის პერორალურად მიღებისას, 5 დღის განმავლობაში გამოიყოფა მიღებული დოზის 50% შარდთან ერთად და 46% განავალთან ერთად. ძირითადი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი T1/2 პრეპარატის ერთჯერადი ან მრავალჯერადი მიღებისას შეადგენს 8 საათს.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:
ძირითადი მეტაბოლიტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში კლოპიდოგრელის დოზით 75 მგ/დღეში მიღებისას, შედარებით დაბალია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (5-15 მლ/წთ) საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებსა (30-60 მლ/წთ) და ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ კლოპიდოგრელის დოზით 75 მგ./დღეში მიღებისას, თრომბოციტების ადფ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე მაინჰიბირებელი ეფექტი დაბალია, ვიდრე იგივე ეფექტი ჯანმრთელ მოხალისეებში, სისხლდენის დრო ერთნაირად ხანგრძლივდება.
ჩატარებული იქნა კლოპიდოგრელის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თვისებების შედარება ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზის მიღების დროს ჯანმრთელ მოხალისეებში და ღვიძლის ციროზით დაავადებულებში (A და B კლასი Child-Pugh--ის მიხ.). კლოპიდოგრელის დოზით 75 მგ/დღეში 10-დღიანი მიღებისას დამტკიცდა სადღეღამისო დოზის უსაფრთხოება. კლოპიდოგრელის ჩმახ ერთჯერადი მიღებისას, პაციენტებში ღვიძლის ციროზით წონასწორული მდგომარეობის მიღწევა რამდენჯერმე აჭარბებს ანალოგიურ მაჩვენებლებს ჯანმრთელ მოხალისეებში. მიუხედავად ამისა, კლოპიდოგრელის მაინჰიბირებელი ეფექტი ადფ-ინდუცირებულ თრომბოციტების აგრეგაციაზე და სისხლდენის დრო, აგრეთვე ძირითადი მეტაბოლიტის შემცველობა პლაზმაში, მოცემულ ჯგუფებში მსგავსია.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკისათვის:
- მიოკარდის ინფარქტის გადატანის შემდგომ პერიოდში (რამდენიმე დღიდან არა ნაკლებ 35 დღის განმავლობაში), იშემიური ინსულტის (7 დღიდან 6 თვემდე), ან პერიფერიული არტერიების დაავადებების დროს;
- მწვავე კორონალური სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში შთ-სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან არა-Q-კბილოვანი მიოკარდის ინფარქტი), აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში.

უკუჩვენებები:
კლოპიდოგრელი უკუნაჩვენებია:
_ პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
_ თირკმლის მწვავე უკმარისობა;
_ მწვავე სისხლდენა (პეპტიური წყლული, სისხლჩაქცევა თავის ტვინში);
_ ლაქტაციის პერიოდი.
უსაფრთხოების ზომები:
სისხლდენის და არასასურველი ჰემორაგიული გართულებების წარმოქმნის რისკის გათვალიწინებით, სისხლდენის სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ დაითვალოს სისხლის ფორმიანი ელემენტები და/ან ჩატარდეს სხვა ტესტები.
კლოპიდოგრელი ინიშნება სიფრთხილით: სხვა ანტითრომბოციტური აგენტების დანიშვნისას, სისხლდენის მომატებული რისკის პაციენტებში ქირურგიული ოპერაციების, ტრავმების გადატანის შემდეგ, აცეტილსალიცილის მჟავას, აასს, ჰეპარინის, ლლბ/ლლა ტიპის გლიკოპროტეინის ინჰიბიტორების ან თრომბოლიზური საშუალებების მიღებისას. ოპერაციული ჩარევიდან 1-კვირის ვადამდე კლოპიდოგრელით მკურნალობა სასურველი არ არის, სხვადასხვა სისხლდენის (მათ შორის შინაგანი) განვითარების თავიდან ასაცილებლად.
კლოპიდოგრელის მიღება ვარფარინთან ერთად რეკომენდირებული არ არის, რამდენადაც ეს კომბინაცია აძლიერებს სისხლდენას.
გეგმიური ქირურგიული ჩარევებისას (თუ ანტიაგრეგაციული მოქმედება არასასურველია) რეკომენდებულია კლოპიდოგრელით მკურნალობის კურსის შეწყვეტა ოპერაციამდე 7 დღით ადრე. კლოპიდოგრელი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. ამასთან დაკავშირებით, ქსოვილების და ორგანოების დაზიანებისას, სისხლდენის მომატების რისკის გამო პრეპარატის მიღება იზღუდება.
კლოპიდოგრელის მიღების, ან ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თრომბოციტოპენიური თრომბოჰემოლიზური პურპურა. ეს სიმპტომი ხასიათდება თრომბოციტოპენიის, ჰემოლიზური მიკროანგიოპათიური ანემიის განვითარებით, ნერვოლოგიური ხასიათის დარღვევებით, თირკმლის დისფუნქციით და ტემპერატურის მომატებით.
მონაცემების არარსებობის გამო, ავადმყოფებში მიოკარდის მწვავე ინფარქტის გადატანიდან (როდესაც აღინიშნება შთ სეგმენტის აწევა) რამდენიმე დღის განმავლობაში კლოპიდოგრელის მიღება არ არის რეკომენდებული. ასევე, არასასურველია კლოპიდოგრელის მიღება მწვავე იშემიური ინსულტის დროს (7 დღემდე).
კლოპიდოგრელი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობისას, ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, რადგან შეასაძლებელია ჰემორაგიული დიათეზის განვითარება.
ორსულობა/ლაქტაცია:
ორსულობის B კატეგორია
ორსულებში პრეპარატის გამოყენების ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ კლოპიდოგრელის ორსულებში გამოყენება არ არის რეკომენდებული. კლოპიდოგრელის გამოყოფა დედის რძეში არ არის შესწავლილი, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი მიღება არ შეიძლება.
გამოყენება პედიატრიაში;
18 წლამდე ასაკის ბავშვებში კლოპიდოგრელის მიღების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.
ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და ფსიქომოტორულ ფუნქციაზე
კლოპიდოგრელის უარყოფითი გავლენა დადგენილი არ არის.
გვერდითი მოვლენები:
კლოპიდოგრელის დოზა 75 მგ/დღეში და აცეტილსალიცილის მჟავას დოზა 325 მგ/დღეში მიჩნეულია ტოლერანტულად. ე.ი. გამოკვლევის თანახმად, კლოპიდოგრელის ტოლერანტობა მსგავსია აცეტილსალიცილის მჟავის ტოლერანტობის.
ჰემორაგიული დარღვევები:
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კლოპიდოგრელით ან ასპირინით სისხლდენის რისკი აღწევს 9,3%-ს. სისხლდენის რისკი კლოპიდოგრელის შემთხვევაში აღწევს 1.45%-ს,
აცეტილსალიცილის მჟავას შემთხვევაში – 1.6%-ს. ავადმყოფების 0.7%-2%, რომლებიც მკურნალობდნენ კლოპიდოგრელით, ჰოსპიტალიზირებულ იქნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენით. იგივე პარამეტრები, აცეტილსალიცილის მჟავით მკურნალობისას, აღწევს შესაბამისად – 2.7% და 1.1%-ს. სისხლდენის წარმოქმნის სიხშირე ორივე შემთხვევაში ერთნაირია.
მოცემულ თერაპიულ ჯგუფებში შედარებით ხშირად გვხვდება შემდეგი ეფექტები: პურპურა/ჰემატომა/ცხვირიდან სისხლდენა. იშვიათად - ჰემატომა, ჰემატურია, თვალში სისხლჩაქცევა. 0.4% და 0.5% ავადმყოფებში, შესაბამისად კლოპიდოგრელით და აცეტილსალიცილის მჟავით მკურნალობისას, აღინიშნა ქალაშიდა სისხლჩაქცევები.
ნარევი: კლოპიდოგრელი+აცეტილსალიცილის მჟავა, შედარებით ნარევთან: პლაცებო+აცეტილსალიცილის მჟავა, არ იწვევს სტატისტიკურად მნიშვნელოვან სიცოცხლისათვის საშიშ ცვლილებებს. მიუხედავად ამისა, კლოპიდოგრელისა და აცეტილსალიცილის მჟავას ნარევის მიღება მნიშვნელოვნად ზრდის ძლიერი, სუსტი და სხვა სახის სისხლდენების განვითარების რისკს. ქალაშიდა სისხლჩაქცევის წარმოქმნის შესაძლებლობა ორივე ჯგუფში აღწევს 0.1%-ს.
სისხლდენის ინტენსივობა ნარევებში: კლოპიდოგრელი+აცეტილსალიცილის მჟავა და პლაცებო+აცეტილსალიცილის მჟავა, დამოკიდებულია აცეტილსალიცილის მჟავას დოზაზე.
ჰემატოლოგიური დარღვევები:
ავადმყოფებში, რომლებიც გადიან მკურნალობას კლოპიდოგრელით, ან აცეტილსალიცილის მჟავათი, აღინიშნება მწვავე აგრანულოციტოზის განვითარება (<0.45><10 /I), (0.04% და 0.02% შესაბამისად). კლოპიდოგრელით მკურნალობისას გამოვლენილია აპლასტიური ანემიის შემთხვევები.
მწვავე თრომბოციტოპენიის განვითარების სიხშირე (<80><10 /I) ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ კლოპიდოგრელს ან ასპირინს შეადგენს 0,2%-ს და 0,1%-ს შესაბამისად.
თრომბოციტოპენიის და აგრანულოციტოზის განვითარების სიხშირე ანალოგიურია ორივე ჯგუფში: კლოპიდოგრელი+აცეტილსალიცილის მჟავა და პლაცებო+აცეტილსალიცილის მჟავა.
გვერდითი ეფექტები გამოვლენილი კლოპიდოგრელით ან აცეტილსალიცილის მჟავით და ნარევით: კლოპიდოგრელი+აცეტილსალიცილის მჟავა მკურნალობისას, პლაცებო+აცეტილსალიცილის მჟავას ნარევთან შედარებით:
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ვერტიგო.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე (ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, გასტრიტი, შეკრულობა) ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ კლოპიდოგრელს, იმ ავადმყოფებთან შედარებით, რომლებიც იღებენ ასპირინს, შეადგენს (29,8%) _ 27,1%, ხოლო იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კლოპიდოგრელი+ასპირინი, შედარებით ავადმყოფებთან, რომლებიც იღებენ პლაცებო+ასპირინი, არის (12,5%)_ 11,7%. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარება პაციენტებში, რომლებიც იღებენ კლოპიდოგრელს, შედარებით ავადმყოფებთან, რომლებიც ასპირინს იღებენ არის (1,2%)_0,7%. აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ კლოპიდოგრელი+ასპირინი, შედარებით ავადმყოფებთან, რომლებიც იღებენ პლაცებო+ასპირინი არის (0,3%)_0,4%.
იმ ავადმყოფების 4,5%-ში, რომლებიც იღებენ კლოპიდოგრელს, მათთან შედარებით ვინც იღებს ასპირინს (3.4%), ვითარდება დიარეა. იშვიათ შემთხვევებში ეს ატარებს მწვავე ხასიათს (კლოპიდოგრელი=0.2%, ასპირინი=0.1%). დიარეის განვითარების სიხშირე კლოპიდოგრელი+ასპირინის შემთხვევაში, პლაცებო+ასპირინთან შედარებით არის (2.2%)-2.1%.
გამონაყარი და სხვა დერმატოლოგიური რეაქციები:
დერმატოლოგიური რეაქციები კლოპიდოგრელის მომხმარებლებში ასპირინის მომხმარებლებთან შედარებით არის (13.1%)-15.8%. ხოლო კლოპიდოგრელი+ასპირინის, პლაცებო+ასპირინთან შედარებით _ (3.5%)-4.0%.
კლინიკური კვლევების თანახმად, ავადმყოფებში >2.5, რომლებიც იღებენ კლოპიდოგრელს ან ასპირინს, შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ზოგადი: ტკივილი გულმკერდის არეში, გრიპის მსგავსი სიმპტომები, დაღლილობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება, ჰიპერტენზია.
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, დიარეა, გულისრევა.
მეტაბოლიზმი და კვება: ჰიპერქოლესტერინემია.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივნ: ართრალგია, ტკივილი ზურგის არეში.
სისხლისშედედების სისტემის მხრივ: პურპურა.
ფსიქიკის მოშლა: დეპრესია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ზემო სასუნთქი გზების დაავადებები, ქოშინი, რინიტი, ბრონქიტი, ხველა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი.
შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: საშარდე გზების ინფექციები.
კლინიკური კვლევების თანახმად, ავადმყოფებში >2.0, რომლებიც იღებენ კლოპიდოგრელი + ასპირინი, შედარებით ავადმყოფებთან, რომლებიც იღებენ პლაცებო + ასპირინი, შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ზოგადი: ტკივილი გულმკერდის არეში.
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, დიარეა.
კლინიკური გამოკვლევების თანახმად, 1.0%-2.5% ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ კლოპიდოგრელი + ასპირინი, შედარებით ავადმყოფებთან, რომლებიც იღებენ პლაცებო + ასპირინი, შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ: სინკოპე, ძლიერი გულისცემა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის უკმარისობა.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ქვემო კიდურების კრუნჩხვები, ჰიპოსთეზია, ნევრალგია, პარესთეზია, ვერტიგო.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შეკრულობა, ღებინება.
გულის რითმის დარღვევა: წინაგულების ციმციმი.
ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მხრივ: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
მეტაბოლიზმი და კვება: პოდაგრა, ჰიპერურიკემია, აზოტის დონის მომატება.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრიტი, ართროზი.
სისხლის შედედების სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰემორაგია, ჰემატომები, თრომბოციტების დონის შემცირება.
ფსიქიკის მოშლა: მოუსვენრობა, უძილობა.
სისხლის წითელი სხეულაკების დონე: ანემია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: პნევმონია, სინუსიტი.
დერმატოლოგიური რეაქციები: ეგზემა, კანის სისხლჩაქცევები.
შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: ცისტიტი.
მხედველობის დარღვევა: კატარაქტა, კონიუნქტივიტი.

პოსტმარკეტინგული მონაცემები:
სისხლდენა ხშირია მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში.
სისხლდენა: ლეტალური გამოსავლის ზოგიერთი შემთხვევა (განსაკუთრებით, ქალაშიდა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, მუცლის ღრუს სისხლდენები), დერმატოლოგიური სისხლდენები (პურპურა), ძვალ-კუნთოვანი სისხლდენები (ჰემართროზი, ჰემატომა), თვალშიდა სისხლჩაქცევა, სისხლდენა ცხვირიდან, სასუნთქი გზებიდან (სისხლიანი ნახველი, ფილტვისმიერი სისხლდენა), ჰემატურია. ამასთან ერთად, კლოპიდოგრელი+აცეტილსალიცილისმჟავას ან კლოპიდოგრელი+აცეტილსალიცილის მჟავა+ჰეპარინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევა.
ჰემატოლოგიური დარღვევები: თრომბოციტოპენიური თრომბოჰემოლიზური პურპურა, მწვავე თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დონე<30><10 /I), აგრანულოციტოზი, ანემია და აპლასტიური ანემია/პანციტოპენია.
შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: გლომერულოპათია, კრეატინინის დონის ცვლილება.
ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მხრივ: ტესტირებისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ჰეპატიტი.
ალერგიული რეაქციები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ლაქოვანი ან ერითემული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, მულტიფორმული ერითემა და/ან ქავილი). იშვიათ შემთხვევებში ვითარდება ბრონქოსპაზმი, ანგიოშეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, ცხელება, ართრალგია, ართრიტი.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ჰალუცინაციები, გემოვნების მოშლა.

გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კლოპიდოგრელის და ვარფარინის ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან მოსალოდნელია სისხლდენის გაძლიერება.
გლიკოპროტეინ ლლბ/ლლლა-ს ინჰიბიტორები: კლოპიდოგრელის და გლიკოპროტეინ ლლბ/ლლლა-ს ინჰიბიტორების ერთად გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
აცეტილსალიცილის მჟავა: ასპირინი არ ცვლის კლოპიდოგრელის ადფ-ით ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების უნარს. მიუხედავად ამისა, კლოპიდოგრელი აძლიერებს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებას კოლაგენინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციაზე. ამასთან, კლოპიდოგრელთან ერთად 500 მგ აცეტილსალიცილის მჟავას დღეში ორჯერ მიღება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს სისხლდენის ხანგრძლივობაზე, რომელიც გამოწვეულია კლოპიდოგრელის მიღებით. არ არის გამორიცხული ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელისა და აცეტილსალიცილის მჟავის ერთობლივი მიღებისას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
ჰეპარინი:
კლინიკური კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩატარდა ჯანმრთელ მოხალისეებში, კლოპიდოგრელის და ჰეპარინის კომბინირებული მიღებისას არ იცვლება მოთხოვნა ჰეპარინზე, არც ჰეპარინის მოქმედება სისხლის შედედებაზე. ასევე არ იცვლება კლოპიდოგრელის მაინჰიბირებელი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე. ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება მათი ერთობლივი მიღებისას ზრდის სისხლდენის წარმოქმნის რისკს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
თრომბოლიზური საშუალებები:
კლოპიდოგრელის, ჰეპარინის და რეკომბინირებული ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის ერთობლივად გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილ იქნა პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდის ინფარქტი, რამაც აჩვენა, რომ სისხლდენის სიხშირე ანალოგიურია შემდეგი კომბინაციისას: ასპირინი+ჰეპარინი+რეკომბინირებული ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი. კლოპიდოგრელის უსაფრთხოება სხვა თრომბოციტებთან კომბინირებულად გამოყენების შემთხვევაში შესწავლილი არ არის. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით, საჭიროა სხვა ანალოგიური პრეპარატების გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა.
აასს:
კლინიკური კვლევებიდან, რომლებიც ჩატარდა ჯანმრთელ მოხალისეებზე, აღმოჩნდა, რომ კლოპიდოგრელის და ნაპროქსენის ერთობლივად გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფარული სისხლდენის რისკი მატულობს. სხვა აასს-თან მიმართებაში, რადგან არ არის ჩატარებული კლინიკური კვლევა, რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისა ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამიტომ კლოპიდოგრელის კომბინირებისას სხვა აასს-თან სიფრთხილე.
სხვა ურთიერთქმედებები:
ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელისა ატენოლოლთან დანიფედიპინთან დაფიქსირებული არ არის, ასევე კლოპიდოგრელის ფარმაკოდინამიკური აქტივობა პრაქტიკულად უცვლელია ფენობარბიტალთან, ციმეტიდინთან და/ან ესტროგენებთან ერთად მიღებისას.
დიგოქსინის ან თეოფილინის ფარმაკოლოგიური თვისებები არ იცვლება კლოპიდოგრელთან კომბინირებისას. ანტაციდური საშუალებები არ ცვლის კლოპიდოგრელის აბსორბციის მაჩვენებელს.
ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კლოპიდოგრელის მეტაბოლიტს (კარბოქსილის მჟავას წარმოებული) აქვს ციტოქრომ P450 2ჩ9-ის აქტივობის ინჰიბირების უნარი, რასაც შეუძლია გამოიწვიოს დიფენინის, ბუტამიდის და აასს პლაზმური დონის აწევა, რომლებიც მეტაბოლიზდებიან P450 2ჩ9 ქრომოსომით.
კვლევებმა აჩვენა, რომ ავადმყოფებში კლოპიდოგრელის დიფენინთან და ბუტამიდთან ერთად გამოყენება უსაფრთხოა.
არ არსებობს მონაცემები კლოპიდოგრელის დიურეტიკებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, ადფ- ინჰიბიტორებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, ქოლესტერინის დონის დამწევ პრეპარატებთან, კორონალური სისხლძარღვების დილატატორებთან, ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან (გარდა ინსულინისა), ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ჰორმონ-დამოკიდებულ თერაპიასთან, GP ლლბ/ლლლა-თან ერთობლივ მიღებასთან დაკავშირებით.
დოზირების რეჟიმი:
მოზრდილები და ხანდაზმულები:
მიოკარდიის ინფარქტის (დაწყებული რამდენიმე დღიდან 35 დღEმდე), იშემიური ინსულტისას (დაწყებული მეშვიდე დღიდან 6 თვის განმავლობაში) ან პერიფერიული არტერიების დაავადებების დროს კლოპიდოგრელს ნიშნავენ 75 მგ-ს ერთხელ დღეში.
ავადმყოფებში მწვავე კორონარული სინდრომით (მკს) შთ სეგმენტის აწევის გარეშე (არასტაბილური ანგინა ან მიოკარდიის ინფარქტი Q კბილის გარეშე):
კლოპიდოგრელი ინიშნება ერთჯერადად 300 მგ დოზით. შემდეგ უნდა გაგრძელდეს - 75 მგ/დღეში, 75-325 მგ/დღეში აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად. იმასთან დაკავშირებით, რომ აცეტილსალიცილის მჟავას დოზის მომატება ზრდის სისხლდენის რისკს, რეკომენდებულია 100 მგ-მდე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. კლინიკური კვლევების მონაცემებით, რეკომენდებულია მკურნალობის კურსი გაგრძელდეს 12 თვე. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა 3 თვეში.
ბავშვები და მოზარდები:
კლოპიდოგრელის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზირება:
კლოპიდოგრელის 600 მგ-ის მიღებისას (რაოდენობა ექვივალენტურია 75 მგ-იანი 8 სტანდარტული ტაბლეტის) ჯანმრთელ მოხალისეებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნა. სისხლდენის დრო გახანგრძლივდა 1.7-ჯერ, ისევე როგორც 75 მგ/დღეში (თერაპიული დოზის) მიღებისას.
კლოპიდოგრელის ფარმაკოლოგიური აქტივობის ანტიდოტი არ არსებობს. სისხლდენის დროის კორექციის აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია თრომბოციტების ტრანსფუზია, რამაც შეიძლება გაანეიტრალოს კლოპიდოგრელის ეფექტი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 250 C.
შენახვის ვადა _ 2 წელი. პრეპარატის გამოყენება კოლოფზე აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ არ არის მიზანშეწონილი.
გამოშვების ფორმა:
28 ტაბლეტი ბლისტერებზე, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
ფარმაკოინდუსტრიული სავაჭრო კომპანია სანოველი/სტამბული/თურქეთი